The Peel Session (სიდ ბარეტის ალბომი)
The Peel Session — სიდ ბარეტის მიერ ჯონ პილის გადაცემისთვის 1970 წელს ჩაწერილი სიმღერებისგან შედგენილი EP დისკი. ამ გადაცემის ჩანაწერი რადიოეთერში იმავე წლის 24 თებერვალს გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ სესიის დროს შესრულდა „Two of a Kind“, რომელსაც ბევრი რიჩარდ რაიტის საავტორო სიმღერად თვლის.
The Peel Session | ||||
---|---|---|---|---|
EP — | ||||
გამოცემის თარიღი | 25 იანვარი 1987 | |||
ჩაიწერა | 24 თებერვალი 1970 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 12:32 | |||
ლეიბლი | Strange Fruit SFPS043 | |||
პროდიუსერი | ჯონ უოლტერსი | |||
სიდ ბარეტი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
გამოცემაში შეტანილია სიმღერები ჯონ პილის 1970 წლის 24 თებერვალს ჩაწერილი შოუდან. იმავე წლის 14 მარტს ეს სიმღერები რადიოეთერში გადაიცა. ალბომი გამოიცა გრამფირფიტაზე, აუდიოკასეტებზე და CD ფორმატში.
მოგვიანებით The Peel Session გამოვიდა ალბომის The Radio One Sessions სახით, სადაც შეიტანეს ბობ ჰარისის 1971 წლის რადიოგადაცემაში „Sounds Of The Seventies“ წარდგენილი სამი სიმღერის ჩანაწერი.
სიმღერების სია
რედაქტირება- Terrapin - 3:02
- Gigolo Aunt - 3:35
- Baby Lemonade - 2:37
- Effervescing Elephant - 0:57
- Two of a Kind - 2:28
პერსონალი
რედაქტირება- სიდ ბარეტი – აკუსტიკური გიტარა, ვოკალი
- დევიდ გილმორი – ბას-გიტარა, ელექტრო გიტარა, ორგანი, დამატებითი ვოკალი
- ჯერი შირლი – პერკუსია
- ტექნიკური პერსონალი
- ჯონ უოლტერსი – პროდიუსერი
- ტონი უილსონი – ხმის ინჟინერი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Unterberger, Richie. Peel Sessions - Syd Barrett : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. ციტირების თარიღი: 2 August 2012.