A Collection of Great Dance Songs
A Collection of Great Dance Songs (ქართ. საუკეთესო საცეკვაო სიმღერების კოლექცია) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერების, რომელიც გამოვიდა 1981 წელს, როჯერ უოტერსის თანხმობის გარეშე.
A Collection of Great Dance Songs | ||||
---|---|---|---|---|
საუკეთესო ჰიტების ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 ნოემბერი 1981 | |||
ჩაიწერა | 1973 - 1981 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 43:00 | |||
ლეიბლი | Harvest Records, EMI (ბრიტანეთი) Columbia, Capitol Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან A Collection of Great Dance Songs | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
რობერტ კრისტგოუ | (B+)[2] |
Rolling Stone |
ისტორია
რედაქტირებაალბომის სახელწოდება ოდნავ ირონიულია, რადგანაც პინკ ფლოიდს არასოდეს დაუწერია საცეკვაო მუსიკა.
გარეკანზე გამოსახულია მოცეკვავე წყვილი, რომელიც თოკებით მიბმულია მიწაზე, გამოდის, თითქოს ისინი არც ცეკვავენ. გარეკანის ავტორი ისევ სტორმ თორგერსონია, თუმცა იგი ფსევდონიმით TCP არის ნახსენები, რადგანაც როჯერ უოტერსთან კონფლიქტის შემდეგ მას პინკ ფლოიდთან თანამშრომლობის უფლება არ ჰქონდა.
სიმღერები კომპილაციისთვის დეივიდ გილმორმა შეარჩია - ვინაიდან აუცილებელი იყო ამერიკულ ბაზარზე ახალი დისკის შეტანა. ალტერნატიული მიქსების სახით წარმოდგენილია „Shine On You Crazy Diamond“-ის I-III, V და VII ნაწილების შეერთება (ანოტაციაში ეს მითითებული არ არის); „Another Brick In The Wall, Part 2“ არის სინგლის ვერსია, რომელიც დასასრულს უახლოვდება მანამ, სანამ ბოლომდე გაიჟღერს „if you don't eat your meat“.
სიმღერა Money ჩაწერილი იქნა ახალი სახით, რადგანაც ამერიკაში კომპანიამ Capitol Records უარი უთხრა კომპანიას Columbia Records ამ სიმღერის გამოყენებაზე. ამის გამო, დეივიდ გილმორმა ახლებურად ჩაწერა სიმღერა, თავად დაუკრა ყველა დასარტყმელ საკრავებზე, გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე, ბას-გიტარაზე და შეასრულა ვოკალური პარტიები, ხოლო სიმღერის პროდიუსერის სახით ჩაწერას ესწრებოდა ჯეიმზ გათრი. დიკ პერიმ კვლავ დაუკრა საქსოფონზე. საბოლოო ვერსია სულ ოდნავ განსხვავდება ორიგინალისგან, რაც უფრო მეტად გიტარის სოლოსა და საქსოფონს ეტყობა. ასევე, დასარტყმელი საკრავების პარტიაც საკმაოდ განსხვავებულია.
ამერიკაში, 1982 წლის 29 იანვარს ალბომს ოქროს სტატუსი მიენიჭა. ალბომის ახალი ტირაჟი 1997 (Columbia) და 2000 (Capitol, EMI) წელს გამოიცა.
არსებობს კომპილაციის ალტერნატიული ვერსია - სიმღერების იგივე სიით, მაგრამ განსხვავებული გარეკანით და სახელწოდებით Best Of Pink Floyd, რომელიც გამოვიდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში (მაგალითად, უნგრეთში). მის გარეკანზე გამოტანილია კოლაჟები ალბომიდან Ummagumma[3].
სიმღერების სია
რედაქტირებაორიგინალური გამოცემა
რედაქტირებამხარე 1 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ალბომიდან | ხანგრძლივობა |
1. | „One of These Days“ | გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | Meddle | 5:49 |
2. | „Money“ (ჩაწერილია 1981 წელს სტუდიაში New Roydonia) | უოტერსი | ორიგინალური ვერსია ალბომიდან The Dark Side of the Moon | 6:45 |
3. | „Sheep“ | უოტერსი | Animals | 10:25 |
მხარე 2 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ალბომიდან | ხანგრძლივობა |
4. | „Shine On You Crazy Diamond“ (შემოკლებული ვერსია) | გილმორი/უოტერსი/რაიტი | Wish You Were Here | 10:41 |
5. | „Wish You Were Here“ | უოტერსი/გილმორი | Wish You Were Here | 5:25 |
6. | „Another Brick in the Wall (Part II)“ (შემოკლებული ვერსია) | უოტერსი | The Wall | 3:52 |
8 არხიანი კასეტა
რედაქტირება- პროგრამა 1
- One of These Days
- Wish You Were Here
- პროგრამა 2
- Sheep
- პროგრამა 3
- Shine On You Crazy Diamond (შემოკლებული)
- პროგრამა 4
- Money (1981 წლის ვერსია)
- Another Brick in the Wall (Part 2) (შემოკლებული)
პერსონალი
რედაქტირება- პინკ ფლოიდი
- როჯერ უოტერსი - ბასი (Money-ს და Sheep-ის გარდა), წამყვანი ვოკალი - Sheep, Shine On You Crazy Diamond და Another Brick In The Wall, Part 2, ბეკ-ვოკალი, რიტმული გიტარა - Sheep
- რიჩარდ რაიტი - კლავიშებიანი საკრავები და სინთეზატორები (Money-ს გარდა), ბეკ-ვოკალი
- დეივიდ გილმორი - წამყვანი და რიტმული გიტარები, წამყვანი ვოკალი - Wish You were Here, Another Brick In The Wall, Part 2 და Money, ბასი - One of These Days, Money და Sheep, ბეკ-ვოკალი , დასარტყმელი და კლავიშებიანი საკრავები - Money
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები (Money-ს გარდა), ფრაზა One of These Days-ში
- სხვა მონაწილეები
- ისლინგტონ გრინის სკოლა - ვოკალები - Another Brick In The Wall, Part 2
- დიკ პერი - საქსოფონი - Money
- ტექნიკური პერსონალი
- ჯეიმზ გათრი - რემასტერინგი
- დაგ საქსი - მასტერინგი და რემასტერინგი
- TCP (Hipgnosis-ის ფსევდონიმი) - გარეკანის დიზაინი და ფოტოგრაფია
ჩარტები და სერტიფიცირებები
რედაქტირება
ჩარტებირედაქტირება
|
სერტიფიცირებებირედაქტირება
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რულმანი, უილიამ. (2011 [last update])A Collection of Great Dance Songs - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2011.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ. (2011 [last update])Robert Christgau: CG: Pink Floyd. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2011.
- ↑ https://www.discogs.com/Pink-Floyd-Best-Of-Pink-Floyd/release/1716498
- ↑ კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. სენტ-აივზი, ახალი სამხრეთი უელსი: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ "Pink Floyd - A Collection of Great Dance Songs" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 0451." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
- ↑ Austrian album certifications – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ A Collection of Great Dance Songs ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ British album certifications – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ A Collection of Great Dance Songs ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH