Recorded Music NZ (ადრე — ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Recording Industry Association of New Zealand), შემოკლ. RIANZ)[1] — არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ჩანაწერის პროდიუსერებს, ლეიბლების ხმისჩამწერებს, დისტრიბუტორებს და მუსიკოსებს — ყველას, ვინც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოებების გაყიდვასთან ახალ ზელანდიაში. წევრობა Recorded Music NZ-ში ღიაა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი წონა აქვთ «დიდი სამეულის» ლეიბლებს (Sony, Universal და Warner), დანარჩენ კომპანიებს აქვთ აფილირებული სტატუსი[2].

2013 წლის ივნისამდე ასოციაცია ცნობილი იყო როგორც «ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია» (RIANZ). RIANZ და PPNZ Music Licensing გაერთიანდნენ და სახელად დაირქვეს Recorded Music NZ[3].

პრემიები რედაქტირება

«New Zealand Music Awards» — Recorded Music NZ-ის ყოველწლიური პრემიაა ხმისჩამწერ სფეროში დიდი მიღწევებისათვის; ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულად ახალ ზელანდიაში. ენიჭება 1965 წლიდან[4].

ჩარტები რედაქტირება

Recorded Music NZ აქვეყნებს ახალი ზელანდიის ალბომების და სინგლების ოფიციალურ ჩარტებს. სინგლების ტოპ-40 შედგება, როგორც გაყიდვების მონაცემებისგან, ასევე კომპოზიციების რადიოში მაუწყებლობის შესახებ ინფორმაციებისგან (ე. წ. airplay) პროპორციით 3:1. რადიომაუწყებლობის მონაცემების შეკრებას ახორციელებს სააგენტო Radioscope.

Recorded Music NZ ასევე აქვეყნებს წლის ბოლოს არსებულ ჩარტებს. დღეისათვის ისინი ყალიბდება რელიზის გაყიდვების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო ადრე ხმარებაში იყო ქულების სისტემა: კვირაში № 1 იღებდა 50 ქულას, № 2 — 49 ქულას და ასე შემდეგ, წლის ბოლოს ეს ქულები ჯამდებოდა.

სერთიფიკაციები რედაქტირება

სინგლს ან ალბომს შეუძლია მიიღოს პლატინის სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 15 000 ასლზე უფრო მეტი, და ოქროს სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 7500 ასლზე უფრო მეტი; DVD-ის კრიტერიუმი (ადრე — კლიპების) — შესაბამისად 5000 და 2500 ასლი[5].

ალბომები და სინგლები მუსიკალური DVD
ოქრო პლატინა ოქრო პლატინა
7500 15 000 2500 5000

სხვა რედაქტირება

Recorded Music NZ — ISRC-ის ეროვნული სააგენტოა ახალ ზელანდიაში. ორგანიზაცია ასევე შედის IFPI-ში.

რეკორდები რედაქტირება

№ 1 ჰიტების მქონე ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის შემსრულებლები რედაქტირება

პირველ პოზიციაზე ყველაზე უფრო ხანგრძლივად მყოფი სინგლები რედაქტირება

მიმდევრობით რედაქტირება

შესვენებებით რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Chance meeting sees nation's Top 40 chart come out of isolated Hawke's Bay cottage. Stuff. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  2. RIANZ official site დაარქივებული 2010-05-22 საიტზე Wayback Machine.
  3. „Music bodies RIANZ and PPNZ merge“. Newshub. 2013-10-06. ციტირების თარიღი: 2017-07-26.
  4. პრემიის ისტორია დაარქივებული 2011-09-14 საიტზე Wayback Machine.
  5. Chart Facts დაარქივებული 2012-03-08 საიტზე Wayback Machine. , RIANZ