Roger Waters: The Wall — 2014 წლის ბრიტანული საკონცერტო ფილმი, რომლის რეჟისორები არიან როჯერ უოტერსი და შონ ევანზი. მასში ასახულია უოტერსის მსოფლიო საკონცერტო ტურნე The Wall Live. ფილმის პრემიერა გაიმართა 2014 წლის ტორონტოს კინოფესტივალის ფარგლებში [1] და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.[2]

„Roger Waters: The Wall“
რეჟისორი როჯერ უოტერსი
შონ ევანზი
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
სცენარის ავტორი როჯერ უოტერსი
გამოსვლის თარიღი
  • 6 სექტემბერი, 2014 (2014-09-06) (TIFF)
  • 29 სექტემბერი, 2015 (2015-09-29) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ფრანგული
ესპანური

ფილმის მასალების გადაღება მიმდინარეობდა 2010-2013 წლებში. 2015 წლის 29 სექტემბერს იგი მსოფლიოს კინოთეატრებში მხოლოდ ერთი დღით გამოვიდა. გამოსვლას აგრეთვე ახლდა სპეციალური დამატებითი ჩანაწერი, რომელშიც როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი პასუხობენ მოყვარულთა მიერ გამოგზავნილ კითხვებს.

2015 წლის 20 ნოემბერს Roger Waters: The Wall გამოვიდა ალბომის (ციფრული, CD, გრამფირფიტა) და ვიდეოფორმატებში (DVD, Blu-Ray, ციფრული).

კონცეფცია

რედაქტირება

ფილმში შეტანილია საკონცერტო კადრები, გადაღებული 2010-2013 წლებში. შუალედებში წარმოდგენილია როჯერ უოტერსის მოგზაურობა I და II მსოფლიო ომებში დაღუპული ბაბუისა და მამის საფლავებზე. კადრების ნაწილი პირდაპირ კავშირშია კონცერტზე გაჟღერებულ შემდეგ სიმღერასთან.

ფილმში არ არის შეტანილი „Mother“-ის ერთ-ერთი სოლო, „Another Brick in the Wall, Part 2“-ს ვრცელი სოლო და „Is There Anybody Out There?“-ის რეპრიზა „Bring the Boys Back Home“-ის ბოლოს. ფილმისთვის დაიწერა მუსიკალური ფრაგმენტები, რომლებიც ჟღერს საკონცერტო სიმღერებს შორის.

ფილმის დასასრულს ტიტრების დროს ნაჩვენებია სხვადასხვა ომში დაღუპული ადამიანები, მათ შორის — 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, 1989 წელს ქ. ფოთში დაბადებული შალვა გაბუნია.

ფილმი იწყება კონცერტის დასრულების კადრით და როჯერის ფრაზით „...we came in“ ორიგინალური ალბომიდან The Wall. შემდეგ გრძელდება როჯერ უოტერსის სტუმრობით მისი ერთ-ერთი ბაბუის საფლავზე (რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა). იგი იღებს საყვირს და უკრავს „In the Flesh?“-ის შესავალს, რასაც მოჰყვება გიგანტური სამხედრო თვითმფრინავის გადაფრენა და „In the Flesh?“-ის დაწყება.

„The Thin Ice“-ის შესრულებისას პროექციების სახით ნაჩვენებია სამხედრო კონფლიქტებში დაღუპულები. მათ შორის არის ერიკ ფლეტჩერ უოტერსიც, როჯერის მამა.

„Another Brick In The Wall (Part 1)“-ის დროს ნაჩვენებია მანქანით მოგზაური როჯერის კადრები. იგი ჩერდება და აცრემლებული კითხულობს წერილს, რომელიც მისმა ოჯახმა ოფიციალურად მიიღო სამხედრო ნაწილიდან - მამის დაღუპვის შესახებ. სხვადასხვა ქალაქებში გადაღებული „Another Brick In The Wall (Part 2)“ მიჰყვება „The Happiest Days Of Our Lives“-ს. სიმღერის მიწურულს გაისმის სროლები და სცენაზე ჩერდება ვაგონები. შემდეგ სრულდება „The Ballad of Jean Charles de Menezes“.

