The Madcap Laughs

სიდ ბარეტის ალბომი

The Madcap Laughsსიდ ბარეტის პირველი სოლო ალბომი, რომელიც ჩაიწერა პინკ ფლოიდიდან წამოსვლის შემდეგ.

The Madcap Laughs
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 3 იანვარი, 1970
ჩაიწერა 28 მაისი 1968 - 5 აგვისტო 1969, ები-როუდი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ფოლკ როკი
ხანგრძლივობა 37:47 (ორიგინალური გამოცემა)
57:13 (Crazy Diamond-ის ვერსია)
ლეიბლი Harvest/EMI
Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი სიდ ბარეტი, პიტერ ჯენერი, მალკოლმ ჯოუნსი, როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი
სიდ ბარეტი — ქრონოლოგია
The Madcap Laughs
(1970)
Barrett
(1970)
სინგლები ალბომიდან The Madcap Laughs
  1. „Octopus“
    გამოცემის თარიღი: 14 ნოემბერი 1969
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
Rolling Stone3/5 stars[2]

1968 წლის მაისში სიდი, პინკ ფლოიდის მენეჯერ პიტერ ჯენერთან ერთად, შევიდა სტუდიაში და დაიწყო რამდენიმე ახალ სიმღერაზე მუშაობა. ჯენერს სწამდა, რომ ბარეტის პოტენციალი ბოლომდე არ გამოვლინდა პინკ ფლოიდის პირველ ორ ალბომზე. თუმცა, ჩაწერა გადაიდო ერთი წლით.

1969 წლის აპრილში სიდის პროდიუსერად დაინიშნა მალკოლმ ჯოუნსი. სტუდიაში აგრეთვე მუშაობდნენ ჯგუფი The Soft Machine და Humble Pie-ს მუსიკოსი ჯერი შირლი (რომელიც უკრავს დასარტყამებზე).

მოგვიანებით, ალბომ Ummagumma-ს ჩაწერის პარალელურად, სიდს თანაპროდიუსერებისა და დამატებითი მუსიკოსების სახით შეუერთდნენ როჯერ უოტერსი და დეივიდ გილმორი, რომლებმიც მას ალბომის დასრულებაში დაეხმარნენ.

ალბომს თან ახლდა ჩაწერის უცნაური პროცესი, რომლის პერიოდშიც სიდი თავდაპირველად იწერდა საკუთარ ვოკალს და გიტარას, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები ამატებდნენ თავის პარტიებს. სიდის სიმღერისა და შესრულების მანერა იცვლებოდა - იგი ამატებდა ან ტოვებდა ტაქტებს, ცვლიდა ტემპს. ბევრ სიმღერაში იგრძნობა მისი დეპრესიული განწყობა, ჩაწერილია მისი კომენტარები, რომლებიც ჟღერდა სტუდიური მუშაობის დროს.

დისკიდან გამოიცა ერთადერთი სინგლი, „Octopus“ (1969 წლის ნოემბერი), აგრეთვე სიმღერით „Golden Hair“ (რომელიც ჯეიმზ ჯოისის ლექსს ეფუძნება). თავად ალბომი 1970 წლის იანვარში გამოვიდა. მისი უმაღლესი პოზიცია ბრიტანულ რეიტინგში იყო #40.[3] პრესამ დისკი საკმაოდ დადებითად შეაფასა.[4]

1993 წელს გამოიცა კომპილაცია Crazy Diamond, რომელშიც შევიდა ალბომის სპეციალური გამოცემა, სიმღერების დამატებითი დუბლების ჩანაწერებით.

2010 წელს, ალბომთან Barrett ერთად, ამ ალბომის რემასტერიც გამოიცა, 1993 წლის კომპილაციის დამატებითი სიმღერებით. 2015 წელს იაპონიაში გამოვიდა SHM-CD-ის ტიპის გამოცემა. მას ახლავს „Rhamadam“ - ინსტრუმენტული იმპროვიზაცია, რომელსაც სიდმა დაამატა ქუჩაში საკუთარი ჩამწერით ჩაწერილი მოტოციკლის ხმაური.

გარეკანი

რედაქტირება

ალბომის გარეკანი სტორმ თორგერსონის და ობრი „პო“ პაუელის ნამუშევარია. ამ გარეკანისთვის სიდმა სპეციალურად შეღება ზოლებით თავისი ბინის იატაკი. ოთახში ასევე დადიოდა შიშველი გოგონა ზედმეტსახელად „ესკიმოსი იგი“ (ინგლ. Iggy the Eskimo). შემდგომში იგი ერთგვარ საკულტო პიროვნებად იქცა და წლების განმავლობაში სიდის მსმენელები რეალურ პიროვნებას ეძებდნენ. საბოლოოდ, იგი კონტაქტზე გამოვიდა ა ცალკე საიტიც მიეძღვნა.

1993 წლის კომპილაციის Crazy Diamond შემთხვევაში, ბუკლეტს ახლავს ანოტაციები.

