Bob Dylan Blues“ — სიდ ბარეტის სიმღერა[1], დაწერილი 1970 წელს. ჩაიწერა ალბომზე Barrett მუშაობისას, მაგრამ 2001 წლამდე არ გამოცემულა. იგი შესულია კომპილაციურ ალბომებში The Best of Syd Barrett და An Introduction to Syd Barrett, ისევე, როგორც Barrett-ის 2015 წლის გამოცემაში.

„Bob Dylan Blues“
სიმღერასიდ ბარეტი
ალბომიდან The Best of Syd Barrett
Wouldn't You Miss Me?
გამოსვლის თარიღი 16 აპრილი 2001 (ბრიტანეთი)
11 სექტემბერი 2001 (აშშ)
ჩაიწერა 1970
ჟანრი ფოლკ-როკი, ბლუზ-როკი
ხანგრძლივობა 3:14
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest/EMI
Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი დევიდ გილმორი

ჩაწერა რედაქტირება

სიმღერა წარმოადგენს მეგობრულ პაროდიას ბობ დილანის ადრეულ სიმღერებზე. ვარაუდობენ, რომ იგი დაიწერა დილანის კონცერტზე 1964 წელს დასწრების შემდეგ.[1] ეს არის სიდის ერთ-ერთი ადრეული სიმღერა, შექმნილი საგამომცემლო კონტრაქტის მიღებამდე.[2] ეს სიმღერა, ისევე, როგორც „Terrapin“ და „Maisie“[3], რომანტიკული ხასიათისაა.[3]

დევიდ გილმორი: „Bob Dylan Blues სახუმაროა. სიდს ფრიად მოსწონდა დილანი, თუმცა, ოდნავ შურდა კიდეც. თუკი ეს არის მიძღვნა, მაშინ მასში აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცინვაც.“

სიმღერა ჩაიწერა 1970 წლის 26 თებერვალს[4][5][6] და დავიწყებული იყო. დევიდ გილმორმა იგი პირად კოლექციაში იპოვა[2][7] და გადასცა კომპილაციაში The Best of Syd Barrett: Wouldn't You Miss Me? შესატანად.[8]

პერსონალი რედაქტირება

  • სიდ ბარეტი – ვოკალი, აკუსტიკური გიტარა, ჰარმონიული ვოკალი

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Chapman, Rob (2010). „Watching Buttercups Cup the Light“, Syd Barrett: A Very Irregular Head, Paperback, London: Faber, გვ. 58. ISBN 978-0-571-23855-2. 
  2. 2.0 2.1 Syd Barrett Song Unearthed (2001-02-14). ციტირების თარიღი: 2016-05-15
  3. 3.0 3.1 Manning, Toby (2006). „The Early Years“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 9. ISBN 1-84353-575-0. 
  4. Jones, Malcolm (2003). The Making of The Madcap Laughs, 21st Anniversary, Brain Damage, გვ. 13–14. 
  5. Barrett (booklet). Syd Barrett. Harvest, EMI. 2010. p. 2.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  6. Chapman, Rob (2010). „We Awful, Awful Crawl“, Syd Barrett: A Very Irregular Head, Paperback, London: Faber, გვ. 253. ISBN 978-0-571-23855-2. 
  7. Jones, Malcolm (2003). The Making of The Madcap Laughs, 21st Anniversary, Brain Damage, გვ. 11–12. 
  8. Kellman, Andy. Wouldn't You Miss Me?: The Best of Syd Barrett - Syd Barrett : Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 7 August 2012.