„Mother“-ის წინ ავტორი მსმენელებს უამბობს, რომ პინკ ფლოიდის The Wall-ის კონცერტების სერიის ფარგლებში შესრულებული ამ სიმღერის კადრებსაც უჩვენებს. მეორე როჯერი, ნაჩვენები კედელზე, მისი თქმით, არის „საბრალო და არანორმალური“. ორ ხმაში შესრულებულ ამ ნომერს მოჰყვება კადრები, რომლებიც ასახავენ მუსიკოსის მოგზაურობას დიდი ბაბუის, ჯორჯ ჰენრის საფლავზე - შვილებთან, ჰარისთან და ინდიასთან, აგრეთვე ჯეკთან ერთად.

მეგობარ ვილასთან ერთად მოგზაურობას კვლავ ენაცვლება საკონცერტო კადრები. „Goodbye Blue Sky“-ს დროს სამხედრო თვითმფრინავი ჰაერიდან ყრის სხვადასხვა რელიგიურ და კორპორატიულ სიმბოლოს, როგორიც არის დავითის ვარსკვლავი ან Shell-ის ლოგოტიპი. კედელი ივსება წითელი ფერით და იქცევა სისხლის ზღვად. „Empty Spaces“-ში მაყურებლები დგანან „შეშინებულთა“ ნიღბებით, სცენაზე კი ჯერალდ სკარფის ანიმაციური ყვავილები, გაცოცხლებულები კომპიუტერული გრაფიკით, მიემართებიან ერთმანეთისკენ კედლის ორი მხრიდან. „What Shall We Do Now?“-ში სკარფის მიერ შექმნილი ანიმაციური სეგმენტი მთელ კედელზე იშლება. „Young Lust“-ის და „One of My Turns“-ის შემდეგ უოტერსი სცენაზე მარტოა, კედლის წინ. სიმღერის დასასრულს სცენა მწვანე ფერით ივსება და მოქმედება კვლავ ვილას და როჯერის საუბარზე გადადის, რის შემდეგაც „Another Brick in the Wall, Part 3“-ის დასაწყისში კედელი იმსხვრევა, ტელეარხების გადართვით. ტექნიკური პერსონალი „The Last Few Bricks“-ის დროს ასრულებს კედლის მშენებლობას და როჯერს ერთადერთ ცარიელ ადგილს უტოვებს, საიდანაც უკანასკნელი მსმენელს „Goodbye Cruel World“-ის დროს ემშვიდობება.

ორ განყოფილებას შორის შესვენებისას კვლავ ჩნდება როჯერის მოგზაურობის კადრები. იგი ბარში ზის. ძველი უნგრელი მეგობარი ომის პერიოდის ამბავს უამბობს. ჩაფიქრებული უოტერსის კადრს მოჰყვება „Hey You“, რომელსაც მსმენელის წინაშე კედლის მიღმა ასრულებენ. „Is There Anybody Out There?“-ის შემდეგ „Nobody Home“ ჟღერს, რომლის დროს უოტერსი კედელში დამონტაჟებულ ოთახში ჩნდება, ტელევიზორის წინ ჩამომჯდარი.

„Vera“-ს ახლავს კადრი ომიდან შინ დაბრუნებული სამხედროთი, რომელსაც აცრემლებული შვილი ხვდება. „Bring the Boys Back Home“-ის დროს კედელს ავსებს დუაიტ ეიზენჰაუერის ცნობილი ციტატა ომის შესახებ -

ყოველი ზარბაზანი, რომელიც მზადდება; ყოველი გაშვებული სამხედრო გემი; ყოველი რაკეტა საბოლოოდ ნიშნავს მათ გაძარცვას, ვინც მშიერია და არ არის მაძღარი, ვინც იყინება და სამოსი არ აქვს.

ფილმში არ არის შეტანილი „Is There Anybody Out There?“-ის რეპრიზა. მის სანაცვლოდ აჩვენებენ როჯერს, რომელიც ანციოს სანაპიროზე გადის და შორს მიმავალ გემს ხედავს. ეს კადრი გადაიზრდება სხვა სცენაში და „Comfortably Numb“-ის შესრულებაში. სვეტებით შევსებული კედლის ფონზე სრულდება „The Show Must Go On“, შემდეგ კი - „In the Flesh“, რომლის ფინალში როჯერი ავტომატს იღებს და მაყურებლებს „ესვრის“.

