Let It Be“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Let It Be, რომელიც გამოვიდა 1970 წელს. სიმღერა 1970 წლის მარტში სინგლის სახითაც გამოიცა, ოდნავ განსხვავებული ფორმით. მისი ავტორია პოლ მაკ-კარტნი [4][5], მაგრამ ავტორებად მითითებული არიან ლენონი/მაკ-კარტნი. ისევე, როგორც ალბომი Let It Be, სინგლი „The Long and Winding Road“ გამოიცა ჯგუფიდან მაკ-კარტნის ოფიციალურად წასვლის შემდეგ.

„Let It Be“
სინგლიThe Beatles
B-მხარე You Know My Name (Look Up the Number)
გამოსვლის თარიღი 6 მარტი 1970
ჩაიწერა
ჟანრი
ხანგრძლივობა
  • 3:50 (სინგლის ვერსია)
  • 4:03 (ალბომის ვერსია
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ლენონი-მაკ-კარტნი
პროდიუსერი
The Beatles-ის ბრიტანული ქრონოლოგია
„Something“ / „Come Together“
(1969)
Let It Be
(1970)
„Yesterday“
(1976)
The Beatles-ის აშშ-ის — ქრონოლოგია
„Something“ / „Come Together“
(1969)
Let It Be
(1970)
„The Long and Winding Road“
(1970)

„Let It Be“-ს მოყვარულთა საუკეთესო ათეეულში, რომელიც შეტანილია გამოკითხვაში The 100 Best Beatles Songs: An Informed Fan's Guide, უკავია I ადგილი. სიმღერას ჯგუფის საუკეთესო სიმღერების ასეულში უკავია მესამე პოზიცია - „Strawberry Fields Forever“-ის და „A Day in the Life“-ის შემდეგ (რომელიც I ადგილზეა).

1987 წელს საქველმოქმედო სუპერჯგუფ Ferry Aid-ის მიერ (რომელშიც მაკ-კარტნი შედიოდა) ჩაიწერა სიმღერის სპეციალური ვერსია. იგი მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში, სადაც 3 კვირის მანძილზე იმყოფებოდა და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც საუკეთესო 10-ეულებში მოხვდა.

შექმნა და ჩაწერა

რედაქტირება

მაკ-კარტნი ამბობდა, რომ სიმღერის იდეა დაებადა, როდესაც რთულ პერიოდში, ალბომზე The Beatles მუშაობისას სიზმარში დედა იხილა. მაკ-კარტნი ხსნიდა, რომ დედამისი (გარდაცვლილი კიბოთი, როდესაც პოლი 14 წლის იყო) იქცა სიმღერის „Mother Mary“ გავლენად. [6][7] მოგვიანებით მან დაამატა: „რა კარგი იყო, რომ კვლავ ვეწვიე. თავი ბედნიერად მიმაჩნდა იმ სიზმრის ხილვის გამო. „Let It Be“ სწორედ ამან დამაწერინა“.[8][9] მოგვიანებით ინტერვიუებში იგი ამბობდა, რომ დედამ მიმართა: „ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ასე იყოს“. [10]

სიმღერის პირველი რეპეტიცია შედგა ტუიკენჰემის კინოსტუდიებში, 1969 წლის 3 იანვარს, სადაც ჯგუფმა წინა დღეს დაიწყო ფილმის „დაე ასე იყოს“ გადაღებები. ფილმის ამ მონაკვეთის გადაღებებისას ისინი იწერდნენ მონო-ტექნიკაზე, რომლებიც გამოიყენებოდა კინოკამერებთან სინქრონიზაციისას. მრავალფირიანი ტექნიკა არ გამოიყენებოდა. ჩაიწერა ერთი დუბლი, მხოლოდ მაკ-კარტნის ფორტეპიანოსა და ვოკალის თანხლებით. მეორე მცდელობას ჯგუფის სახით ადგილი ჰქონდა 8 იანვარს. მუშაობა სიმღერა ერთი თვის მანძილზე გაგრძელდა. მრავალფირიანი ვერსიები ჩაიწერეს 23 იანვარს, Apple-ის სტუდიებში.[11]

