What Shall We Do Now?
„What Shall We Do Now?“ (სამუშაო სახელწოდება — „Backs to The Wall“) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც სრულდებოდა ტურნეს The Wall კონცერტებზე. იგი თავდაპირველად უნდა შესულიყო ალბომში The Wall და წარმოდგენილია მის დემო-ჩანაწერებში, მაგრამ გრამფირფიტის საერთო ხანგრძლივობის შეზღუდვების გამო ამოიღეს.[1] მისი ადგილი დაიკავა „Empty Spaces“-მა, რომელიც უერთდება „Young Lust“-ს.
„What Shall We Do Now?“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 | ||||
გამოსვლის თარიღი | 18 აპრილი 2000 | |||
ჩაიწერა | 1978–1979, 14 ივნისი 1981 (საკონცერტო) | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა | 1:40 | |||
ავტორი | როჯერ უოტერსი | |||
Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 - სიმღერები | ||||
|
კომპოზიციის სტუდიური ვერსია ჟღერს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, „Young Lust“-ის წინ[1]. ოფიციალური საკონცერტო ჩანაწერი სრულდებოდა ჯგუფის კონცერტებზე და შეტანილია ალბომში Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81[1]. როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეს The Wall Live ჩანაწერები შესულია ვიდეოში და ალბომში Roger Waters: The Wall. იგი აგრეთვე შესრულდა უოტერსის 1990 წლის კონცერტზე, ბერლინში – წამყვან ვოკალს ამ სიმღერაში და „Young Lust“-ში ბრაიან ადამსი ასრულებდა.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მენინგი, ტობი (2006). "Soundtracks, Compilations & Bootlegs", The Rough Guide to Pink Floyd, 1st, ლონდონი: Rough Guides, გვ. 227. ISBN 1-84353-575-0.