დავითის ვარსკვლავი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დავითის ვარსკვლავი (ებრ. מָגֵן דָּוִדმაგენ დავიდ, „დავითის ფარი“; იდიშში გამოითქმის როგორც მოგენდოვიდი) — ექვსკუთხა ვარსკვლავის, ჰექსაგრამის ფორმის ემბლემა, სადაც ორი ტოლგვერდა სამკუთხედი ერთმანეთზეა.

დავითის ვარსკვლავი

დავითის ვარსკვლავი გამოსახულია ისრაელის დროშაზე და არის მისი ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო.

ლეგენდის თანახმად, ეს სიმბოლო გამოსახული იყო მეფე დავითის მეომრების ფარებზე, მისი მეორე ვარიანტი პენტაგრამა (ხუთკუთხა ვარსკვლავი), ცნობილია „სოლომონის ბეჭდის სახელით“, თუმცა ამ პენტაგრამების კავშირი მეფე სოლომონის სახელთან (ისევე როგორც ჰექსაგრამის — მეფე დავითთან) დამტკიცებული არ არის და ითვლება შუასაუკუნეების ერთ-ერთ ლეგენდად.