The Hero's Return
„The Hero's Return“ — მეოთხე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2]
„The Hero's Return“ | ||||
---|---|---|---|---|
„The Hero's Return (Parts 1 and 2)“ გრამფირფიტაზე | ||||
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
21 მარტი 1983 (ბრიტანეთი) 2 აპრილი 1983 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა |
2:56 4:02 (სინგლზე „Not Now John“) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი |
როჯერ უოტერსი ჯეიმზ გათრი მაიკლ კემენი | |||
The Final Cut – სიმღერები | ||||
|
ეს არის ერთ-ერთი ალბომში შეტანილი სიმღერებიდან, რომელიც მანამდე The Wall-ში უნდა შეეტანათ (სამუშაო სახელწოდებით „Teacher, Teacher“). მოგვიანებით დეივიდ გილმორი The Final Cut-ის შესახებ ამბობდა: „თუ ეს სიმღერები არ იყო გამოსადეგი The Wall-ისთვის, რატომ არის ამჯერად?“ .[3]
ისევე, როგორც ალბომის სხვა სიმღერები, „The Hero's Return“-იც ანტისაომარი ტექსტით გამოირჩევა. სინგლის ვერსიაში შეტანილია სტროფები, რომლებიც არ ჟღერს ალბომის ვერსიაში. სინგლის ვერსიაში აგრეთვე სიმღერას ეწოდება „The Hero's Return (Parts 1 and 2)“. იგი შეტანილია „Not Now John“-ის b-მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა a-მხარის სახით არასოდეს გამოსულა, აშშ-ში, Billboard Mainstream Rock-ში #31 პოზიცია დაიკავა.[4]
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი - წამყვანი ვოკალი, ბას-გიტარა, სინთეზატორი, ფირის ეფექტები, აკუსტიკური გიტარა
- დეივიდ გილმორი - წამყვანი და რიტმული გიტარები
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
აგრეთვე
- ენდი ბაუნი - ელექტრონული პიანინო Yamaha
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Blake 2008, p. 295
- ↑ AllMusic 'The Final Cut' Awards.