„Run Like Hell“-ის დროს ნაჩვენებია კადრები ჟურნალისტებით, რომლებიც სამხედროებმა ტერორისტებად ჩათვალეს. „Waiting for the Worms“-ს და „Stop“-ს მოჰყვება სასამართლოს სცენა„ The Trial“ - ყველა სიმღერას სკარფის ანიმაციური ნამუშევრის ფონზე თავად უოტერსი ასრულებს. ფინალში როჯერი მამის მემორიალთან მიდის, სადაც „Outside the Wall“-ის პირველ ნოტებს უკრავს. მოქმედება ბრუნდება სცენაზე, სადაც სიმღერას საკონცერტო ბენდის სრული შემადგენლობა ასრულებს. ფილმის უკანასკნელი ფრაზაა „Isn't this where...“, რომელიც უერთდება დასაწყისში გაჟღერებულ „...we came in“-ს - ისევე, როგორც The Wall-ში.

ლიამ ნისონი და The Simple Facts

რედაქტირება

კინოთეატრებში ნაჩვენებ ვერსიას წინ ახლდა მსახიობ ლიამ ნისონის მონაწილეობით ჩაწერილი წინასიტყვაობა. ამ მოკლე ვიდეოში იგი მაყურებელს წარუდგენს ფილმს და უამბობს საკუთარი გამოცდილების შესახებ, კერძოდ - ახალგაზრდულ წლებზე, როდესაც The Wall ახალი გამოსული იყო და პინკ ფლოიდი კონცერტების სერიით მოგზაურობდა. იგი იხსენებს, თუ როგორ იყო გაოგნებული, რომ პინკის პერსონაჟი მის პიროვნებას ახსენებდა.

მეორე დამატება, რომელიც ფილმს მოჰყვა, დაბოლოების სახით იყო ნაჩვენები. სახელწოდებით „The Simple Facts“ შედგენილი ეს ვიდეო შეიცავს როჯერის და ნიკ მეისონისადმი დასმულ კითხვებს, რომლებიც მსმემელებმა ფილმის გამოსვლამდე გამოუგზავნეს. კითხვარი გაჯერებულია იუმორით, რომელსაც ნიკი და როჯერი იშველიებენ კითხვებზე პასუხის გაცემისას. ეს ვიდეო შევიდა დამატების სახით სპეციალურ გამოცემაშიც.

გამოცემა

რედაქტირება

2015 წლის 18 ნოემბერს ფილმი გამოვიდა სტანდარტული DVD და Blu-ray, აგრეთვე სპეციალური Blu-ray გამოცემების სახით.

სპეციალური გამოცემა

რედაქტირება

2016 წლის გაზაფხულზე შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა სპეციალური ბოქს-სეტები. მათში შეტანილია თავად აუდიო ალბომი, Blu-ray, გრამფირფიტები, და სხვადასხვა გრაფიკული მასალა. დამატებით მასალას შორის არის:

  • სწრაფი კადრები
  • სტუმრობა ფრენკ ტომპსონთან
  • მგზავრობა
  • Facebook-ის ვიდეოები (ვიდეოები ტურნედან, რომლებსაც როჯერის Facebook-გვერდი დროდადრო აქვეყნებდა)
  • „Comfortably Numb“ - ჩაწერილია 2011 წელს O2-ში, დევიდ გილმორის მონაწილეობით
  • „Outside the Wall“ - ჩაწერილია 2011 წელს O2-ში, დევიდ გილმორის და ნიკ მეისონის მონაწილეობით
  • „Genuine Love – The Story Of Roger Waters The Wall Live“ (დოკუმენტური ფილმი ტურნეს მომზადების შესახებ, არ არის შეტანილი სხვა გამოცემებში)
  • „The Simple Facts“ (კითხვები და პასუხები ნიკ მეისონისგან და როჯერ უოტერსისგან, ნაჩვენები მხოლოდ კინოთეატრებში, არ არის შეტანილი სხვა გამოცემებში)
  • Os Gemeos-ის მხატვრების მუშაობის სწრაფი კადრები