მთავარი ჩანაწერი მომზადდა 1969 წლის 31 იანვარს, „Apple-ის სტუდიაში გამოსვლის“ ფარგლებში. მაკ-კარტნი უკრავდა Blüthner-ის ფორტეპიანოზე, ლენონი - ექვსსიმიან ელექტრონულ ბას-გიტარაზე, ბილი პრესტონი - ორღანზე, ხოლო ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი - ტრადიციულად თავის გიტარასა და დასარტყმელ საკრავებზე. [12] ეს იყო იმ დღეს ჩაწერილი 2 შესრულებიდან ერთ-ერთი. პირველი ვერსია, რომელსაც „დუბლი 27-A“ ეწოდა, წარმოადგენდა სიმღერის ოფიციალურად გამოცემული ყველა ვერსიის ღერძს. მეორე, „27-B“, სტუდიური ცოცხალი შესრულების ნაწილი იყო, რომლის ფარგლებში ასევე შესრულდა „Two of Us“ და „The Long and Winding Road“. ეს შესრულება, რომელსაც ახლდა ლენონისა და ჰარისონის მიერ მაკ-კარტნის წამყვან ვოკალთან ჰარმონიული შესრულება და ჰარისონის მიერ წარმოდგენილი დამატებითი სოლო, მოხვდა ფილმში „დაე ასე იყოს“, რომელიც DVD თუ აუდიო-ჩანაწერის სახით ოფიციალურად არასოდეს გამოცემულა. ამ ვერსიებში ტექსტები ერთმანეთისგან ძირითადად უკანასკნელ სტროფში განსხვავდება. სტუდიურ ვერსიაში ჟღერს „Shine until tomorrow...there will be an answer“, ხოლო ფილმის ვერსიაში - „shine until tomorrow...there will be no sorrow“.

1969 წლის 30 აპრილს ჰარისონმა ჩაწერა გიტარის ახალი სოლო და დაადო იგი საუკეთესო დუბლს, რომელიც 31 იანვარს მომზადდა. [13] 1970 წლის 4 იანვარს დაემატა კიდევ ერთი სოლო. პირველი დამატებული სოლო გამოყენებული იქნა ორიგინალური სინგლის ვერსიაში, ხოლო მეორე - ორიგინალურ ალბომზე. სხვადასხვა მოყვარული შეცდომით თვლის, რომ არსებობს ძირითადი ჩანაწერის ორი ვერსია, რომელიც ეფუძნება გიტარის სხვადასხვა სოლოს და აქვს განსხვავებები დამატებით სოლოებსა და მიქსებში.[14]

სინგლის ვერსია

რედაქტირება

სიმღერის სინგლის გარეკანზე მოხვდა ფოტოსურათები ალბომის Let It Be ყდიდან. თავდაპირველად გამოცემა დაგეგმილი იყო 1970 წლის 6 მარტს, სიმღერით „You Know My Name (Look Up the Number)“ b-მხარეზე, ჯორჯ მარტინი პროდიუსერული წვლილით. ამ ვერსიაში წარმოდგენილია ორკესტრირება და დამატებითი ვოკალები, ჩაწერილი 1970 წლის 4 იანვარს მარტინისა და მაკ-კარტნის ზედამხედველობით. აქ ჟღერს ლინდა მაკ-კარტნის ბეკ-ვოკალიც - ერთადერთი The Beatles-ის სიმღერებს შორის. [14][15] ამავე სესიაზე ჰარისონმა ჩაწერა მეორე დამატებითი სოლო. თავდაპირველად იგეგმებოდა ორი დამატებითი სოლოს ერთდროულად აჟღერება, მაგრამ იდეაზე უარი თქვეს სინგლის ფინალური მიქსისათვის. გამოყენებული იქნა მხოლოდ 30 აპრილის სოლო, თუმცა 4 იანვრის დამატებითი დუბლი ოდნავ ჟღერს ფინალურ ვერსიაში. მარტინმა ორკესტრული ნაწილის მიქსი ამ ვერსიაში ოდნავ დასწია. [14]

სინგლის ვერსია მოხვდა კრებულში 1967–1970. ორიგინალურ გამოცემებში შეცდომით მითითებულია ხანგრძლივობა 4:01 (როგორიც ალბომ Let It Be-ზეა) და არა სინგლის ვერსიიდან, რომლის ხანგრძლივობა 3:52 არის . ეს ვერსია აგრეთვე მოხვდა კრებულებში 20 Greatest Hits, Past Masters Volume 2 და 1.

ალბომის ვერსია

რედაქტირება

1970 წლის 26 მარტს ფილ სპექტორი მუშაობდა სიმღერის ალბომის Let It Be მიქსზე. [16] ამ ვერსიაში შეტანილია 4 იანვრის სოლო ბეკ-ვოკალის გარეშე (რომელიც მხოლოდ პირველ მისამღერში ჟღერს), რინგოს პერკუსიაზე დადებული გაწელვის ეფექტით და უფრო გამოკვეთილი ორკესტრირებით.[17] ფინალურ მისამღერში სამჯერ ჟღერს „let it be...“, ხოლო „there will be an answer“ მეირდება ორჯერ (და არაერთხელ, როგორც სინგლზე), სიტყვებამდე „whisper words of wisdom“, რომლებიც სიმღერის ბოლოს ჟღერს. ალბომზე „Dig It“-ის დასრულების შემდეგ ლენონი ფალცეტოთი წარმოთქვამს ფრაზას გრეისი ფილდის განსახიერებით: „That was 'Can You Dig It' by Georgie Wood, and now we'd like to do 'Hark, the Angels Come'.“ ალენ კლაინის მიერ სპექტორი მოყვანილი იქნა მაკ-კარტნისთან შეუთანხმებლად, ვინაიდან მაკ-კარტნიმ არ მოაწერა ხელი კონტრაქტს კლაინის მენეჯმენტთან.[18]

Anthology-ს ვერსია

რედაქტირება

სიმღერის ადრეული ვერსია შეტანილია კრებულში Anthology 3, რომელიც გამოიცა 1996 წლის 28 ოქტომბერს. ეს ვერსია, დუბლი 1, ჩაწერილი იქნა 1969 წლის 25 იანვარს. ეს არის უფრო შემსუბუქებული ვარიანტი, ვინაიდან მაკ-კარტნის იმ დროისათვის უკანასკნელი სტროფი („And when the night is cloudy...I wake up to the sound of music...“) ჯერ არ ჩაუწერია. ამის სანაცვლოდ უბრალოდ მეორდება პირველი სტროფი. სიმღერაში ჟღერს ლენონისა და მაკ-კარტნის სტუდიური საუბარი, ჩაწერილი შემდეგ დუბლამდე:

ჯონი: Are we supposed to giggle in the solo?

პოლი: Yeah.
ჯონი: OK.

პოლი: This'll-this is gonna knock you out, boy.

ჩანაწერის დასასრულს ჯონი ამბობს: „I think that was rather grand. I'd take one home with me. OK let's track it. You bounder, you cheat!“ „Anthology“-ს ვერსიის ხანგრძლივობაა 4:05.

Let It Be... Naked-ის ვერსია

რედაქტირება

სიმღერის კიდევ ერთი ვერსია მოხვდა გამოცემაში Let It Be... Naked, 2003 წელს. სტარს არ მოსწონდა სპექტორის ვერსია, რომელშიც პერკუსიაზე ჟღერდა ფირის გაწელვის ეფექტი. Let It Be... Naked-ში ჟღერს ორიგინალური მინიმალისტური პარტია. გიტარის სოლო, რომელიც ჰგავს სინგლის ვერსიას, აღებული შემდეგი დუბლიდან, რომელიც მოხვდა ფილმში „დაე ასე იყოს“. სტარი ამბობდა რომ Naked-ის გამოსვლის შემდეგ მაკ-კარტნი სპექტორის ნაშრომის შესახებ ამბობდა - „ხომ გეუბნებოდი!“ [19] Let It Be... Naked-ზე სიმღერის ხანგრძლივობაა 3:52.[20]

გამოუყენებელი მიქსები

რედაქტირება

გლინ ჯონსის მიერ სიმღერის მიქსი მომზადდა 1969 წლის 28 მაისს, როდესაც მან ალბომზე Get Back მუშაობა დაასრულა. ეს ვერსია არ გამოცემულა. [21] იგივე მიქსი გამოყენებული იქნა 1970 წლის 5 იანვარს. ეს იყო მცდელობა, შეედგინათ ალბომის მისაღები ვერსია. ალბომის ეს ვერსია ასევე არ გამოცემულა. [22]

ფორტეპიანოს თემა

რედაქტირება
 
ძირითადი თემა

სიმღერა იწყება ფორტეპიანოთი, მარჯვენა ხელის რამდენიმე აკორდით, ხოლო მარცხენა ხელი ასრულებს ცალკე ნოტებს.

პერსონალი

რედაქტირება
The Beatles
დამატებითი მუსიკოსები
  • ლინდა მაკ-კარტნი – დამატებითი ვოკალი (სინგლის ვერსია)
  • ბილი პრესტონი – კლავიშიანი საკრავები
  • არ არის მითითებული – ორი საყვირი, ორი ტრომბონი, ტენორული საქსოფონი, ჩელო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wyman, Bill. (7 June 2017) All 213 Beatles Songs, Ranked From Worst to Best. ციტირების თარიღი: 21 March 2021
  2. Pitchfork Staff. (August 22, 2016) The 200 Best Songs of the 1970s. ციტატა: „It is pop’s OG “Keep Calm and Carry On,” which is only fitting given that it soundtracked the end of pop’s OG innovators.“ ციტირების თარიღი: October 13, 2022.
  3. Norman, Phillip (2016). Paul McCartney: The Biography. Hachette UK. ISBN 978-0297870777. „The soft-rock hymn reached number one in America“ 
  4. MacDonald 2005, p. 337.
  5. Sheff 2000, p. 202.
  6. Miles 1997, p. 20.
  7. Spitz 2005, pp. 73–76.
  8. Spitz 2005, pp. 88–90.
  9. The Beatles 2000, p. 19.
  10. Sold on Song 2009.
  11. The Beatles Bible 2007.
  12. Lewisohn 1988, p. 170.
  13. Lewisohn 1988, p. 175.
  14. 14.0 14.1 14.2 Lewisohn 1988, p. 195.
  15. Lewisohn 1996.
  16. Lewisohn 1988, p. 198.
  17. Lewisohn 1988, pp. 195–198.
  18. Spitz 2005, p. 851.
  19. The Observer Music Monthly 2003.
  20. Apple Records 2003.
  21. Lewisohn 1988, p. 176.
  22. Lewisohn 1988, p. 196.