რიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო[1] — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და აგლომერაცია სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ[2][3] იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში.[4] ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს“ (პორტ. cariocas) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს“ (Cidade Maravilhosa).
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
რიო-დე-ჟანეირო Município do Rio de Janeiro | |||||
| |||||
ქვეყანა | ბრაზილია | ||||
რეგიონი | სამხრეთ-აღმოსავლეთი | ||||
შტატი | რიო-დე-ჟანეირო | ||||
შიდა დაყოფა | კოპაკაბანა და South Zone of Rio de Janeiro | ||||
კოორდინატები | 22°54′30″ ს. გ. 43°11′47″ დ. გ. / 22.90833° ს. გ. 43.19639° დ. გ. | ||||
მერი | ედუარდუ პაესი | ||||
დაარსდა | 1 მარტი, 1565 წ. | ||||
პირველი ხსენება | 1502 | ||||
ფართობი | 1 260 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 — 1 021 მ | ||||
მოსახლეობა | 6 323 037 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4 781 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 12 387 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3, ზაფხულში UTC-2 | ||||
სატელეფონო კოდი | +55 21 | ||||
საფოსტო ინდექსი | 20000-000 | ||||
საავტომობილო კოდი | RJ | ||||
ოფიციალური საიტი | rio.rj.gov.br | ||||
თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო, ჯერ პორტუგალიიის კოლონიურ ხანაში, 1763—1815 წლებში, 1815—1821 წლებში პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, 1822—1960 წლებში კი დამოუკიდებელი ბრაზილიის დედაქალაქი. 1960 წელს დედაქალაქის სტატუსი ახლად აშენებულ ქალაქ ბრაზილიას გადაეცა.
რიო-დე-ჟანეიროს მშპ მეორე უდიდესია ქვეყანაში,[5] 30-ე მსოფლიოში (2008)[6] და დაახლოებით R$ 343 მლრდ-ს შეადგენს. ქალაქში განთავსებულია ბრაზილიის ორი უმსხვილესი კომპანიის Petrobras-სა და Vale-ს სათავო ოფისები, ისევე როგორც სხვა ბრაზილური ნავთობკომპანიებისა და სატელეფონო კომპანიების ოფისები. გარდა ამისა, რიოში ფუნქციონირებს ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი, მედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კონგლომერატი — გლობო. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი და ინსტიტუტია და წარმოადგენს ბრაზილიის მეორე უდიდეს კვლევით ცენტრს; 2005 წლის მონაცემებით, ქვეყნის სამეცნიერო პროდუქციის 17% რიოში იწარმოება.[7]
რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს ღონისძიება სამხრეთ ამერიკის ქალაქში ჩატარდება.[8] ასევე, მარაკანას სტადიონი უმასპინძლებს 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს.[9]
გეოგრაფია
რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის ატლანტიკური სანაპიროს წვრილ, გამოშვერილ ზოლზე მდებარეობს, სამხრეთი ტროპიკის დასასრულ ხაზზე, სადაც სანაპირო ზოლი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიემართება. სამხრეთისკენ მომზირალი ქალაქი ხმელეთის ამ ყელის შიგნით მდებარე გუანაბარის უბეზე დაარსდა, რომლის შესასვლელშიც შაქრისთავა მთა მდებარეობს.[10]
ცენტრი, რიოს გული, გაშენებულია ვაკეზე, გუანაბარის უბის დასავლეთ ნაპირზე. ქალაქის დიდი ნაწილი, რომელსაც ზოგადად ჩრდილოეთ ზონას უწოდებენ, ჩრდილო-დასავლეთით, ზღვიური და კონტინენტური დანალექებისგან შემდგარ ვაკეებსა და ბორცვებზე, ასევე რამდენიმე კლდოვან მთაზე იშლება. ქალაქის სამხრეთი ზონა, რომელიც ღია ზღვაზე გადის, სანაპირო მთების წყალობით ცენტრისა და სამხრეთ ზონისგან მოწყვეტილია. ეს მთები ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სერა-დუ-მარის მთათა სისტემის ნაწილია, რომელიც უძველეს გნაის-გრანიტის მთათა ჯაჭვს წარმოადგენს და აყალიბებს ბრაზილიის მთიანეთის სამხრეთ კალთებს. ფართო დასავლეთი ზონა, რომელიც მთიანი რელიეფის წყალობით ასევე მოწყვეტილია, მისაწვდომი გახდა XX საუკუნის დასასრულს გაყვანილი ახალი გზებისა და გვირაბების წყალობით.[11]
კლიმატი
რიოს კლიმატი ტროპიკული სავანის ტიპისაა, რომელიც კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით მჭიდროდ ესაზღვრება ტროპიკულ მუსონურ კლიმატს და ხასიათდება ხანგრძლივი წვიმიანი პერიოდით დეკემბრიდან მარტამდე.[12] ქალაქის შიდა ნაწილში, ზაფხულის ტემპერატურა 40 °C (104 °F)-ს ზემოთაა, თუმცა ეს იშვიათად და თვეების საშუალო ტემპერატურა 27 °C (81 °F)-ია.
სანაპიროს გასწვრივ, ერთმანეთის მონაცვლეობით ქრის ბრიზები, ხან სანაპიროდან და ხანაც სანაპიროს მიმართულებით, რაც ტემპერატურას ზომიერს ხდის. თავის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში, ქალაქში ხშირად აღწევს ანტარქტიდიდან წამოსული ჰაერის ცივი მასები, რაც ამინდის ხშირ ცვალებადობას განაპირობებს. ზაფხულობით განსაკუთრებით ხშირია კოკისპირული წვიმები, რომლებიც კატასტროფულ დატბორვებსა და მეწყერებს იწვევს. მთიან არეალებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რადგან ეს მთები ატლანტის ოკეანიდან წამოსული ტენიანი ქარებისთვის ბარიერს წარმოადგენს.[13]
როგორც ამბობენ, წარსულში ქალაქში თრთვილიც შეიმჩნეოდა ხოლმე, მაგრამ ეს ფაქტი დადასტურებული არაა. რიო–დე–ჟანეიროს შტატის ზოგიერთ არეალში იშვიათად თოვლის ხორხოშელა და ყინულის ბურთები შეიმჩნევა. ეს ფენომენი რეგიონისთვის მართლაც იშვიათობაა და რიოს მეტროპოლიურ არეალში XXI საუკუნეში ჯერ მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.[14] როგორც ვარაუდობენ, ეს ფაქტი მხოლოდ ორ ათწლეულში ერთხელ ხდება. სხვა არეალებში, საუკუნეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ ფიქსირდება ნამდვილი თოვა, უფრო ხშირად ქალაქ რეზენდისა და იტატიაიაში (უფრო ქვემო განედზე, ვიდრე რიო, მაგრამ ზღვის დონიდან უფრო მაღლა).[15] ეს ქალაქები ქვეყანაში ყველაზე ცივი ადგილებია.
დაახლოებით იმავე გარეუბანში, სადაც 2012 წლის მარტში ყინულის ბურთები მოვიდა (granizo), უფრო ადრე, 2011 წლის იანვარში ტორნადოს მსგავსი ფენომენი დაფიქსირდა, პირველად რეგიონის ისტორიაში, რამაც ელექტორსისტემის ავარია გამოიწვია, მაგრამ არა სხვა ფატალური შედეგები..[16][17] მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ბრაზილიას, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონს აფრთხილებს, რომ ისეთი კატასტროფები, როგორიც იყო რიო–დე–ჟანეიროს 2011 წლის დატბორვები და მეწყერები, იზოლირებული ფენომენები არაა და მომდევნო წლებში ბრაზილია ცუდი ამინდებისთვის მზად უნდა იყოს. „ეს არ იყო იზოლირებული მოვლენა. ბრაზილიაში მომხდარი ეს მოვლენა ადასტურებს მსოფლიო ტენდენციას, რომ შტორმები თანდათან გაძლიერდება და ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე ის არ ფიქსირდებოდა იგივე სიძლიერის იქნება“ — აღნიშნა პუპაკუმარ კოლიმ — მსოფლიო კლიმატოლოგიის ორგანიზაციის ექსპერტმა კლიმატოლოგიური ფენომენების დარგში.[17]
საშუალო წლიური მინიმალური ტემპერატურაა 21 °C (70 °F), საშუალო წლიური მაქსიმუმი 27 °C (81 °F), ზოგადად საშუალო წლიური კი 23 °C (73 °F). ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1 175 მმ-ს შეადგენს. INMET-ის მონაცემების თანახმად, მინიმალური ტემპერატურა 4,8 °C (41 °F) 1928 წლის ივლისში დაფიქსირდა კამპუ-სუს-აფონსოს გარეუბანში, აბსოლუტური მაქსიმუმი 44 °C (111 °F) კი იმავე წლის თებერვალში. XXI საუკუნის მანძლზე, ყველაზე დაბალი ტემპერატურა 8,1 °C (47 °F) ვილა-მილიტარში დაფქსირდა 2011 წლის ივლისში.[18] 10 °C (50 °F)-ზე ნაკლები ტემპერატურა ქალაქისთვის იშვიათობაა. ტემპერატურა იცვლება სიმაღლის, სანაპიროდან დაშორებისა და მცენარეული საფარის ტიპების მიხედვით. ზამთარში ტემპერატურა რბილია და მოდის ნაკლები წვიმა, ვიდრე ზაფხულში.
