Free Four“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან Obscured by Clouds.[1][2] იგი დაწერილია როჯერ უოტერსის მიერ, რომელიც ასრულებს წამყვან ვოკალს. სიმღერა იწყება ათვლით, მაგრამ გამოყენებულია სიტყვების თამაში, „One, Two, FREE FOUR!“.

„Free Four“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან Obscured by Clouds
B-მხარე Stay (აშშ)
The Gold It's in the... (იტალია)
გამოსვლის თარიღი 3 ივნისი, 1972 (ბრიტანეთი)
15 ივნისი, 1972 (აშშ)
ჩაიწერა თებერვალი - მარტი 1972
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:16
3:30 (აშშ სინგლი)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„One of These Days“
(1971)
Free Four
(1972)
„Money“
(1973)
Obscured by Clouds — სიმღერების სია

სიმღერა ეხება თემებს, რომლებიც შემდგომ ალბომებში როჯერისთვის უფრო ტიპურად იქცა - მისი მამის ომში დაღუპვას და მუსიკალური ინდუსტრიის „სისასტიკეს“. თუმცა სიმღერა მშვიდია ლირიკული ნაწილის დროს, გიტარის სოლოს ხასიათი მძიმესკენ იცვლება. „Free Four“ გამოიცა სინგლის სახით 1972 წელს და მოხვდა FM რადიოსადგურების ჩარტებში.

ფილმში „ველი“ სიმღერა ახლავს მთებში ასვლის სცენას და ადგილობრივი თაღლითებისგან ცხენების შეძენის ეპიზოდს - როდესაც პერსონაჟი ვივიანი მთელ უკანასკნელ ფულს ხარჯავს. სიმღერის რამდენიმე სტრიქონი ფილმის ვერსიაში განსხვავდება.

სიმღერების სია

რედაქტირება
აშშ გამოცემა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Free Four“3:30
2.„Stay“3:58
საერთო ხანგრძლივობა:7:28
იტალიური გამოცემა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Free Four“4:07
2.„The Gold It's in The...“3:01
საერთო ხანგრძლივობა:7:08
გერმანული გამოცემა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Free Four“4:08
2.„The Gold It's in The...“3:01
საერთო ხანგრძლივობა:7:09

პერსონალი

რედაქტირება
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Free_Four&oldid=4600183“-დან