Don't Leave Me Now (პინკ ფლოიდის სიმღერა)

პინკ ფლოიდის სიმღერა

Don't Leave Me Now“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Wall.[1][2]

„Don't Leave Me Now“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:08
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

წინა სიმღერაში, "One of My Turns", პინკი ოთახში გრუპის მიიწვევს, შეიტყობს რა თავისი მეუღლის ურთიერთობაზე სხვა მამაკაცთან. გრუპი ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას, მაგრამ პინკი მას არ უყურებს, იგი წუწუნებს თავის ურთიერთობებზე მეუღლესთან. პინკი ანგრევს ოთახს, აშინებს ქალს და საბოლოო კვლავ მარტო რჩება.

ამ სიმღერაში იგი ამბობს, რომ ენატრება და სჭირდება ცოლი, მაგრამ დრო და დრო ძალადობრივი აზრები ებადება - "რათა ჩაგაგდო ხორცსაკეპში ჩემი მეგობრების თვალწინ" ("To put through the shredder in front of my friends").

როჯერ უოტერსი:

გრუპი One of My Turns-ის ბოლოს ტოვებს. შემდეგ Don't Leave Me Now მოდის, რომელშიც პინკი უბრალოდ ნებისმიერს უმღერის, ეს არის მაინცდამაინც ეს გოგო ან მისი ცოლი. უბრალოდ მამაკაცის ქალისადმი მიმართვაა, დანაშაულის შეგრძნებით.

ტომი ვენსთან ინტერვიუში როჯერი საუბრობს:

უამრავი მამაკაცი და ქალი, როდესაც ერთმანეთი ბეზრდებათ, აგრესიულები ხდებიან და ერთმანეთს დიდ ზიანს აყენებენ. რა თქმა უნდა, ცოლისთვის არასოდეს მიცემია და იმედია, არასოდეს ვიზამ ამას, მაგრამ მრავალი ქმარი სცემს ცოლს და ცოლიც სცემს ქმარს - ოჯახში ხშირად ბევრი ძალადობაა. მაგრამ ეს სიმღერა მეტად ცინიკური, თუმცა რეალისტურია. როდესაც მოვლენებს უყურებ და მათ რეალურად ხედავ, როდესაც გაინტერესებს სიმღერების, წიგნების ან ლექსების წერა, ან კიდევ რამე, ცდილობ წერილობით ფორმაში მოაქციო, ამიტომ ეს მოვლენები საინტერესოა და სხვებსაც ააღელვებს. სულ ერთია, თუ რაზე იქნება ეს ნაწარმოები, გესმის? ზოგიერთს უბრალოდ სჭირდება საკუთარი განცდების აღწერა, იმ იმედით, რომ სხვები გაუგებენ და ნაწარმოებიდან საკუთარი თავისთვის რამე სასარგებლოს აღმოაჩენენ. იქნება ეს კეთილგანწყობა თუ სიხარული, ან სევდა, მთავარია, მათ რამე დასკვნა გამოიტანონ.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.