ზღვის საშუალო წლიური ტემპერატურაა 23–24 °C (73–75 °F), ივლის-ოქტომბერში 22 °C (72 °F) და თებერვალ-მარტში 26 °C (79 °F).[19] ყველაზე ტენიანი და ყველაზე მშრალი თვეებია დეკემბერი და აგვისტო შესაბამისად.
წლიური ამინდი — რიო-დეჟანეირო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | |
საშუალო მაღალი °F | 85 | 86 | 85 | 82 | 80 | 77 | 78 | 78 | 77 | 79 | 81 | 83 | |
საშუალო დღიური °F | |||||||||||||
საშუალო დაბალი °F | 74 | 74 | 74 | 71 | 69 | 66 | 65 | 66 | 67 | 68 | 71 | 72 | |
ნალექი დუიმი | 4.5 | 4.1 | 4.1 | 5.4 | 3.4 | 3.2 | 2.2 | 2 | 3.4 | 3.5 | 3.8 | 6.7 | |
საშუალო მაღალი °C | 29.4 | 30.2 | 29.4 | 27.8 | 26.4 | 25.2 | 25.3 | 25.6 | 25.0 | 26.0 | 27.4 | 28.6 | |
საშუალო დღიური °C | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C | 23.3 | 23.5 | 23.3 | 21.9 | 20.4 | 18.7 | 18.4 | 18.9 | 19.2 | 20.2 | 21.4 | 22.4 | |
ნალექი მმ | 114.1 | 105.3 | 103.3 | 137.4 | 85.6 | 80.4 | 56.4 | 50.5 | 87.1 | 88.2 | 95.6 | 169.0 | |
წყარო: მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (გაერო),[20] ჰონგ-კონგის ობსერვატორია[21] სექტემბერი 2011 |
ქალაქის ხედი
ისტორია
გუანაბარის უბეს ევროპელები პირველად 1502 წლის 1 იანვარს მიადგნენ (აქედანაა Rio de Janeiro — „იანვრის მდინარე“). ეს იყო პორტუგალიური ექსპედიცია, პედრუ ალვარეშ კაბრალის ფლოტი, რომლის კაპიტანიც იყო მკვლევარი გაშპარ დე ლემუში ან გონსალუ კოელიო.[22] სავარაუდოდ, ამავე ექსპედიციაში პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის მოწვევით იმყოფებოდა ფლორენციელი მკვლევარი ამერიგო ვესპუჩი. ამ დროისათვის რიოს რეგიონი დასახლებული იყო ტუპის, პურის, ბოტოკუდოსა და მაშაკალის ხალხებით.[23]
1555 წელს, გუანაბარის უბის ერთ-ერთი კუნძული, რომელსაც დღეს ვილეგენონი ეწოდება, 500 ფრანგმა კოლონისტმა დაიპყრო ადმირალ ნიკოლა დურან დე ვილეგენონის მეთაურობით. ამის შემდეგ, ვილეგენონმა კუნძულზე კოლინის ციხესიმაგრე ააგო, რითაც ის საფრანგეთის ანტარქტიკული კოლონიის დაარსებას ცდილობდა.
საკუთრივ ქალაქი რიო-დე-ჟანეირო პორტუგალიელებმა 1565 წლის 1 მარტს დააარსეს და წმინდა სებასტიანის პატივსაცემად სან-სებასტიან-დე-რიო-დე-ჟანეირო (São Sebastião do Rio de Janeiro) უწოდეს. ეს წმინდანი პორტუგალიის მისივე მოსახელე მონარქ სებასტიან I-ის მფარველად ითვლებოდა. რიო-დე-ჟანეირო ამ დროს გუანაბარის უბის სახელწოდება იყო. XVIII საუკუნის ადრეულ წლებამდე, ქალაქს თავს ესხმოდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ძირითადად ფრანგი მეკობრეები, მათ შორის იყვნენ ჟან-ფრანსუა დუკლერი და რენე დუგაი ტრუენი.[24]
XVII საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ შაქრის ლერწმის ერაში, ბანდეირანტებმა მეზობელ მხარეში, მინას-ჟერაისში ოქრო და ბრილიანტები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, რიო-დე-ჟანეირო საბადოებში მოპოვებული სიმდიდრის საექსპორტოდ უფრო ხელსაყრელი პორტი გახდა, ვიდრე სალვადორი, რომელიც უფრო შორს, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ამიტომ, 1763 წელს, პორტუგალიის ამერიკის კოლონიურმა ადმინისტრაციამ სალვადორიდან რიო-დე-ჟანეიროში გადაინაცვლა. 1808 წლამდე რიო კოლონიურ დედაქალაქად რჩებოდა, როდესაც პორტუგალიის სამეფო ოჯახი და ლისაბონის დიდებულთა უმეტესი ნაწილი პორტუგალიაში ნაპოლეონის შეჭრის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროში გაიქცა. სამეფოს დედაქალაქი რიო გახდა, რომელიც ევროპის საზღვრებს მიღმა მდებარე ერთადერთ ევროპული დედაქალაქად იქცა. იმის გამო, რომ უცაბედად ჩამოსახლებული ასობით კეთილშობილისთვის დასაბინავებელი ურბანული სტრუქტურები არ არსებობდა, ქალაქის მრავალი მაცხოვრებელი უბრალოდ თავიანთ საცხოვრებლებიდან გამოასახლეს.[25] რიოში რამდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა აფრიკელი მონების ფართო ნაკადის შემოყვანას, მათ შორის 1819 წელს 145 000 მონა შემოიყვანეს. 1840 წლისთვის მონათა რიცხვმა 220 000-ს მიაღწია.[26]
როდესაც 1822 წელს პრინცმა პედრუ I-მა ბრაზილიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მან რიო-დე-ჟანეირო თავისი ახალი იმპერიის დედაქალაქად დატოვა. რიომ დედაქალაქის ფუნქციების შესრულება 1889 წლის შემდეგაც განაგრძო, როდესაც მონარქია რესპუბლიკამ ჩაანაცვლა. XX საუკუნის ადრეულ წლებამდე, ქალაქი ფართოდ იყო შემოსაზღვრული გარეუბნებით, რომლებიც დღეს ისტორიულ ბიზნეს-საქმიან ნაწილს წარმოადგენს გუანაბარის უბესთან. ამავე პერიოდში, ბოტაფოგოსა და დღეისათვის კოპაკაბანის სახელით ცნობილ რაიონებს შორის მდებარე მთების ქვეშ პირველი გვირაბის გაჭრის შემდეგ, ქალაქის მიზიდულობის ცენტრმა სამხრეთით და დასავლეთით გადაინაცვლა, რომელიც სამხრეთის ზონის (Zona Sul) სახელწოდებითაა ცნობილი. ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით გაფართოებას აადვილებდა გაერთიანება და 1905 წელს ტრამვაის ამოქმედება.[27] ბოტაფოგოს ბუნებრივი მშვენიერება, 1930-იანი წლების ამერიკის მდიდრულ სასტუმრო კოპაკაბანა-პალასთან ერთად, რიოს იმ რეპუტაციის შექმნაში დაეხმარა, რომელსაც ის დღემდე ინარჩუნებს, როგორც ბრწყინვალე პლაჟების მქონე ქალაქი (თუმცა, ბოლო დროს მისი რეპუტაცია გარკვეულწილად შელახა ფაველებში არსებულმა ძალადობამ და ნარკოვაჭრობამ[28]). დედაქალაქის ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში გადატანის გეგმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ როდესაც 1955 წელს ბრაზილიის პრეზიდენტად ჟუსელინუ კუბიჩეკი აირჩიეს, მან ახალი დედაქალაქის აშენების პირობა დადო.[29] მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ დაპირებას მხოლოდ პოლიტიკურ პიარად აღიქვამდა, დიდი დანახარჯების სანაცვლოდ 1960 წლისთვის კუბიჩეკის ხელმძღვანელობით ბრაზილიის მშენებლობა დასრულდა. ამავე წლის 21 აპრილს, ბრაზილიის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროდან ოფიციალურად იქნა გადატანილი ახლადაშენებულ ქალაქ ბრაზილიაში.
1960—1975 წლებში რიო ქალაქი-შტატი იყო და გუანაბარის შტატი ერქვა. თუმცა, 1975 წელს, ადმინისტრაციული და პოლიტიკური მიზეზებით, გამოიცა საპრეზიდენტო დეკრეტი, რომელმაც ქალაქს ფედერალური სტატუსი ჩამოაშორა და ის რიო-დე-ჟანეიროს შტატს შეურწყა — ტერიტორიას, რომელიც ქალაქს გარს ერტყმოდა და რომლის დედაქალაქიც ნიტეროი იყო. დღესაც კი, რიოს ზოგირთი მცხოვრები მუნიციპალური ავტონომიის დაბრუნებას მოითხოვს.[30][31]
ქალაქმა 2007 წელს უმასპინძლა პანამერიკულ თამაშებს და 2014 წელს უმასპინძლებს ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს. 2009 წლის 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რიო ასევე უმასპინძლებს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს; პრეტენდენტთა ფინალში მან ჩიკაგო, ტოკიო და მადრიდი დაამარცხა. რიო პირველი იქნება სამხრეთ ამერიკის ქალაქებს შორის და მეორე ლათინურ ამერიკაში (მეხიკოს შემდეგ, 1968), რომელიც ამ ღონისძიებას უმასპინძლებს.
