Terrapin
„Terrapin“ — სიდ ბარეტის სიმღერა სადებიუტო სოლო ალბომიდან The Madcap Laughs. სიმღერის ვერსია, ჩაწერილი BBC-ის სესიებზე, წარმოდგენილია ალბომზე The Peel Session.[1] სიმღერაში ჟღერს აკუსტიკური და ელექტრონული გიტარები და ვოკალი.[2] ეს სიმღერა, ისევე, როგორც „Maisie“ და „Bob Dylan Blues“[3], ასახავს ბარეტის დაინტერესებას ბლუზური სტილისტიკით.[3] ესკიმოს იგის, ბარეტის ერთ-ერთი ნაცნობის აზრით, სიმღერა „საკმაოდ მიმზიდველია“.[4] სიდ ბარეტის მოყვარულთა საზოგადოებამ დააარსა საკუთარი ჟურნალი, რომელსაც „Terrapin“ ეწოდებოდა (იგი 1972–1976 წლებში გამოდიოდა). სიმღერა აგრეთვე შევიდა ლეიბლ Harvest Records-ის კომპილაციაში Picnic – A Breath of Fresh Air.
„Terrapin“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — სიდ ბარეტი | ||||
ალბომიდან The Madcap Laughs | ||||
გამოსვლის თარიღი | 3 იანვარი, 1970 | |||
ჩაიწერა | 11 და 26 აპრილი, 1969 | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი, ბლუზ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:04 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest/EMI Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | სიდ ბარეტი | |||
პროდიუსერი | მალკოლმ ჯოუნსი | |||
An Introduction to Syd Barrett — სიმღერების სია | ||||
|
ჩაწერა
რედაქტირებაThe Madcap Laughs-ის 1969 წლის აპრილში ჩაწერისას ბარეტმა მალკოლმ ჯოუნსს, ალბომის პროდიუსერს, რამდენიმე დემო-ფირი მოასმენინა[5][6]. მოგვიანებით მან ჯოუნსს სიმღერები გიტარაზე თავად დაუკრა[6]. ერთ-ერთი, „Terrapin“, ჩაიწერა ერთ დუბლში, 11 აპრილს[7] წამყვანი გიტარის სოლო სიმღერა 26 აპრილს დაემატა[8].
სხვა ვერსიები
რედაქტირებასიმღერის საკუთარი ვერსიები შეასრულეს The Smashing Pumpkins-მა[9] Marc and the Mambas-მა,[10][11] The King Khan and BBQ Show-მა, ისევე, როგორც დევიდ გილმორმა (ვიდეო შეტანილია David Gilmour in Concert-ში).[12]
პერსონალი
რედაქტირება- სიდ ბარეტი – ვოკალი, გიტარები
- მალკოლმ ჯოუნსი – პროდიუსერი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მებეტი, ენდი. The complete guide to the music of Pink Floyd. Omnibus Press, 1995. ISBN 978-0-7119-4301-8.
- ↑ ბრეკეტი, ნეითან; ჰორდი, კრისტიან (2004) The New Rolling Stone Album Guide. Simon & Schuster. ISBN 0-7432-0169-8.
- ↑ 3.0 3.1 მენინგი, ტობი (2006). „The Early Years“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი, ლონდონი: Rough Guides, გვ. 9. ISBN 1-84353-575-0.
- ↑ ბლეიკი, მარკ. (21 იანვარი 2011) EXCLUSIVE: The Strange Tale Of Iggy The Eskimo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2012.
- ↑ ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs გვ. 4–5. Brain Damage.
- ↑ 6.0 6.1 ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs. Brain Damage.
- ↑ ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs გვ. 7. Brain Damage.
- ↑ ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs. Brain Damage.
- ↑ პალასიოსი, ჯულიან (2010). „Home“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, Rev., ლონდონი: Plexus, გვ. 419. ISBN 0859654311.
- ↑ პალასიოსი, ჯულიან (2010). „Home“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, რედ., ლონდონი: Plexus, გვ. 418. ISBN 0859654311.
- ↑ მენინგი, ტობი (2006). „Pink Floyd tributes“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი, ლონდონი: Rough Guides, გვ. 287. ISBN 1-84353-575-0.
- ↑ პალასიოსი, ჯულიან (2010). „Home“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, რედ., ლონდონი: Plexus, გვ. 424. ISBN 0859654311.