The Gunner's Dream“ — მეხუთე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut[1][2].

„The Gunner's Dream“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Final Cut
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 21 მარტი 1983 (ბრიტანეთი)
2 აპრილი 1983 (აშშ)
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი 1982
ჟანრი პროგრესული როკი, სიმფონიური როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 5:07
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
The Final Cutსიმღერები

დაგეგმილი იყო სიმღერის კომპილაციურ ალბომში Echoes: The Best of Pink Floyd შეტანა.[3] სიმღერაში საუბარია არტილერისტის ამბავზე და მის ფიქრებზე, რომლებშიც პერსონაჟი მსოფლიო ომის გარეშე წარმოიდგენს. ვიდეო ვერსია შეტანილია ფილმში The Final Cut Video EP.

სიმღერა ასახავს სისხლიანი ომის კოშმარებს, ყველა იმ ადამიანის ფიქრებს, რომელიც ამ ომის შემდეგ თვლის, რომ სამყარო უკეთესისკენ შეიცვლება. უცხო მიწის ნაგლეჯის სიმბოლო როჯერ უოტერსმა აიღო რუპერტ ბრუკის ლექსიდან „ჯარისკაცი“, რომელიც პირველ მსოფლიო ომს ეძღვნება. სიმღერაში ნათქვამია:

If I should die, think only this of me:
That there's some corner of a foreign field

(„თუკი მოკვდები, ჩემზე მხოლოდ ეს იფიქრეთ: არის ნაგლეჯი უცხო მიწაზე, რომელიც ყოველთვის დარჩება ინგლისად“).

საგულისხმოა, რომ ბრუკი ცხოვრობდა გრანჩესტერში - კემბრიჯის რაიონში, რომელსაც ეძღვნება უოტერსის საავტორო „Grantchester Meadows“.

სიმღერა ჯგუფის მიერ კონცერტებზე არ შესრულებულა. უოტერსი მას ასრულებდა 1984-1985 წლების ტურნეებში. 2006 წელს, ტურნეში The Dark Side of the Moon Live იგი სულ ხუთჯერ შესრულდა (ალბომის The Final Cut ბუკლეტიდან აღებული სურათების თანხლებით).

სიმღერის სახელწოდებაში ალბომის პირველი გამოცემების გარეკანზე აპოსტროფის ნიშანი ' (The Gunner's Dream) არ გამოიყენება. შეცდომა გამოსწორდა 1994 წლის და შემდგომ გამოცემებზე.

კომპოზიციაში ჟღერს რაფაელ რეივენსკროფტის (დევიდ გილმორის მეგობრის, რომელიც მის 1984 წლის სოლო-კონცერტებშიც მონაწილეობდა) სოლო საქსოფონზე.

სიმღერის პრომო ფილმში, რომელიც ფილმს The Final Cut EP იწყებს, ჩანს, რომ მთავარი პერსონაჟის, მოხუცი მასწავლებლის (რომელსაც ალექს მაკევოი განასახიერებს) შვილი დაიღუპა ფოლკლენდის კუნძულებზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად. აქ ასევე ნაჩვენებია, რომელსაც გულზე მიმაგრებული აქვს წარწერა „ა. პარკერ-მარშალი“ - მინიშნება რეჟისორ ალან პარკერზე და ალან მარშალზე („პინკ ფლოიდი: კედელი“).

ბრაზილიაში გამოვიდა სიმღერის პრომოსინგლი.

პერსონალი

რედაქტირება
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Guthrie, James. James Guthrie: Audio: Building A Compilation Album. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 17 June 2013.