ქალაქის რაიონები
ამჟამად რიო-დე-ჟანეირო იყოფა ისტორიულ ცენტრად (Centro); ტურისტებისათვის საყვარელ სამხრეთის ზონად (Zona Sul); საცხოვრებელ, ნაკლებად შეძლებულ ჩრდილოეთის ზონად (Zona Norte) და დასავლეთის ზონაში (Zona Oeste) შემავალ დაშორებულ პერიფერიებად და გარეუბნებად, ასევე ახლადშექმნილი რაიონია ბარა-და-ტიჟუკა.
ცენტრი
(22°54′19″ ს. გ. 43°10′37″ დ. გ. / 22.905392000° ს. გ. 43.177128000° დ. გ.)
ცენტროს ქალაქის ისტორიულ ცენტრსა და ფინანსურ ცენტრს ეძახიან. საინტერესო ძეგლებს შორისაა იმპერიული სასახლე, რომელიც კოლონიურ ხანაში ბრაზილიის პორტუგალიელ მმართველთათვის აშენდა; მრავალი ისტორიული ეკლესია, მაგალითად კანდელარია, ძველი კათედრალი და თანამედროვე სტილის რიოს საკათედრო ტაძარი. სინელანდიის მოედნის გარშემო რიოს მშვენიერი ეპოქის რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა აღმართული, მათ შორის მუნიციპალური თეატრი და ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა. რამდენიმე მუზეუმს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (Museu Nacional de Belas Artes) და ისტორიის ეროვნული მუზეუმი (Museu Histórico Nacional). ცენტრალურ რიოში სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ ატრაქციებს შორის აღსანიშნავია პასეიუ-ბუბლიკუ — XVIII საუკუნის საზოგადოებრივი ბაღი.
სამხრეთი ზონა
(22°58′27″S 43°11′58″W / 22.974199° ს. გ. 43.199444° დ. გ.)
რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთი ზონა (პორტ. Zona Sul) რამდენიმე რაიონისაგან შედგება, რომელთა შორისაცაა სან-კონრადო, ლებლონი, იპანემა, არპოადორი, კოპაკაბანა და ლემე , რომლებიც მოიცავს რიოს ცნობილ პლაჟს ატლანტის ოკეანეზე. სამხრეთის ზონის სხვა რაიონებია გლორია, კატეტე, ფლამენგო, ბოტაფოგო და ურკა, რომელთაც ესაზღვრება გუანაბარის უბე, სანტა-ტერეზა, კოსმე-ველიო, ლარანჟეირასი, უმაიტა, ლაგოა, ჟარდიმ-ბოტანიკუ (ბოტანიკური ბაღი) და გავეა. ეს რიოს უმდიდრესი რაიონია და განსაკუთრებით კი ლებლონი, სადაც უძრავი ქონება მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ყველაზე ძვირია.
კოპაკაბანის პლაჟის კვარტალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც საშობაო ღონისძიებას მასპინძლობს, რა დროსაც ფოიერვერკის სანახავად ქვიშიან პლაჟზე ორ მილიონ ადამიანზე მეტი იკრიბება. 2001 წელს, ღონისძიების უსაფრთხოების მიზნით, ფოიერვერკი ნავებიდან გაუშვეს. ლემეს ჩრდილოეთით, გუანაბარის უბის შესასვლელში, მდებარეობს ურკის რაიონი და შაქრისთავა მთა, რომელიც ზღვის თავზე აღმართულ ცნობილ მთას წარმოადგენს. მთაზე ასვლა შესაძლებელია ორ საფეხურიანი საბაგიროთი პრაია-ვერმელიიდან; საბაგირო შუალედურ გაჩერებას მორო-და-ურკაში ახდენს. მთიდან გადაშლილ ხედებს მხოლოდ კორკოვადოდან დანახული ხედები აღემატება.
პედრა-ბონიტაზე (მშვენიერი კლდე) პოპულარული საქმიანობაა დელტაპლანი. მოკლე ფრენის შემდეგ, პლანერები სან-კონრადოში, პრაია-დე-პეპინოზე ეშვებიან. 1961 წლიდან, ტიჟუკას, ქალაქით შემოსაზღვრულ უმსხვილეს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ურბანულ ტყეს, ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული ტყე — ფორესტა-და-პედრა-ბლანკა (თეთრი კლდის ტყე) ასევე რიო-დე-ჟანეიროში, დასავლეთ ზონაში მდებარეობს. ტყის კიდეზე, გავეის რაიონში მდებარეობს რიოს მოწინავე კერძო უმაღლესი სასწავლებელი — რიო-დე-ჟანეიროს საპაპო კათოლიკური უნივერსიტეტი (Pontifícia Universidade Católica do Rio de Janeiro). 1984 წელს, ტიჟუკის სიახლოვეს გადაიღეს ფილმი „ყველა ადანაშაულებს რიოს“ (Blame It on Rio).
2012 წელს, CNN-მა იპანემა მსოფლიოს საუკეთესო საქალაქო პლაჟად დაასახელა.[32]
ჩრდილოეთი ზონა
ჩრდილოეთი ზონა (პორტ. Zona Norte) გრანდე-ტიჟუკასთან იწყება, ქალაქის ცენტრიდან ოდნავ დასავლეთით და ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთით, ბაიშადა-ფლუმინენსემდე.
ამ რეგიონში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონი მარაკანა, რომელიც 199 000 ადამიანს იტევს. სწორედ ამდენი მნახველი ესწრებოდა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს. ამჟამად, სტადიონის ტევადობა შემცირებულია, რაც თანამედროვე უსაფრთხოების რეგულაციებითაა გამოწვეული. დღეისათვის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას, მისი ტევადობა 90 000 კაცია, რასაც სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 80 000 დაემატება. მარაკანამ უმასპინძლა 2007 წლის პანამერიკული თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს, ასევე ამ შეჯიბრების საფეხბურთო მატჩებს. მარაკანაზე გაიმართება 2014 წლის ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი, ისევე როგორც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალები და საფეხბურთო მატჩები.
მარაკანის გარდა, ჩრდილოეთ ზონას სხვა ტურისტულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობებიც გააჩნია, მაგალითად ოსვალდო კრუზის ფონდის შენობა, ასწლოვანი ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი მოდური მავრული სასახლის სტილის ძირითადი შენობით, უმშვენიერესი კინტა-და-ბოა-ვისტა — პარკი, სადაც ისტორიული იმპერიული სასახლე მდებარეობს. დღეისათვის, სასახლეში ეროვნული მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელიც ძირითადად ბუნების ისტორიაზე, არქეოლოგიასა და ეთნოლოგიაზე სპეიცალიზდება.
რიოს ჩრდილოეთ ნაწილში ასევე მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროს საერთაშორისო აეროპორტი (რომელიც ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსის — ანტონიო კარლოს ჟობიმის სახელს ატარებს), რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი კუნძულ ფუნდანზე და რიო-დე-ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ამ რეგიონში განთავსებულია რიო-დე-ჟანეიროს სამბას სკოლებიც, მაგალითად მანგეირა, სალგეირო, იმპერიუ სერანუ, უნიდოს და ტიჟუკა და ა. შ. რიოს ჩრდილოეთ ზონის მნიშვნელოვანი კვარტლებია ტიჟუკა, რომელიც ტიჟუკის ტყეს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის ზონებთან იყოფს, აგუა-სანტა, ვილა-იზაბელი, მეიერი, სან-კრისტოვანი, მადურეირა, პენია, მანგინიოსი, ფუნდანი და ა. შ.
სწორედ ჩრდილოეთ ზონაში მდებარეობს ათასობით ქოხმახისაგან შემდგარი დასახლება, ანუ ფაველა, რაც სხვა მრავალი განვითარებული თუ განუვითარებელი ქვეყნების ქალაქებისათვისაცაა დამახასიათებელი.[33]
დასავლეთი ზონა
სამხრეთ-დასავლეთი
სამხრეთ-დასავლეთი მხარე (პორტ. Sudoeste carioca, „Zona Sudoeste“) რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე ბოლოს მოდერნიზებული რეგიონია. მოიცავს ბარა-და-ტიჟუკას, რეკრეიო-დუს-ბანდეირანტესს, ვარგემ-გრანდეს, გრუმარის, ჟაკარეპაგუას და მათ სიახლოვეს არსებულ მცირე კვარტლებს. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ზონებს შორის მკვეთრი სოციალური კონტრასტი შეიმჩნევა. სამხრეთ-დასავლეთს აქვს ფაველები, მაგალითად სიდადე-დე-დეუსი, საშუალო და მაღალი კლასის არეალებისაგან მოშორებით.
რიოს ძველი ზონებისგან დასავლეთით, ბარა-და-ტიჟუკა წარმოადგენს წარსულში განუვითარებელი სანაპიროს ბარიერული კუნძულების ბინათა კომპლექს, სადაც გამუდმებით მიმდინარეობს მშენებლობა და განვითარება. იგი დაჩქარებული ზრდის ზონად რჩება და მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილს იზიდავს, ისევე როგორც ფუფუნების კომპანიებს. მაღალი კორპუსები და მაღაზიათა მზარდი ქსელი ამ არეალს უფრო ამერიკული ცხოვრების წესის იერსახეს აძლევს.
