Let There Be More Light“ (ქართ. დაე იყოს მეტი სინათლე) — პირველი სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე ალბომიდან A Saucerful of Secrets[1][2]. სიმღერა აგრეთვე გამოიცა შეცვლილი ფორმით, როგორც ჯგუფის მეოთხე ამერიკული სინგლი. იშვიათი გამოცემა, რომელიც მხოლოდ აშშ-ში გამოვიდა, შეიცავს ამ სიმღერისა და „Remember a Day“-ის დამუშავებულ მონო-ვერსიებს. სინგლი ჩარტებში ვერ მოხვდა. პინკ ფლოიდი ასრულებდა სიმღერას 1968-1969 წლების კონცერტებზე.

„Let There Be More Light“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Saucerful of Secrets
B-მხარე Remember a Day
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი, 1968
ჩაიწერა იანვარი, მარტი, მაისი 1968
ჟანრი სპეის როკი, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 5:32
ხმისჩამწერი ლეიბლი Tower Records (აშშ)
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„It Would Be So Nice“
(1968)
Let There Be More Light
(1968)
„Point Me at the Sky“
(1968)
A Saucerful of Secrets — სიმღერების სია

სიმღერა მთლიანად დაწერა როჯერ უოტერსმა. ის იწყება განმეორებადი ბასის პარტიით, ვოკალის შემოსვლამდე. პირველ, უფრო ნაზ ვოკალს ასრულებს რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსის ჩურჩულის პარალელურად, მისამღერს კი — დეივიდ გილმორი. ბოლო ორ წუთში სრულდება პინკ ფლოიდის ალბომში შესული გილმორის პირველი გიტარის სოლო, მისთვის დამახასიათებელი სტილით.

სიმღერის ტექსტი შთაგონებული იყო სამეცნიერო ფანტასტიკით და ისტორიული პიროვნებებით. ასევე, ტექსტში არის მინიშნება The Beatles-ის სიმღერაზე „Lucy in the Sky with Diamonds“: „The outer lock rolled slowly back / The servicemen were heard to sigh / For there revealed in flowing robes / Was Lucy in the Sky“ (ქართ. ნელა გაიღო საკეტი, სამხედროებმა ამოიოხრეს, რადგან ტალღოვან სამოსში გამოეცხადათ ლუსი ცაში).

სიმღერის ბას-პარტიამ შთააგონა ალტერნატიული როკ-ჯგუფი Placebo, დაეწერა „Taste in Men“.

სხვა ვერსიები

რედაქტირება

სიმღერის ბრუკ კლემენისეული შესრულება შესულია 2003 წლის პინკ ფლოიდისადმი მიძღვნილ ალბომზე A Fair Forgery of Pink Floyd.

პერსონალი

რედაქტირება
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.