სპეციალური საუნდტრეკი

რედაქტირება

2016 წლის სპეციალური გამოცემის ყველა მყიდველს აგრეთვე საშუალება ჰქონდა, ჩამოეტვირთა ფილმისთვის დაწერილი სპეციალური ინსტრუმენტული კომპოზიციები, რომლებიც ძირითად კომპოზიციებს შორის ჟღერს:

  1. Missing Presumed Dead - 2:21
  2. On the Road - 2:32
  3. Finding George Henry - 0:40
  4. Finding George Henry Cont'd - 1:09
  5. Saying Goodbye - 2:47
  6. Struck by Lightning - 3:26
  7. Refugee Flashback - 1:26
  8. One for the Road - 3:59
  9. The End of the Road - 3:28

სიმღერების სია

რედაქტირება

(აგრეთვე მითითებულია DVD-ის და Blu-ray-ს თავები)

  1. Missing Presumed Dead
  2. On the Road
  3. In the Flesh?
  4. The Thin Ice
  5. Another Brick in the Wall (Part 1)
  6. The Happiest Days of Our Lives
  7. Another Brick in the Wall (Part 2)
  8. The Ballad of Jean Charles de Menezes
  9. Mother
  10. Finding George Henry
  11. Goodbye Blue Sky
  12. Empty Spaces
  13. What Shall We Do Now?
  14. Young Lust
  15. One of My Turns
  16. Don't Leave Me Now
  17. Struck By Lightning
  18. Refugee Flashback
  19. Another Brick in the Wall (Part 3)
  20. The Last Few Bricks
  21. Goodbye Cruel World
  22. One For The Road
  23. Hey You
  24. Is There Anybody Out There?
  25. Nobody Home
  26. ...Ever
  27. Vera
  28. Bring the Boys Back Home
  29. Anzio Beach
  30. Comfortably Numb
  31. The Show Must Go On
  32. In the Flesh
  33. Run Like Hell
  34. Waiting for the Worms
  35. Stop
  36. The Trial
  37. The End Of The Road
  38. Outside the Wall
  39. Credits

საუნდტრეკი

რედაქტირება
Roger Waters: The Wall
 
საკონცერტო ალბომი
როჯერ უოტერსი
გამოცემის თარიღი 20 ნოემბერი, 2015 (2015-11-20)
ჩაიწერა 2010–2013
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 120:43
ლეიბლი Legacy Records
პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია
In the Flesh – Live
(2000)
Roger Waters: The Wall
(2015)
Roger Waters: Us + Them
(2020)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic     [3]

ფილმის საუნდტრეკი გამოვიდა 2015 წლის 20 ნოემბერს.

სიმღერების სია

რედაქტირება

2 CD-ანი ვერსია

რედაქტირება
დისკი 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„In the Flesh?“4:16
2.„The Thin Ice“2:48
3.„Another Brick in the Wall (Part 1)“4:09
4.„The Happiest Days of Our Lives“1:26
5.„Another Brick in the Wall (Part 2)“3:46
6.„The Ballad of Jean Charles de Menezes“2:55
7.„Mother“6:45
8.„Goodbye Blue Sky“3:40
9.„Empty Spaces“2:47
10.„What Shall We Do Now?“1:31
11.„Young Lust“4:03
12.„One of My Turns“3:26
13.„Don't Leave Me Now“4:13
14.„Another Brick in the Wall (Part 3)“1:23
15.„The Last Few Bricks“3:15
16.„Goodbye Cruel World“1:35
დისკი 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Hey You“4:43
2.„Is There Anybody Out There?“2:42
3.„Nobody Home“3:44
4.„Vera“1:09
5.„Bring the Boys Back Home“1:55
6.„Comfortably Numb“7:35
7.„The Show Must Go On“2:32
8.„In the Flesh“4:43
9.„Run Like Hell“6:28
10.„Waiting for the Worms“4:01
11.„Stop“0:31
12.„The Trial“6:31
13.„Outside the Wall“4:32

3 გრამფირფიტიანი ვერსია

რედაქტირება
დისკი 1
დისკი 2
დისკი 3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Toronto Film Festival Completes Lineup. Variety. ციტირების თარიღი: 20 August 2014.
  2. Roger Waters The Wall Movie Review – World Premiere. T Mak World. ციტირების თარიღი: 8 September 2014.
  3. https://www.allmusic.com/album/mw0002889534