The Wall – Live in Berlin
The Wall Live in Berlin — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის კონცერტი, რომელიც გაიმართა 1990 წლის 21 ივლისს ბერლინში, პოტსდამის მოედანზე. იგი მიეძღვნა ბერლინის კედლის დანგრევას, ცივი ომის დასასრულს და მიზნად ისახავდა მსოფლიო ომში დაზარალებული ადამიანებისათვის ფულადი თანხების შეგროვებას.
ისტორია
რედაქტირებაკონცერტი დაიდგა მთლიანად უოტერსის ხარჯებით. დაიწყო იმით, რომ 1989 წელს ერთ-ერთ რადიოინტერვიუში როჯერს ჰკითხეს, ჩაატარებდა თუ არა იგი ”კედლის” კიდევ ერთ წარმოდგენას. პასუხი იყო ასეთი: „კი, თუკი ნამდვილი კედელი დაინგრევა“. რამდენიმე თვის შემდეგ კედელი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას ორ ნაწილად ყოფდა, დაინგრა.
შოუს დაესწრო 350.000 ადამიანი. 52 ქვეყანა კონცერტს პირდაპირ ტელეეთერში გადასცემდა.
თავდაპირველად უოტერსს სურდა სხვა ცნობილი მუსიკოსების მოწვევა, რომელთა შორის იქნებოდნენ პიტერ გებრიელი, როდ სტიუარტი, ჯო კოკერი, ბრიუს სპრინგსტინი და ერიკ კლეპტონი. მაგრამ ყველამ უარი თქვა ამ ინიციატივაზე (მიუხედავად კონცერტის საქველმოქმედო ხასიათისა). 1989 წლის ინტერვიუში როჯერი აღნიშნავდა - ”მე დევიდსაც (გილმორს) კი მივცემდი დაკვრის საშუალებას”. დევიდ გილმორმა ასეთი პასუხი გასცა ამ განცხადებას - ”ჩვენ მოგვცეს ამის უფლება, მაგრამ ჯერ არ დაგვეკონტაქტნენ”. თუმცა, უოტერსმა საერთოდ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მას არ ჰქონია პინკ ფლოიდის დარჩენილ ნაწილთან არავითარი კავშირი.
საბოლოოდ კონცერტში მონაწილეობაზე დათანხმდნენ უტე ლემპერი, ჰუტერსი, ვენ მორისონი, შინეიდ ო’კონორი, სინდი ლოუპერი, მერიან ფეითფული, ჯგუფი სკორპიონსი, ჯონი მიტჩელი, მსახიობი ჯერი ჰოლი, პოლ კერაკი, ტიმ კერი, ტომას დოლბი და ბრაიან ადამსი.
სიმღერების შესრულება განსხვავდება პინკ ფლოიდის ალბომისგან The Wall. უპირველეს ყოვლისა, სიმღერებში Mother და Another Brick in the Wall (ნაწილი II) გიტარის უფრო ვრცელი სოლოების მოსმენაა შესაძლებელი. Comfortably Numb-ში სრულდება ორმაგი, ხანგრძლივი სოლო გიტარაზე. არ სრულდება The Show Must Go On. პროგრამაში შეტანილია The Last Few Bricks, რომელიც სრულდებოდა პინკ ფლოიდის 1980-1981 წლის კონცერტებზე. სასამართლოს სცენის (The Trial) დროს სხვადასხვა მსახიობი და მუსიკოსი თავად ასრულებს მოქმედი პირების როლებს.
ჩანაწერი
რედაქტირებაThe Wall Live in Berlin | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
10 სექტემბერი 1990 23 ივნისი 2003 (ხელახალი გამოცემა) | |||
ჩაიწერა | 21 ივლისი, 1990 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 110:19 | |||
ლეიბლი | Mercury Records | |||
პროდიუსერი | ნიკ გრიფითსი, როჯერ უოტერსი | |||
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
ალბომის ყდა, 2003 წლის გამოცემა SACD დისკზე | ||||
სინგლები ალბომიდან The Wall – Live in Berlin | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
The Wall: Live in Berlin გამოიცა ორმაგი CD-სა და ფილმის სახით. DVD ვერსია გამოიცემოდა სხვადასხვა წლებში, დამატებითი ვიდეომასალის თანხლებით.
სიმღერების სია
რედაქტირებადისკი 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
1. | „Hey You“ | როჯერ უოტერსი და პოლ კერაკი | 5:02 |
2. | „Is There Anybody Out There?“ | ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი; კლასიკური გიტარები - რიკ დი-ფონზო და სნოუი უაიტი | 3:01 |
3. | „Nobody Home“ | როჯერ უოტერსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, სოლო გიტარაზე - სნოუი უაიტი | 4:45 |
4. | „Vera“ | როჯერ უოტერსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი | 1:11 |
5. | „Bring the Boys Back Home“ | ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი და გერმანიაში საბჭოთა არმიის ძალები | 2:40 |
6. | „Comfortably Numb“ | ვენ მორისონი, როჯერ უოტერსი და The Band და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, სოლო გიტარაზე - რიკ დი-ფონზო და სნოუი უაიტი | 8:02 |
7. | „In the Flesh“ | როჯერ უოტერსი , სკორპიონსი , ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი | 5:10 |
8. | „Run Like Hell“ | როჯერ უოტერსი , სკორპიონსი | 4:51 |
9. | „Waiting for the Worms“ | როჯერ უოტერსი , სკორპიონსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი | 4:09 |
10. | „Stop“ | როჯერ უოტერსი | 0:23 |
11. | „The Trial“ (პერსონაჟები: ტიმ კერი - ბრალმდებელი; ტომას დოლბი - მასწავლებელი; უტე ლემპერი - ცოლი; მერიან ფეითფული - დედა; ალბერტ ფინი - მოსამართლე) | ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. | 5:52 |
12. | „The Tide is Turning (After Live Aid)“ | ყველა შემსრულებელი (მთავარი ვოკალი - როჯერ უოტერსი , ჯონი მიტჩელი, სინდი ლოუპერი, ბრაიან ადამსი, ვენ მორისონი და პოლ კერაკი.) და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. | 7:21 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[2] ვიდეო |
პლატინა | 15 000^ |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[3] ვიდეო |
ოქრო | 25 000* |
კანადა (Music Canada)[4] ალბომი |
2× პლატინა | 200 000^ |
კანადა (Music Canada)[5] ვიდეო |
პლატინა | 10 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[6] ვიდეო |
ოქრო | 3 000x |
აშშ (RIAA)[7] ვიდეო |
პლატინა | 100 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Allmusic review.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2006 DVDs. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Brazilian video certifications – Roger Waters – The Wall – Live in Berlin პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – Roger Waters – The Wall – Live in Berlin. Music Canada.
- ↑ Canadian video certifications – Roger Waters – The Wall – Live in Berlin. Music Canada.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Roger Waters; 'The Wall: Live in Berlin'). Hung Medien.
- ↑ American video certifications – Roger Waters – The Wall – Live in Berlin. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Video Longform, და ბოლოს - SEARCH