Every Strangers' Eyes“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სიმღერა და მეორე სინგლი ალბომიდან The Pros and Cons of Hitch Hiking. იგი გამოვიდა 1984 წელს. სინგლში ასევე შეტანილია იმავე ალბომის ერთ-ერთი სიმღერა „For The First Time Today“.

„Every Strangers' Eyes“
სინგლიროჯერ უოტერსი
ალბომიდან The Pros and Cons of Hitch Hiking
B-მხარე For The First Time Today
გამოსვლის თარიღი 1984
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
როჯერ უოტერსი — სინგლების ქრონოლოგია
„The Pros and Cons of Hitch Hiking“
(1984)
Every Strangers' Eyes
(1984)
„Radio Waves“
(1987)

სიმღერის დასაწყისში ჟღერს ამერიკული კაფე-ბარის ამსახველი ხმები. 1992-2002 წლების კონცერტებზე ჟღერდა მხოლოდ ოფიციანტის საუბარი.

კომპოზიცია სრულდებოდა როჯერის 1984-1985, 1987 და 1999-2002 წლების ტურნეებში. 1999-2002 წლებში ნაწილობრივ გამოიყენებოდა ვოკალური ფონოგრამა. ფილმში In the Flesh - Live და ალბომში In the Flesh გამოყენებულ ჩანაწერს ახლავს 1984 წლის სტუდიური ფონოგრამა.

ეს იყო მესამე და უკანასკნელი პრომო ვიდეო ალბომიდან „The Pros And Cons Of Hitch Hiking“. მასში გადმოტანილია სიმღერაში ნახსენები ელემენტები, როგორიც არის სატვირთო მანქანების გაჩერებები და სწრაფი კვების ობიექტები. რეჟისორი, ისევე, როგორც წინა ორი ვიდეოს, არის ნიკოლას როუგი.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. 5.06 AM (Every Strangers Eyes) - 4:57
  2. 4.39 AM (For The First Time Today Part I) - 2:56

საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

სიმღერა სრულდებოდა როჯერ უოტერსის ტურნეების The Pros and Cons of Hitch Hiking, Radio K.A.O.S. და In the flesh მსვლელობისას. 1999-2002 წლების სხვადასხვა ბუტლეგური ჩანაწერისა და ალბომის/DVD-ს In the Flesh – Live შედარებისას ნათელი ხდება, რომ უოტერსი ამ სიმღერის შესრულებისას იყენებდა ვოკალურ ფონოგრამას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება