Where the Streets Have No Name
„Where the Streets Have No Name“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და მესამე სინგლი ალბომიდან The Joshua Tree, რომელიც გამოვიდა 1987 წელს. სიმღერას გამოარჩევს გიტარისტ The Edge სოლო და ბონოს მიერ დაწერილი ტექსტი, რომელიც ეფუძნება რეალურ ისტორიას. ბელფასტის სხვადასხვა რაიონის მკვიდრს ენიშნებოდა ხელფასი თავად რაიონის მიხედვით, რამაც ბონო შთააგონა, დაეწერა სიმღერა „ქალაქზე, სადაც ქუჩებს სახელები არ აქვთ“. საინტერესოა, რომ სიმღერის ჩაწერის პროცესში პროდიუსერი ბრაიან ინო იმდენად დაიღალა, რომ სცადა მისი ფირებიდან ამოშლაც.
„Where the Streets Have No Name“ | ||||
---|---|---|---|---|
Where the Streets Have No Name | ||||
სინგლი — U2 | ||||
ალბომიდან The Joshua Tree | ||||
B-მხარე |
„Silver and Gold“ „Sweetest Thing“ „Race Against Time“ | |||
გამოსვლის თარიღი | აგვისტო 1987 | |||
ჩაიწერა | ირლანდია, 1986 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა |
4:33 (სინგლი) 5:38 (ალბომი) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Island | |||
ავტორ(ებ)ი | U2, ბონო | |||
პროდიუსერი | ბრაიან ინო, დენიელ ლანუა | |||
U2 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
მოგვიანებით ეს კომპოზიცია იქცა ერთგვარ ჰიმნად და ჯგუფის მოყვარულთა ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად U2-ს შემოქმედებიდან. მისმა მუსიკალურმა ვიდეომ, რომელიც ლოს-ანჯელესის სახურავებზე გადაიღეს, მიიღო MTV-ს ჯილდო წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს კატეგორიაში.
სიმღერები
რედაქტირება7" გამოცემა[1] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Where the Streets Have No Name“ (სინგლის ვერსია) | 4:33 |
2. | „Silver and Gold“ | 4:40 |
3. | „Sweetest Thing“ | 3:03 |
12" გამოცემა[2] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Where the Streets Have No Name“ (სინგლის ვერსია) | 4:33 |
2. | „Silver and Gold“ | 4:40 |
3. | „Sweetest Thing“ | 3:03 |
4. | „Race Against Time“ | 4:03 |