საკონცერტო ალბომი

საკონცერტო ალბომი — მუსიკალური ალბომი, რომელიც შედგება ამა თუ იმ მუსიკოსის, ორკესტრის ან ჯგუფის საკონცერტო გამოსვლების ჩანაწერებისგან. გარდა ამ ნიშნისა, სტუდიური ალბომისგან მას განასხვავებს საკონცერტო ატმოსფეროს გადმოცემა, რაშიც ხელს უწყობს მაყურებლის ხმაურის თანმხლები ჩანაწერიც.

საკონცერტო ალბომების მიზანია საკონცერტო შესრულების, ატმოსფეროს გადმოცემა. ასეთი ჩანაწერების უმეტესობა მზადდება უფრო ხშირად პირდაპირ ხმის მარეგულირებელი ტექნიკიდან მიღებული ჩანაწერით, ვიდრე მაყურებლებს შორის მოთავსებული მიკროფონებით. ჩაწერის შემდეგ, ხშირად ხდება ასეთი ჩანაწერების სტუდიაში დამუშავება და ხოლმე — დამატებითი ინსტრუმენტების ჩაწერაც, თუმცა ძირითადად, ყოველთვის ცდილობენ, ჩანაწერს შეუნარჩუნონ საკონცერტო განწყობა.

ხანდახან საკონცერტო ალბომებზე (რომლებსაც ასევე live-ალბომებს უწოდებენ) წარმოდგენილია ისეთი საკონცერტო შესრულებები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ კონცერტებზე დაკრულ სიმღერებს.

ხშირია არალეგალური საკონცერტო ჩანაწერების ტირაჟირება, ბუტლეგის სახით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება