London '66–'67
London '66–'67 — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის EP . დისკზე წარმოდგენილია ჯგუფის ორი კომპოზიის, „Interstellar Overdrive“ და „Nick's Boogie“ სრული ვერსიები. ორივე აგრეთვე ჟღერს პიტერ უაიტჰედის ფილმში „Tonite Let's All Make Love in London“ (1967) და მანამდე უკვე გამოცემული იყო ამავე ფილმის საუნდტრეკზე. 1990 წელს ჩანაწერები აგრეთვე გამოჩნდა ლეიბლის See for Miles Records მიერ საუნდტრეკის ბრიტანულ ვერსიაში. ეს არის პინკ ფლოიდის მიერ კომერციულად გამოცემული პირველი კომპოზიციები.
London '66–'67 | ||||
---|---|---|---|---|
EP — | ||||
გამოცემის თარიღი | 19 სექტემბერი 1995 | |||
ჩაიწერა | 11–12 იანვარი 1967 | |||
სტუდია | Sound Techniques Studios | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, სპეის-როკი | |||
ხანგრძლივობა | 28:30 | |||
ენა | ინგლისური | |||
ლეიბლი | See for Miles | |||
პროდიუსერი | ჯო ბოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
1995 წელს გამოცემული ეს დისკი 10 წლის შემდეგ, 2005 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა ლეიბლზე Snapper Music (ნომერი კატალოგში - SMACD924X). ამას ასევე ახლდა ფილმის London '66-'67 ოფიციალური DVD გამოცემა.
დისკის ბუკლეტს ახლავს „Interstellar Overdrive“-ის სტუდიური ფირის კონვერტის რეპროდუქცია. გარეკანის დიზაინი ეკუთვნის Art Goes Boom-ს. პროექტის კოორდინატორია კოლინ მაილზი. დისკს აგრეთვე ახლავს წარწერა „Dedicated to Syd Barrett“ (ეძღვნება სიდ ბარეტს).
1999 წელს გამოვიდა დისკი In London 1966*1967, მსგავსი სიით, მაგრამ ინტერაქტიული ნაწილით, რომელიც წარმოადგენს „Interstellar Overdrive“-ის სრულ ვიდეოს და ინტერვიუებს დეივიდ ჰოკნისთან, მიკ ჯეგერთან, ჯული კრისტისთან და მაიკლ კეინთან, აგრეთვე რეჟისორ პიტერ უაიტჰედის მიერ წარმოდგენილ მიმოხილვას.
სიმღერების სია
რედაქტირება- Interstellar Overdrive – 16:46
- Nick's Boogie – 11:55
ფილმი
რედაქტირებაLondon '66–'67 (ქართ. ლონდონი 66-67 წლებში) — რეჟისორ პიტერ უაიტჰედის ფილმი 1967 წლის ლონდონის ანდერგრაუნდულ მოძრაობაზე. მასში შესულია პინკ ფლოიდის ორი კომპოზიცია, Interstellar Overdrive და Nick's Boogie - ორივე სტუდიური სპონტანური იმპროვიზაციის შედეგია, თუმცა Interstellar Overdrive უკვე არსებული ნომრის კიდევ ერთი ვერსიაა. Nick's Boogie არცერთი ალბომისთვის არ ჩაწერილა. EP ალბომი ამ კომპოზიციებით გამოიცა 1995 წელს, შემდეგ კი - დისკის სახით, რომელშიც გარდა ამისა, შეტანილია პინკ ფლოიდის ადრინდელი სინგლები და დამატებულია DVD დისკი მთლიანი ფილმით.
DVD
რედაქტირება- London '66–'67, ფილმის ორიგინალური ვერსია, რომელშიც ჟღერს Interstellar Overdrive და Nick's Boogie.
- ინტერვიუები მიკ ჯეგერთან, დეივიდ ჰოკნისთან, მაიკლ კეინთან და ჯული კრისტისთან
- კადრები 60-იანი წლების ლონდონით
- მიმოხილვა რეჟისორ პიტერ უაიტჰედის მიერ
პერსონალი
რედაქტირება- პინკ ფლოიდი
- სიდ ბარეტი – გიტარა
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა
- რიჩარდ რაიტი – Farfisa, ორგანი
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- სხვა
- ჯო ბოიდი – ჩანაწერის პროდიუსერი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Eder, Bruce. (2011 [last update])London '66-'67 [See for Miles] - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 9 July 2011.