The Tide Is Turning
„The Tide Is Turning (After Live Aid)“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Radio K.A.O.S.. იგი გამოვიდა 1987 წელს. სინგლს ასევე თან ახლავს ორი სიმღერა, „Money“ (პოლ კერაკის ვოკალით) და „Get Back To Radio“ (დემო-ვერსია.)
„The Tide Is Turning“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — როჯერ უოტერსი | ||||
ალბომიდან Radio K.A.O.S. | ||||
B-მხარე |
Money Get Back To Radio (დემო) | |||
გამოსვლის თარიღი |
11 მაისი 1987 6 ივნისი 1987 | |||
ჩაიწერა | 1986 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:43 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Columbia/CBS Records (ინგლისი) EMI (ინგლისი) | |||
პროდიუსერი |
როჯერ უოტერსი ნიკ გრიფითსი | |||
როჯერ უოტერსი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ისტორია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ 1985 წელს როჯერ უოტერსმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო მარათონში Live Aid, იგი არავინ მიიწვია. ამან სიმღერის შექმნაზე უფრო მეტი გავლენა იქონია.
სიმღერას ალბომზე წინ ახლავს კომპოზიცია „Four Minutes“, სადაც ალბომის Radio K.A.O.S. მთავარი გმირი, ბილი განასახიერებს ბირთვულ კატასტროფას. ამ მხრივ, „The Tide Is Turning“ არის ალბომის პოზიტიური დასასრული.
1990 წელს ბერლინის შოუზე The Wall – Live in Berlin სიმღერა შესრულდა ჯონი მიტჩელთან, ბრაიან ადამსთან, ვენ მორისონთან, პოლ კერაკთან და სხვა მონაწილეებთან ერთად.
სინგლში აგრეთვე შეტანილია პინკ ფლოიდის სიმღერის „Money“ განსხვავებული ვერსია, შესრულებული სტუდიაში, პოლ კერაკის ვოკალის დამატებით. აგრეთვე დისკზე ჩაწერილია „Get Back To Radio“ - დემო-ჩანაწერი, რომლის დასრულებული ვერსია არ არსებობს.
სიმღერების სია
რედაქტირებაბრიტანული 7" სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Tide Is Turning“ | 5:43 |
2. | „Money (საკონცერტო)“ | 8:41 |
ბრიტანული CD / 12" სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Tide Is Turning“ | 5:43 |
2. | „Money (საკონცერტო)“ | 8:41 |
3. | „Get Back to Radio (დემო)“ | 4:46 |
ავსტრალიური 7" სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Tide Is Turning“ | 5:43 |
2. | „The Powers That Be“ | 4:36 |