პიტერ ჯენერი
პიტერ ჯენერი (დ. 1943) — ბრიტანელი როკ-ჯგუფების მენეჯერი და ჩანაწერების პროდიუსერი. ენდრიუ კინგთან ერთად ის იყო Blackhill Enterprises-ის თანამფლობელი, რომელიც მენეჯერობას უწევდა პინკ ფლოიდს, სიდ ბარეტის სოლო-კარიერას, მარკ ბოლანს, როი ჰარპერს, ედგარ ბრაფტონის ბენდსა და The Clash-ს.
ჯენერმა ეკონომისტის დიპლომი მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, 21 წლის ასაკში კი ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორი გახდა. მისი, როგორც მუსიკის დიდი მოყვარულის, ყურადღება მიიპყრო პინკ ფლოიდმა და 4 წლის ლექტორობის შემდეგ მან უნივერსიტეტი მიატოვა, რათა მათი მენეჯერი გამხდარიყო. მისი ხმა ისმის პინკ ფლოიდის 1967 წლის კომპოზიციაში „Astronomy Domine“, ალბომის The Piper at the Gates of Dawn პირველ სიმღერაში. ჯენერი დროდადრო მონაწილეობს სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ჯგუფს უკავშირდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Remix Culture Symposium 2005: Panel 3: Creativity and the Commons (inc. Peter Jenner)
- NetzpolitikTV: Interview with Peter Jenner about Copyright in the digital age
- Big labels are f*cked, and DRM is dead Andrew Orlowski, The Register - Nov 3.2006.
- Jenner: $50 Per Year from Every Music Fan Would Save/Reinvent Music Industry დაარქივებული 2009-04-21 საიტზე Wayback Machine. Eliot Van Buskirk, WIRED - March 15, 2007.
- Peter Jenner: Thoughts on why the ISPs need an Access to Music Charge James Martin, posted - March 14, 2008.