Breathe (პინკ ფლოიდის სიმღერა)
„Breathe“ — მეორე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან The Dark Side of the Moon[1][2], რომელიც უერთდება შემდეგ კომპოზიციას, „On the Run“. ამ სიმღერაში, პირველად ალბომზე ჟღერს ტექსტი, დაწერილი როჯერ უოტერსის მიერ. სიმღერაში მთავარ ვოკალურ პარტიას ასრულებს დეივიდ გილმორი - წარმოდგენილია მისი ორმაგი ვოკალი, სადაც ერთ-ერთი არხი პოლიფონიურად ეწყობა მეორეს.
„Breathe“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Dark Side of the Moon | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 17 მარტი, 1973 | |||
ჩაიწერა | ივნისი 1972 - იანვარი 1973 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:47 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი | |||
The Dark Side of the Moon – სიმღერები | ||||
|
სიმღერა არის ალბომის ერთგვარი პროლოგი, წინა კომპოზიციასთან, „Speak to Me“ ერთად. სიმბოლურად ის აღნიშნავს დაბადებას, რადგან ტექსტის ავტორი მიმართავს უცნობ პიროვნებას (სავაუდოდ, ახლადშობილს), რომელსაც მომავალი ცხოვრებისათვის რჩევა-დარიგებას აძლევს.
სხვა ვერსიები
რედაქტირება- Pulse - როგორც ალბომზე, ასევე ფილმში კომპოზიის ხანგრძლივობა 2:33 წუთია.
- სიმღერა ასევე შესრულდა კონცერტზე Live 8, სადაც გაერთიანდა Breathe და „Breathe (Reprise)“. მანამდე ასეთი სახით ჯგუფს ის არ შეუსრულებია.
- როჯერ უოტერსის მიერ გამოცემულ ფილმში In the Flesh: Live ამ სიმღერას ორ ხმაში ასრულებენ ჯონ კერინი და დოილ ბრემჰოლი.
- როჯერ უოტერსმა 3 წლით ადრე ჩაწერა სიმღერა Breathe, ალბომისთვის Music from The Body. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მკვეთრად განსხვავდება 1973 წლის ვერსიისგან, იდეოლოგიურად ის იდენტურია.
- ფილმის Remember That Night და ალბომის Live in Gdańsk ანოტაციებში კომპოზიციას ეწოდება „Breathe (In The Air)“ და არა „Breathe“.
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი - გიტარა, სლაიდ გიტარა, ვოკალი
- როჯერ უოტერსი - ბას გიტარა
- რიჩარდ რაიტი - ორგანი. ელ. პიანინო, დამატებითი ვოკალი
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.