სხვადასხვა

რედაქტირება

დეივიდ გილმორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული იქნა - Terrapin (2001-2002 წლის კონცერტებზე), Dark Globe (2006 წლის ტურნეს მსვლელობისას), Here I Go (2008 წელს, BBC-ს რადიოეთერში გასულ გადაცემაში).

სიმღერების სია

რედაქტირება

ორიგინალური გამოცემა

რედაქტირება
მხარე 1
#სახელწოდებაშენიშვნებიხანგრძლივობა
1.„Terrapin“*დუბლი 1, ჩაწერა - 11 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 4 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
5:04
2.„No Good Trying“*დუბლი 3, ჩაწერა - 11 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 3–4 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 3:26
    3.„Love You“*დუბლი 4, ჩაწერა - 11 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 3 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 2:30
    4.„No Man's Land“*დუბლი 5, ჩაწერა - 17 აპრილი 1969, დამატებითი დუბლები - 4 მაისი
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 3:03
    5.„Dark Globe“*დუბლი 1, ჩაწერა - 5 აგვისტო 1969
  • პროდიუსერი: დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
  • 2:02
    6.„Here I Go“*დუბლი 5, ჩაწერა - 17 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 3:11
    მხარე 2
    #სახელწოდებაშენიშვნებიხანგრძლივობა
    7.„Octopus“*დუბლი 11, ჩაწერა - 12 ივნისი 1969, დამატებითი დუბლები - 13 ივნისი
    • პროდიუსერი: სიდ ბარეტი და დეივიდ გილმორი
    3:47
    8.„Golden Hair“*დუბლი 11 (გადამუშავებული ვერსია), ჩაწერა - 12 ივნისი 1969
  • პროდიუსერი: სიდ ბარეტი და დეივიდ გილმორი
  • 1:59
    9.„Long Gone“*დუბლი 1, ჩაწერა - 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
  • 2:50
    10.„She Took a Long Cold Look“*დუბლი 5, ჩაწერა - 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
  • 1:55
    11.„Feel“*დუბლი 1, ჩაწერა - 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
  • 2:17
    12.„If It's In You“*დუბლი 5, ჩაწერა - 26 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 2:26
    13.„Late Night“*დუბლი 2, ჩაწერა - 28 მაისი 1968, დამატებითი დუბლები - 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: პიტერ ჯენერი, მალკოლმ ჯოუნსი (დამატებითი დუბლები)
  • 3:10
    საერთო ხანგრძლივობა:37:47

    1993 წლის გამოცემა

    რედაქტირება

    1993 წელს The Madcap Laughs გამოიცა სიმღერების დამატებითი დუბლების თანხლებით:

    დამატებითი სიმღერები
    #სახელწოდებაშენიშვნებიხანგრძლივობა
    14.„Octopus“*დუბლები 1 და 2, ჩაწერა: 12 ივნისი 1969
    • პროდიუსერი: სიდ ბარეტი და დეივიდ გილმორი
    3:09
    15.„It's No Good Trying“*დუბლი 5, ჩაწერა: 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 6:22
    16.„Love You“*დუბლი 1, ჩაწერა: 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 2:28
    17.„Love You“*დუბლი 3, ჩაწერა: 11 აპრილი 1969
  • პროდიუსერი: მალკოლმ ჯოუნსი
  • 2:11
    18.„She Took a Long Cold Look at Me“*დუბლი 4, ჩაწერა: 26 ივლისი 1969
  • პროდიუსერი: დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
  • 2:44
    19.„Golden Hair“*დუბლი 5, ჩაწერა: 8 ივნისი 1968
  • პროდიუსერი: პიტერ ჯენერი
  • 2:28
    საერთო ხანგრძლივობა:57:13

    2015 წლის იაპონური გამოცემა

    რედაქტირება
    #სახელწოდებაშენიშვნებიხანგრძლივობა
    20.„Rhamadan“*დუბლი 1, ინსტრუმენტული20:09

    პერსონალი

    რედაქტირება
    ტექნიკური პერსონალი
    • მალკოლმ ჯოუნსი - პროდიუსერი
    • ჯეფ ჯერატი - ხმის ინჟინერი
    • მეიკ შეიდი - ხმის ინჟინერი
    • პიტერ მიუ - ხმის ინჟინერი
    • ფილ მაკდონალდი - ხმის ინჟინერი
    • ტონი კლარკი - ხმის ინჟინერი
    • Hipgnosis - დიზაინი და ფოტოგრაფია
    • ბრაიან ჰოგი - ანოტაციები

    რესურსები ინტერნეტში

    რედაქტირება
    1. Mason, Stewart. The Madcap Laughs – Syd Barrett : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2012.
    2. Syd Barrett | Bio, Pictures, Videos. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-08. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2012.
    3. UK Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-21. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
    4. "Octopus". Allmusic. ციტირების თარიღი: 2012-02-29.