არეალის ურბანული დაგეგმარება 1960-იან წლებში მოხდა და მიემსგავსა აშშ-ის გაერეუბნებს, კერძო სახლებისა და ცათამბჯენების შერევით. ქალაქის მაცხოვრებლებს შორის პოპულარულია ბარა-და-ტიჟუკის პლაჟები. 2007 წელს აქ გაშენებული იყო პანამერიკული თამაშების სოფელი.[34]
რიოს უმაღლესი ბორცვია პედრა-ბრანკის პიკი, რომელიც ბარა-და-ტიჟუკის რეგიონში მდებარეობს. იქვე, აღმართულია 842 მ სიმაღლის პედრა-დე-გავეის (ყვავის ბუდე) ბორცვი. მის მწვერვალზე აღმართული კლდის ფორმაცია მითურ სფინქსს წააგავს, მისი წვეროსანი თავი ირგვლივ მრავალი კილომეტრის დაშორებიდანაც მოჩანს.
ქალაქის სწორედ ეს არეალი უმასპინძლებს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებათა უმრავლესობას. აშენდება ოლიმპიური სოფელი, ოლიმპიური პლაჟი და ოლიმპიური პარკი.
ჩრდილო-დასავლეთი
ჩრდილო-დასავლეთი ზონა (პორტ. Noroeste carioca, "Oeste distante carioca") სამხრეთ-დასავლეთისგან მასიო-დე-პედრა-ბრანკათია გამოყოფილი, ისევე როგორც სერა-და-გროტა ფუნდატუ გრუმარის რაიონისგან. არეალში მიმდინარეობს შესამჩნევი ეკონომიკური ზრდა, ძირითადად კამპუ-გრანდეს კვარტალში. რიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ხალხმრავალ კვარტალ სანტა-კრუზში, სადაც ამჟამად დაბალი და საშუალო კლასის მოსახლეობა ცხოვრობს, შენდება ახალი საწარმოები, მათ შორის ფოლადის საწარმო Companhia Siderúrgica do Atlântico, რომელიც გეგმის თანახმად, ამ პროფილის უდიდესი საწარმო იქნება სამხრეთ ამერიკაში.[35]
დემოგრაფია
2010 წლის აღწერის მონაცემებით, რიო-დე-ჟანეიროში 5 940 224 ადამიანი სახლობდა.[36] ამავე აღწერის თანახმად, 3 234 812 ადამიანი თეთრკანიანი იყო (51,2%), 2 307 104 ყავისფერი (36,5%), 724 197 შავკანიანი (11,5%), 46 484 აღმოსავლეთაზიელი (0,7%) და 6 320 ინდიელი (0,1%).[37]
2010 წელს, რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი იყო მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, სან-პაულუს შემდეგ.[38]
2010 წელს, ქალაქში 1 200 697 ჰეტეროსექსუალი წყვილი იყო და 5 612 ერთსქესიანი. მოსახლეობის 53,2% ქალი იყო და 46,8% მამაკაცი.[37]
რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობის ფორმირებაში წვლილი შეაქვთ განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებს. ევროპულ კოლონიზაციამდე, რეგიონში მინიმუმ 7 განსხვავებული ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი სახლობდა, რომლებიც 20 ენაზე ლაპარაკობდნენ. მათი ნაწილი პორტუგალიელებს შეუერთდა, ნაწილი კი ფრანგებს. ის ნაწილი, რომელიც ფრანგებს შეუერთდნენ, პორტუგალიელებმა მოსპეს, გარკვეული ნაწილი კი მათში ასიმილირდა.[39]
რიო-დე-ჟანეიროში სახლობს პორტუგალიის და კერძოდ მის დედაქალაქ ლისაბონს გარეთ მცხოვრები ყველაზე მეტი პორტუგალიელი.[40][41] პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის შემდეგ, რიო-დე-ჟანეირო ასობით ათასი პორტუგალიელი იმიგრანტისათვის დანიშნულების ადგილი გახდა, ძირითადად XX საუკუნის ადრეულ წლებში. იმიგრანტები უმეტესად ღარიბი გლეხები იყვნენ, რომლებიც რიოში მუშაობითა და მცირე ვაჭრობით ნახულობდნენ სარგებელს.[42] ქალაქის ბევრ ნაწილში ჯერაც შემორჩენილია პორტუგალიელთა კულტურული გავლენა, მათ შორის არქიტექტურასა და ენაში — თითქმის ყველა ბრაზილიელმა, ვისაც კი რიოსთან და მის მაცხოვრებლებთან ჰქონია კონტაქტი, იცის თუ როგორი მარტივი განსხვავება არსებობს რიოსა და დანარჩენ ბრაზილიურ დიალექტებს შორის.
ჯგუფი | მოსახლეობა | პროცენტი[43] |
---|---|---|
პორტუგალიელი იმიგრანტები | 106 461 | 20,36% |
ბრაზილიელები არანაკლებ ერთი პორტუგალიელი მშობლით | 161 203 | 30,84% |
პორტუგალიელი იმიგრანტები და მათი შთამომავლები | 267 664 | 51,2% |
შავკანიანი საზოგადოება იმ მაცხოვრებლებისაგან ჩამოყალიბდა, რომელთა წინაპრებიც მონებად შემოიყვანეს, ძირითადად ანგოლიდან და მოზამბიკიდან, ისევე როგორც დასავლეთ აფრიკიდან. გარდა რიოსი, ამ რეგიონებიდან წამოყვანილი მონების შთამომავლები ბრაზილიის სხვა ნაწილებშიც სახლობენ. სამბა (ბაიადან ანგოლელთა გავლენით) და ცნობილი კარნავალის (ევროპიდან) სხვა ადგილობრივი ვერსიები პირველად ქალაქში სწორედ შავკანიანი საზოგადოების გავლენით გამოჩნდა.
დღეისათვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი დაახლოებით შავი ან ნაწილობრივ შავია[44] და დიდ უმრავლესობას სუბსაჰარელი წინაპარი ჰყავს. ანგლოსფეროში გავრცელებული რასათა კლასიფიკაცია ბრაზილიურ კულტურაში ნაკლებ მნიშვნელობას ჰპოვებს, რადგან ის ფენოტიპებს ფერების მიხედვით გამოჰყოფს, აღწერის მონაცემებით კი, ბრაზილიელთა უმრავლესობა „უფრო შავია, ვიდრე თეთრი“, რაც კულტურული რელატივიზმის თვალსაზრისით მცდარია. მაგალითად, პადრუ, საყოველთაო გამოყენებაში, მოიცავს მეტისებს, მულატებს, სამბოს და ვესტერნიზებულ ინდიელებს, ეყრდნობა უფრო მეტად კანის ფერს (ყავისფერს), ვიდრე რასობრივ ჯგუფს.
მიუხედავად IBGE–ს მიერ სტანდარტიზებული რასობრივი ჯგუფების კლასიფიკაციისა, რიო–დე–ჟანეიროს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ევროპელი და ინდიელი წინაპარი ჰყავდა, აქედან გამომდინარე, არსებობს როგორც თეთრი, ისე შავკანიანი მოსახლეობის ორმხრივი მეტისიზაციის საფრთხე.
XIX საუკუნის ბოლო წლებსა და XX საუკუნის დასაწყისში ბრაზილიაში შესული იმიგრანტთა ნაკადის გამო, დღეისათვის რიოსა და მის მეტროპოლიურ არეალში არსებობს არაბების (ძირითადად ქრისტიანები ან არელიგიურები), ესპანელების, იტალიელების, გერმანელების, იაპონელების,[45] ებრაელების და არაებრული აშკეზანური წარმოშობის საზოგადოებები, ისევე როგორც ბრაზილიის სხვა ნაწილებიდან ჩამოსული ხალხი. შიდა მიგრაციის ძირითადი ტალღა მომდინარეობს მინას-ჟერაისიდან (აფრიკული, შერეული ან პორტუგალიური წარმოშობის ხალხი), ესპირიტუ-სანტუდან აღმოსავლეთევროპული, შვეიცარიული, იტალიური, გერმანული და პორტუგალიური წარმოშობის ხალხი; ეს ტალღა ძირითადად XX საუკუნის ადრეულ წლებშია შემოსული. ასევე, XX საუკუნის შუა წლებში რიოში შევიდა სხვადასხვა წარმოშობის ხალხის ტალღა ჩრდილო–აღმოსავლეთ ბრაზილიიდან, ისევე როგორც XXI საუკუნის ადრეულ წლებში.
რიო-დე-ჟანეიროს არანათესავ ინდივიდთა გენეტიკური წინაპრები[46] | ||||
---|---|---|---|---|
რასა ან კანის ფერი | ინდივიდთა რიცხვი | ინდიელი | აფრიკელი | ევროპელი |
თეთრი | 107 | 6.7% | 6.9% | 86.4% |
პარდუ (ყავისფერი) | 119 | 8.3% | 23.6% | 68.1% |
შავი | 109 | 7.3% | 50.9% | 41.8% |
რიო-დე-ჟანეიროს საერთო გენეტიკური შემადგენლობა (2011 )[47] | ||||
---|---|---|---|---|
წარმომავლობა | ინდიელი | აფრიკელი | ევროპელი | |
რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობა | 7.4% | 18.9% | 73.70% |
„გენეტიკური წარმომავლობის ტესტები სრულიად საპირისპირო მონაცემებს აჩვენებს მოსახლეობის თავიანთი ევროპული წარმომავლობის შესახებ თვითსეფასებისაგან“ — აცხადებენ მკვლევრები.[48][49]
რიო-დე-ჟანეიროს მაცხოვრებელთა მიერ თავად დაასახელებული თავიანთი წინაპარი რასის ან კანის ფერის მიხედვით (2000 წ.)[50] | |||
---|---|---|---|
წარმომავლობა | თეთრი | ყავისფერი | შავი |
მხოლოდ ევროპელი | 48% | 6% | - |
მხოლოდ აფრიკელი | – | 12% | 25% |
მხოლოდ ინდიელი | – | 2% | - |
აფრიკელი და ევროპელი | 23% | 34% | 31% |
ინდიელი და ევროპელი | 14% | 6% | - |
აფრიკელი და იდნიელი | – | 4% | 9% |
აფრიკელი, ინდიელი და ევროპელი | 15% | 36% | 35% |
სულ | 100% | 100% | 100% |
მოსახლეობის ზრდა
- რიო-დე-ჟანეიროს დემოგრაფიული ცვლილება
რელიგია
Fundação Getúlio Vargas-ის ინსტიტუტის 2009 წლის კვლევების თანახმად, რიო-დე-ჟანეიროს მეტროპოლიური არეალი ბრაზილიის პერიფერიებს შორის არელიგიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა (23,68%), ასევე, ბრაზილიის მეტროპოლიებს შორის აქ ყველაზე ნაკლებია კათოლიციზმის ხვედრითი წილი და ამ მაჩვენებლით ბრაზილიის შტატების დედაქალაქებს შორის მოსდევს ქალაქ ბოა-ვისტას (51–52%). რიო-დე-ჟანეირო შტატების დედაქალაქებს შორის მეხუთე ადგილზეა არელიგიურობის მაჩვენებლით (13,33%).[52][53] პირველ ადგილზეა ბოა-ვისტა ( 21,16%). სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ყველაზე დიდია სპირიტიზმის მაჩვენებელი (4–5%) და შესამჩნევია აფრო-ბრაზილიური რელიგიებისა და აღმოსავლური რელიგიების წილი.
ბრაზილიის მრავალი ახლადჩამოყალიბებული ქარიზმატული ქრისტიანული ეკლესიები რიო-დე-ჟანეიროშია დაფუძნებული. მათ შორის ღმერთის სამეფოს საყოველთაო ეკლესია; ისინი ძირითადად ამერიკული მოძრაობების ევანგელისტურ და ორმოცდაათიანულ გავლენას განიცდიან. მათ დიდი მხარდაჭერა აქვთ მეტროპოლიის ღარიბ პერიფერიებსა და ფაველებში. 2009 წლის მონაცემებით, დიდ რიო-დე-ჟანეიროში საკუთრივ ქალაქის გამოკლებით ევანგელისტთა და ორმოცდაათიანელთა მოძრაობებს მოსახლეობის 20,25% მისდევდა, რიოში კი 10,95%.[54] აფრო-ბრაზილიელები და პარდუები უფრო მეტად პროტესტანტიზმისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე სხვა ჯგუფები. ამ ეკლესიებს მიმდევრები ჰყავს ასევე სხვა სოციალურ კლასებში.[55][56][57]
რელიგია | პროცენტი | რაოდენობა |
კათოლიკეები | 60,71% | 3 556 096 |
პროტესტანტები | 17,65% | 1 034 009 |
არარელიგიურები | 13,33% | 781 080 |
სპირიტისტები | 3,44% | 201 714 |
უმბანდისტები (აფრო-ბრაზილიური რელიგია) |
0,72% | 72 946 |
ებრაელები | 0,4% | 23 862 |
ეკონომიკა
რიო-დე-ჟანეიროს ბრაზილიის მასშტაბით მშპ-ის მეორე უდიდესი მაჩვენებელი აქვს და ამ მხრივ მხოლოდ სან-პაულუს ჩამორჩება. ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის (IBGE) მონაცემებით, 2008 წელს იგი US$ 201 მლრდ იყო, მთლიანი ეროვნულის 5,1%. მშპ-ის უდიდესი წილი მოსახურების სფეროზე მოდიოდა (65,52%), შემდეგ გადასახადებიდან (23,38%), სამეწარმეო საქმიანობიდან (11,06%) და აგრობიზნესიდან (0,04%).[58]
საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ფედერალური დედაქალაქის სტატუსის გამო (1763–1960), ქალაქი დინამიური ადმინისტრაციული, ფინანსური კომერციული და კულტურული ცენტრი გახდა. დიდ რიო-დე-ჟანეიროს, IBGE-ს მონაცემებით მშპ-ის მაჩვენებელი US$ 187 374 116 000 აქვს და ქვეყნის კეთილდღეობის მეორე უდიდეს კვანძს წარმოადგენს.
მრავალი წლის მანძილზე, რიო ბრაზილიის მეორე უმსხვილეს ინდუსტრიულ კვანძად იქცა. განვითარებულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, გემთმშენებლობა, ფოლადისა წარმოება და მეტალურგია, ნავთობქიმიური მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, ტექსტილი, საგამომცემლო საქმიანობა, ფარმაცევტიკა, სასმელების წარმოება, ცემენტისა და ავეჯის წარმოება. რიო-დე-ჟანეიროს საფონდო ბირჟა (BVRJ), რომელიც დღეს მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებს ყიდის, 1845 წელს დაარსდა და ბრაზილიაში პირველ საფონდო ბირჟას წარმოადგენდა; მდებარეობს ცენტრალურ რეგიონში.
როდესაც რიო ბრაზილიის დედაქალაქი იყო, იგი საკმაოდ მიმზიდველი იყო კომპანიებსათვის, რადგან ქალაქში წარმოდგენილი იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი სექტორი და ხელისუფლება. ქალაქი თავიანთ შტაბ-ბინების განსათავსებლად არჩიეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Petrobras, Eletrobras, Caixa Econômica Federal და Vale (რომელიც 1990-იან წლებში პრივატიზებულ იქნა). 1960 წელს დედაქალაქის ბრაზილიაში გადატანის შემდეგ, რიო კვლავ იზიდავდა კომპანიებს, განსაკუთრებით კამპუსის აუზში ნავთობსაბადოების აღმოჩენის შემდეგ, რომელიც ბრაზილიის ნავთობპროდუქტების უდიდეს წილს აწარმოებს. ამ ფაქტმა რიოში ნავთობისა და გაზის მრავალი კომპანიის დამკვიდრება განაპირობა, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა Royal Dutch Shell-ის, EBX Group-ისა და Esso-ს ბრაზილიური ფილიალები. რიო-დე-ჟანეიროშია ასევე განთავსებული მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის — ბრაზილიის განვითარების ბანკის (BNDES) სათავო ოფისი. ამავე დროს, ქალაქში განთავსებულია მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების შტაბ-ბინები, მაგალითად Intelig-ის, Oi-სა და Embratel-ის.
რიო მეორეა ეროვნულ მრეწველობაში, ფინანსურ და მომსახურების სფეროებში და მხოლოდ სან-პაულუს ჩამორჩება. ეკონომიკაში ლიდერობს მომსახურების სფერო. ქალაქის ეკონომიკის მეორე უმთავრესი ასპექტებია ტურიზმი და გართობა. რიო ბრაზილიის პირველი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა როგორც ბრაზილიელთათვის, ისე უცხოელთათვის.[59]
მრეწველობის ძველ სახეობებს — მეტალურგიას, ინჟინერიასა და საგამომცემლო საქმიანობას დაემატა ახალი, ელექტრონიკა და კომპიუტერული სექტორი. ასევე მნიშვნელოვანი საქმიანობაა მშენებლობა, რომელიც მრავალ არაკვალიფიციურ მუშას ასაქმებს.
მრეწველობის მოზიდვის მიზნით, შტატის ხელისუფლებამ ქალაქის გარეუბნებში მნიშვნელოვანი არეალები გამოყო, როგორც ინდუსტრიული რაიონები, რომლებიც უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურით და მოქმედებს სპეციალური პირობები მიწის შეძენაზე. რიოს მეტროპოლიური არეალის მანუფუქტურული განვითარებისათვის ძირითადად გამოიყენება რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩრდილოეთით მდებარე მინდვრებზე მოპოვებული ნავთობი და გაზი, რითაც მას საშუალება ეძლევა ინდუსტრიის ახალი ინვესტიციებით გაეჯიბროს სხვა მთავარ ქალაქებს.[60]
ისევე, როგორც დამუშავებითი მრეწველობაში, რიო მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრია და ბიზნესის დონით ფინანსურ ბაზარსა და საბანკო სექტორში მეორე ადგილზეა სან-პაულუს შემდეგ. მისი ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ სან-პაულუსთან შედარებით შემცირდა, მაინც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. რიოს ნავსადგურის სიახლოვის გამო, ბრაზილიის ექსპორტ-იმპორტის მრავალი კომპანია ქალაქში სათავო ოფისითაა წარმოდგენილი. დიდ რიო-დე-ჟანეიროს არეალში, რომელსაც ბრაზილიის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, უმნიშვნელოვანესია საცალო ვაჭრობა. ქალაქის ცენტრში ფუნქციონირებს საცალო ვაჭრობის მრავალი მაღაზია, გარკვეული ნაწილი კი რაიონების კომერციულ არეალებშია მომოფანტული, სადაც სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და სხვა საცალო ბიზნესები ფართო სამომხმარებლო ვაჭრობის მნიშვნელოვან დონეს იკავებს.[61]
რიო-დე-ჟანეიროში განთავსებულია უმთავრესი ბრაზილიური გართობისა და მედია კომპანიები, მაგალითად ორგანიზაცია გლობო და ბრაზილიის მთავარი გაზეთები: Jornal do Brasil, O Dia და Business Rio. მსოფლიოს უმთავრეს პარმაცევტულ კომპანიებს თავიანთ ბრაზილიური წარმომადგენლობები გახსნილი აქვთ რიოში; მაგალითად Merck-ს, Roche-ს, Arrow-ს, Darrow-ს, Baxter-ს, Mayne-სა და Mappel-ს.
რიო-დე-ჟანეირო სან-პაულუს შემდეგ ბრაზილიის მეორე უმდიდრესი ქალაქია და 30-ე მსოფლიოში მშპ-ის მაჩვენებლით 201,9 მილიარდი ბრაზილიური რეალი (2010 წ). შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2007 წელს 22,903 ბრაზილიური რეალი იყო (დაახლოებით US$14 630).[62] Mercer-ის ქალაქის რანჟირების მიხედვით, რომელიც უცხოელი მუშახელის ცხოვრების ღირებულებას განსაზღვრავს ქალაქებში, რიო-დე-ჟანეირო 2011 წელს მსოფლიოს უძვირეს ქალაქებს შორის მე-12 ადგილზე იყო. მას უსწრებდა სან-პაულუ (მე-12), ლონდონი, პარიზი, მილანი, ნიუ-იორკი.[63][64] ამავე დროს, რიოს ბრაზილიაში სასტუმროების ყველაზე მაღალი ტარიფი აქვს, ხოლო მისი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების დღიური ტარიფი მსოფლიოში მეორე უძვირესია ნიუ-იორკის შემდეგ.[65]
განათლება
ბრაზილიაში პორტუგალიური ოფიციალური და სახელმწიფო ენაა, ამიტომ, განათლების სფეროში იგი ძირითად ენას წარმოადგენს. უმაღლესი სკოლების ოფიციალურ კურიკულუმებში ასევე შედის ინგლისური და ესპანური ენები. ქალაქში ფუნქციონირებს საერთაშორისო სკოლებიც, მაგალითად რიო-დე-ჟანეიროს ამერიკული სკოლა, მერსის ღვთისმშობლის სკოლა, კორკოვადოს გერმანული სკოლა, რიოს ფრანგული ლიცეუმი და ბრიტანული სკოლა.
საგანმანათლებლო დაწესებულებები
ქალაქს რამდენიმე უნივერსიტეტი გააჩნია. განათლების სამინისტროს მიერ სერტიფიცირებულია რიოს დაახლოებით 99 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.[66] ზოგიერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებებია:
- რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი (UFRJ);
- რიო-დე-ჟანეიროს შტატის ფედერალური უნივერსიტეტი (UNIRIO);
- რიო-დე-ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტი (UERJ);
- რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური სასოფლო უნივერსიტეტი (UFRRJ);
- ფლუმინენსეს ფედერალური უნივერსიტეტი (UFF);
- რიო-დე-ჟანეიროს საპაპო კათოლიკური უნივერსიტეტი (PUC-Rio);
- გეტულიო ვარგასის ფონდი (FGV);
- სამხედრო ინჟინერიის ინსტიტუტი (IME);
- რიო-დე-ჟანეიროს კომპიუტერული ტექნოლოგიების უმაღლესი ინსტიტუტი (IST-Rio);
- ესტაკიო დე სას უნივერსიტეტი (UNESA);
- წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის უმაღლესი უნივერსიტეტი (IMPA).
შტატის მასშტაბით სულ დაახლოებით 137 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა.[67]
განათლების სისტემა
დაწყებითი სკოლები მუნიციპალურ ადმინისტრაციას ექვემდებარება, თუმცა საშუალო სკოლების ფართო ქსელში მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო თამაშობს. ასევე არსებობს ფედერალურ ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ სკოლათა მცირე რაოდენობა. გარდა ამისა, რიოში უამრავი კერძო სკოლაა, რომლებიც განათლების ყველა დონეზე ფუნქციონირებენ.
ქვეყნის მოწინავე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორისაა რიო-დე-ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტი (საჯარო), რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი (საჯარო), ბრაზილიის კაპიტალური ბაზრის ინსტიტუტი (კერძო) და რიო-დე-ჟანეიროს საპაპო კათოლიკური უნივერსიტეტი (კერძო). რიოს 10 წლის ასაკს ზემოთ მაცხოვრებელთა წერა-კითხვის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. 1995 წელს, რიოში 1 033 დაწყებითი სკოლა იყო 25 594 მასწავლებლითა და 667 788 მოსწავლით. ასევე, 370 საშუალო სკოლა 9 699 მასწავლებლითა და 227 892 მოსწავლით. ქალაქში 53 უნივერსიტეტისათვის მოსამზადებელი სკოლაა 14 864 მასწავლებლითა და 154 447 მოსწავლით.[68]
კულტურა და თანამედროვე ცხოვრება
რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბრაზილია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | vi |
სია | [3] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
ნომერი | 1100 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1100 ინგლ. • რუს. • ფრ. |
რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის მთავარი კულტურული კვანძია. მისი არქიტექტურა მოიცავს XVI-XIX საუკუნეების ეკლესიებს, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს ერწყმის. არქიტექტურაზე იგრძნობა პორტუგალიური, ინგლისური და ფრანგული გავლენა.
რიო-დე-ჟანეიროს წარსულიდან მემკვიდრეობით ერგო ძლიერი კულტურული როლი. XIX საუკუნის ბოლოს გადაიღეს პირველი ბრაზილიური ფილმი და ამის შემდეგ, რაც შემდეგ კინოწარმოების რამდენიმე ციკლში გადაიზარდა, ამ ყველაფერმა კი რიო ეროვნული კინოს მოწინავე მწარმოებლად აქცია. ამჟამად, რიოში მდებარეობს ბრაზილიური ტელევიზიების მთავარი მწარმოებელი ცენტრები.[69]
რიოში მრავალი კულტურული დაწესებულებაა, მათ შორისაა ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მეშვიდე უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში და მისი კოლექცია 9 მლნ ერთეულს მოიცავს; XX საუკუნეში აშენებული რიოს თეატრი; სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რიო-დე-ჟანეიროს ბოტანიკური ბაღი, იმპერიული მოედანი (Paço Imperial); ბრაზილიის ლიტერატურის აკადემია; რიო-დე-ჟანეიროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი.
ტურიზმი და რეკრეაცია
რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის უმთავრესი ტურისტული ატრაქცია და კურორტია. იგი სამხრეთ ამერიკის ქალაქების მასშტაბით წელიწადში ყველაზე მეტ — 2,82 მლნ საერთაშორისო ტუსრისტს იღებს.[70] ქალაქში ფუნქციონირებს მსოფლიო კლასის სასტუმროები, გააჩნია დაახლოებით 80 კმ სიგრძის პლაჟი, კორკოვადოსა და შაქრისთავის სახელგანთქმული მთები. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში წარსულში ტურიზმი მეტად ყვაოდა, XX საუკუნის ბოლო მეოთხედში ტურიზმის ინდუსტრიამ დაკნინება დაიწყო. 1985-დან 1993 წლამდე აეროპორტით საერთაშორისო ჩამოსვლებისა და სასტუმროთა დაკავაბულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ტურიზმის დაკნინებაზე გარკვეულწილად იმოქმედა დედაქალაქის რიოდან ბრაზილიაში და კომერციული ცენტრის სან-პაულუში გადატანამ. ამის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროს მთავრობამ ქალაქის ეკონომიკის მოდერნიზება დაიწყო, შედარებით შეამცირა ქრონიკული სოციალური უთანასწორობა და გააუმჯობესა და გამოაცოცხლა მისი ტურიზმის ინდუსტრია.[71] რიო გეი-ტურიზმის მნიშვნელოვანი დესტინაციაა, ყოველწლიურად მას 1 მლნ არატრადიციული ორიენტაციის ტურისტი და თვითიდენტიფიცირებული ქვირი სტუმრობს.[72] ამ საზოგადოებისათვის ძალიან პოპულარულია ქუჩები და მიმდებარე პლაჟები.
მსოფლიო ტურიზმის კვლევის მრავალი ორგანიზაციის მიერ რიო-დე-ჟანეირო სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ტურისტულ დესტინაციადაა შეფასებული.
ლიტერატურა
1822 წელს, პორტუგალიისგან ბრაზილიის დამოუკიდებლობის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში სწრაფად განვითარდა ევროპული სტილის ბურჟუაზიული კულტურული ცხოვრება, მათ შორის იყო მრავალი გაზეთი, რომლებშიც XIX საუკუნის ნოველათა უმრავლესობა ქვეყნდებოდა ეტაპობრივად. ჟოაკიმ მანუელ დე მაჩედოს ნოველა „A Moreninha“ სავარაუდოდ პირველი წარმატებული ნოველა იყო ბრაზილიაში და ის XIX საუკუნის თემატიკას აღწერს: რომანტიკულ ურთიერთობებს ახალგაზრდა იდეალისტებს შორის, მიუხედავად მძიმე, მკაცრი სოციალური პირობებისა. რეალიზმის პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო მანუელ ანტონიო დე ალმეიდას 1854 წელა გამოსული „პოლიციის სერჟანტის მოგონებები“ (Memórias de um sargento de milícias), რომელიც ქალაქის დაბალ-საშუალო კლასზე ფოკუსირდება და აღწერს ავანტიურისტულ, მაგრამ მგრძნობიარე ამბებს, ამავე დროს წარმოაჩენს ქალაქის გადაქცევას დიდ ქალაქად, რასაც თან ნოსტალგია ახლავს. რომანტიზმისა და რეალიზმის მიმდინარეობები რიოში XIX საუკუნის ბოლოს ყვაოდა.[73] ყველაზე ცნობილი რიო-დე-ჟანეიროელი ავტორია ჟოაკიმ მარია მაშადუ დე ასისი, რომელიც ამავე დროს უდიდეს მწერლად ითვლება ბრაზილიურ ლიტერატურაში.[74] იგი ბრაზილიაში რეალიზმის მამად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც 1881 წელს გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ბრას კუბასის სიკვდილისშემდგომი მოგონებები“ (Memorias Posthumas de Braz Cubas),[75] რომელშიც მან კომენტარები გაუკეთა და გააკრიტიკა ქალაქსა და ზოგადად მთელს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მაგალითად 1888 წელს მონობის გაუქმებასა და იმპერიული წყობიდან რესპუბლიკურზე გადასვლას. ამავე დროს, ამ პერიოდში იგი მრავალ ქრონიკას აქვეყნებდა გაზეთებში.[76] მისი მოკლე ისტორიებისა და ნოველების უმრავლესობის მქომედება (მათ შორის Quincas Borba და Dom Casmurro) რიოში ხდება.
ბიბლიოთეკები
ბრაზლიიის ეროვნული ბიბლიოთეკა მსოფლიოში სიდიდით მერვეა, ამავე დროს, ის უდიდესია მთელს ლათინურ ამერიკაში.[77] 1810 წელს ის პორტუგალიის მეფემ შექმნა. მდებარეობს სინლანდიის მოედანზე. რიო-დე-ჟანეიროს სხვა მრავალი კულტურული მონუმენტის მსგავსად, ბიბლიოთეკაც საჯაროდ ღია არ იყო. ბიბლიოთეკის ყველაზე ღირებული კოლექცია მოიცავს: ბარბოსა მაშადუს მიერ შემოწირული 4 300 ერთეული, რომელიც შეიცავს პორტუგალიისა და ბრაზილიის ისტორიის ამსახველი ბროშურების საუკეთესო და იშვიათ კოლექციას; XVII-XVIII საუკუნეების 2 365 ერთეულს, რომელიც ადრე ანტონიო დე არაუჟუ აზევედიუს მფლობელობაში იყო; 125 ტომიან კოლექცია „Le Grand Théâtre de l'Univers“-ს, რომელიც შეიცავს დოკუმენტებს პარაგვაის იეზიუტთა პროვინციისა და პრატის პროვინციის შესახებ; ასევე, ტერეზა მარია კრისტინას კოლექციას, რომელიც ბიბლიოთეკას პედრუ II-მ უსახსოვრა. ეს კოლექცია 48 236 ერთეულს შეიცავს, განსაკუთრებული ინტერესის ინდივიდუალურ ერთეულებს შორისაა ლუიშ დი კამოენსის „ლუზიადების“ (Os Lusíadas) 1584 წელს გამოცემული პირველი და უიშვიათესი ნიმუშები.[78]
მუსიკა
რიო-დე-ჟანეიროს ოფიციალური სიმღერაა „Cidade Maravilhosa“, რაც „განსაცვიფრებელ ქალაქს“ ნიშნავს. ეს სიმღერა რიოს „სამოქალაქო ჰიმნად“ მიიჩნევა და ის ყოველთვის ფავორიტი სიმღერაა რიოს კარნავალზე თებერვალში. რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის ურბანული მუსიკის მოძრაობის ცენტრია.[79]
რიო პოპულარული გახდა ცნობილი ჰიტით „Garota de Ipanema“ (The Girl from Ipanema), რომელიც ანტონიო კარლოს ჟობიმმა და ვინისიუშ დე მორაიშმა დაწერეს, შემდეგ კი ჩაწერეს მომღერლებმა — ასტრუდ ჟილბერტომ & ჟოაო ჟილბერტომ, ფრენკ სინატრამ და ელა ფიცჯერალდმა. იგი ასევე საკვანძო სიმღერაა რიოში დაბადებულ მუსიკალურ ჟანრ ბოსა-ნოვასთვის. ეს ჟანრი და მთლიანად Funk Carioca უნიკალურია რიოსა და ბრაზილიისთვის. მაშინ, როდესაც სამბა რიოში ეროვნული ერთობის ერთგვარ ფაქტორს წარმოადგენს, Funk Carioca-მ ბრაზილიაში მისი მიმდევარი ძლიერი საზოგადოება ჩამოაყალიბა. ჩამოყალიბებისას, 1970-იან წლებში, როგორც შავკანიანების თანამედროვე პოპ მუსიკა აშშ-დან, ის 1990-იან წლებში განვითარდა როგორც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის აფრო-ამერიკულ მუსიკასთან და მოიცავს ჰიპ-ჰოპს, მოდერნ-სოულსა და ჰაუსს.[80]
მას შემდეგ, რაც 1985 წელს ბრაზილია დემოკრატიულ გზას დაუბრუნდა და დასრულდა ოცწლიანი სამხედრო მმართველობა და საშინელი ცენზურა, სიტყვის თავისუფლებამ ხელი შეუწყო გამომხატველი კულტურის შექმნასა და ექსპერიმენტაციას.[81] კომერციული და კულტურული იმპორტი ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ხშირად გავლენას ახდენდა ბრაზილიის საკუთარ კულტურაზე. მაგალითად, ჰიპ-ჰოპი, რომელიც ნიუ-იორკში წარმოიშვა, წარმოდგენილია მუსიკალური პროდუქციის სახვადასხვა ფორმებით, მათ შორის Funk Carioca-თი და ბრაზილიური ჰიპ-ჰოპით. რიო-დე-ჟანეიროში ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა ასევე მოახდინა გავლენა ბრაზლიიის შუა და გვაინდელ პანკური მოძრაობისა და ბრაზილიური თრეშ მეტალის განვითარებაზე. დემოკრატიულმა პროცესებმა ბრაზილიური კულტურის ასე გაფართოების აღიარებას შეუწყო ხელი.[82] რიო ასევე სამშობლოა მსოფლიოში უდიდესი გასართობი ღონისძიებისა (ფესტივალი) Rock in Rio, რომელიც 1985, 1991, 2001 და 2011 წლებში გაიმართა.
თეატრი
ქალაქის საქმიან ნაწილში ერთ-ერთი საუცხოო შენობაა რიო-დე-ჟანეიროს მუნიციპალური თეატრის (Theatro Municipal) ნაგებობა. მას მთელს ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენები გააჩნია და აქ იმართება ბრაზილიაში ყველაზე ცნობილი საოპერო, საბალეტო და კლასიკური მუსიკის წარმოდგენები. შენობა პარიზის გარნიეს ოპერის მიბაძვით 1905 წელს არქიტექტორმა ფრანსისკო პერეირა პასოსმა ააშენა. მის წვერზე აღმართული ორი, ქალისა და კაცის ქანდაკება პოეზიასა და მუსიკას განასახიერებს, მათი ავტორია როდოლფუ ბერნადელი; ინტერიერი მდიდარია ავეჯითა და ნახატებით. განთავსებულია 1 700 დასაჯდომი ადგილი. შენობის გარე კედლებზე ამოტვიფრულია როგორც ცნობილი ბრაზილიელების, ისე სხვა უცხოელი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანების სახელები.[83]
სპორტი
2009 წლის 2 ოქტომბერს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად დაასახელა.[84] რიომ პირველი განაცხადი 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის შეიტანა, მაგრამ მაშინ მას ბერლინმა აჯობა. შემდეგში, განაცხადი კვლავ შეიტანა 2004 და 2012 წლების თამაშებისათვის, თუმცა მცდელობა ამ შემთხვევებშიც წარუმატებელი აღმოჩნდა. 2004 წელს მასპინძელ ქალაქად ათენი აირჩიეს, 2012-ში კი ლონდონი.[85] რიო პირველი ქალაქი გახდა ბრაზილიასა და მთელს სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ოლიმპიადას უმასპინძლებს.[85] 2007 წელს, რიომ წარმატებით გაუწია ორგანიზება და უმასპინძლა XV პანამერიკულ თამაშებს.
2007 წლის 30 ოქტომბერს, ბრაზილია ოფიციალურად დაასახელეს 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად. რიო-დე-ჟანეირო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იქნება და ყველაზე დიდი ალბათობით, ფინალური მატჩი სწორედ რიოში, მარაკანის სტადიონზე გაიმართება.[86] 2011 წლის 15–24 ივლისს, რიომ ასევე უმასპინძლა მსოფლიო სამხედრო თამაშებს. ეს ღონისძიება უდიდესი იყო სამხედრო სპორტის სახეობებს შორის ბრაზილიის ისტორიაში და მასში დაახლოებით 4 900 ათლეტი მონაწილეობდა სპორტის 20 სახეობაში მსოფლიოს 108 ქვეყნიდან.[87]
რიო-დე-ჟანეიროში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რიოს ხუთი ტრადიციული ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ჰყავს: ვასკო და გამა, ბოტაფოგო, ფლუმინენსე, ფლამენგო და ამერიკა.[88]
ჟაკარეპაგუის ტრასებზე 1978—1990 წლებში იმართებოდა ფორმულა ერთის ბრაზილიის გრან-პრის შეჯიბრებები, 1996—1999 წლებში კი Champ Car-ის ღონისძიებები. 1985—2001 წლებში რიოს პლაჟებზე იმართებოდა პროფესიონალური სერფინგის ჩემპიონატები. გაზაფხულობით ტარდება რიოს თასი ჩოგბურთში. 2007 წლის პანამერიკული თამაშებისათვის, რიოში აშენდა ახალი, ჟოაო აველანჟას ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 45 000 მაყურებელს იტევს. მას სახელი ფიფას ბრაზილიელი ყოფილი პრეზიდენტის — ჟოაო აველანჟას პატივსაცემად ეწოდა. იგი ქალაქის საკუთრებაშია, მაგრამ ოცწლიანი იჯარით სტადიონი საფეხბურთო კლუბ ბოტაფოგოს გადაეცა.[89] რიო ასევე ფლობს მრავალფუქნციურ HSBC Arena-ს.
ქალაქში საკმაოდ პოპულარულია ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება კაპოეირა. სპორტის სხვა პოპულარულ სახეობებს შორისაა პლაჟის ფეხბურთი, პლაჟის ფრენბურთი, პლაჟის ამერიკული ფეხბურთი, სერფინგი, კაიტსერფინგი, დელტაპლანი, ავტოსპორტი, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ, აფროსნობა და ნიჩბოსნობა. ასევე, პლაჟის სახეობებში პოპულარულია პლაჟის ჩოგბურთის ერთ-ერთი სახეობა Frescobol-ი. რიო-დე-ჟანეირო ნამდვილი სამოთხეა კლდეზე ცოცვისათვის; ქალაქის მასშტაბით ამ სპორტის ასობით გზაა, დაწყებული ადვილი ტრასებით, დამთავრებული მაღალპროფესიონალური გზებით. მათ შორის ყველაზე ცნობილია რიოს გრანიტის მთა — შაქრისთავა მთა, ადვილი, მესამე ხარისხისა (ამერიკული 5,4, ფრანგული 3) და უკიდურესად რთული მეცხრე ხარისხის 280 მეტრიანი გზებით.
ხუთშაბათს საღამოობით და შაბათ-კვირას შუადღის შემდეგ, საცხენოსნო კლუბში იმართება ცხენებით შეჯიბრება. ეს ადგილი ბრწყიბნვალე ბალახითა და ქვეყნის საუკეთესო ცხენებით გამოირჩევა. რიო-დე-ჟანეიროში დელტაპლანის ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება. მან რიოში სწრაფი განვითარება ჰპოვა, რაც მისი გეოგრაფიითაა გამოწვეული: ატლანტის ოკეანეზე გადაშლილი ციცაბო მთები პლაჟებზე ფართო დასაშვები ზონების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.
ქალაქში საზღვაო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა იახტით ცურვა. მთავარი იახტ-კლუბები განთავსებულია ბოტაფოგოში, კოპაკანბანასა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს შორის მონაკვეთში. ყველაზე ექსკლუზიური და საინტერესოა რიოს იახტ-კლუბი, სადაც მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. იხატ-კლუბთა უმრავლესობა ღია მხოლოდ მისი წევრებისთვისაა. სერფინგისათვის დიდებული ადგილებია კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟები. ზღვა ად ადგილებში სახიფათოა, რის გამოც ბრაზილიისა და მსოფლიოს საუკეთესო სერფინგისტები ამ პლაჟებს განსაკუთრებით ეტანებიან.[90]
კულტურული ღონისძიებები
ახალი წელი
ყოველი წლის 31 დეკემბერს, კოპაკაბანის პლაჟზე ახალი წლის აღსანიშნავად 2,5 მლნ ადამიანი იყრის თავს. ხალხის ეს ბრბო, ძირითადად თეთრებში ჩაცმული, მთელი ღამის განმავლობაში პლაჟის გასწვრივ ასობით სხვადასხვა შოუსა და ღონისძიებას მართავს. ეს დღესასწაული მეორე უდიდესია რიოში და მხოლოდ კარნავალს ჩამოუვარდება. ხალხი ერთმანეთს ახლა წელს შამპანურით ულოცავს.[91]
კარნავალი
რიოს ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კარნავალი. კარნავალის ტრადიციებს სავარაუდოდ ფრანგული და გერმანული გავლენა ეტყობა. ეს ჩვეულება პორტუგალიელებმა და ბრაზილიის სამეფო ოჯახებმა დაამკვიდრეს, რომელთაც ბურბონი და ავსტრიელი წინაპრები ჰყავდათ. თავდაპირველად, ეს სანახაობა მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის ეწყობოდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში შესამჩნევი გავლენა იქონია აფრიკულ-ბრაზილიურმა დასარტყამმა ინსტრუმენტებმა და მუსიკამ. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის მრავალი არჩევანი აქვს. მათ შორისაა სამბას ცნობილი სკოლების აღლუმები სამბადრომზე და ქუჩის მსვლელობები, რომლებიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში იმართება. მათ შორის ყველაზე ცნობილია:
- Cordão do Bola Preta: აღლუმები ქალაქის ცენტრში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კარნავალია. 2008 წელს, მხოლოდ ერთ დღეში, მას 500 000 ადამიანი ესწრებოდა.[92] 2011 წელს კი დაახლოებით 2 მლნ ადამიანი.
- Suvaco do Cristo: მოაღლუმეთა ჯგუფები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში, პირდაპირ ქრისტეს ქანდაკების მკლავებს ქვეშ ზეიმობენ. მისი სახელიც სწორედ ამ ფაქტიდან მომდინარეობს და Suvaco do Cristo „ქრისტეს იღლიას“ ნიშნავს.
- Carmelitas: ზეიმობენ სანტა-ტერეზას კვარტალში, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება.
- Simpatia é Quase Amor: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღლუმი იპანემაზე.
- Banda de Ipanema:ყველაზე დამახასიათებელია იპანემისათვის. იგი დროისმტარებელთა ფართო მასებს იზიდავს, მათ შორის ოჯახებსა და სექსუალურ უმცირესობებს.
1840 წელს, პირველი ნიღბებიანი კარნავალი აღნიშნეს. წლების შემდეგ, კარნავალისთვის ტრადიციად იქცა მოკაზმული ტივები და კოსტიუმებში გამოწყობილი მოდღესასწაულეები. კარნავალს ბრაზილიური მუსიკის ისტორიულ ფესვებად მიიჩნევენ.[93]
ტრანსპორტი
აეროპორტები და ნავსადგურები
რიო-დე-ჟანეიროს შემდეგი აეროპორტები ემსახურება:
- რიო-დე-ჟანეირო-გალეონის საერთაშორისო აეროპორტი: გამოიყენება ყველა საერთაშორისო და ზოგიერთი შინაური ფრენებისთვის. 2004 წლის აგვისტოდან, სანტუს-დიუმონტის აეროპორტიდან ფრენების დიდი ნაწილის გადმოცემის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის მთავარ კარიბჭედ იქცა. გარდა იმისა, რომ ეს აეროპორტი რიოს დანარჩენ ბრაზილიასთან აკავშირებს შინაური ფრენებით, ამავე დროს აქედან ხორციელდება ფრენები მსოფლიოს 19 ქვეყნის მიმართულებით. მგზავრთა გასასვლელი ორი ტერმინალით, აეროპორტის გამტარიანობაა 15 მლნ ადამიანი წელიწადში. მდებარეობს რიოს საქმიანი ნაწილიდან 20 კმ-ში. აეროპორტის კომპლექსს ბრაზილიაში უდიდესი, 4 000 მეტრიანი ასაფრენი ბილიკი და სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი ლოჯისტიკური ტერმინალი გააჩნია.[94]
- სანტუს-დიუმონტის აეროპორტი: ძირითადად სან-პაულუსკენ და ზოგიერთ მოკლე და საშუალო მანძილის შინაურ ფრენებს, ასევე ზოგად ავიაციას ემსახურება. მდებარეობს გუანაბარის უბეზე, რიოს ცენტრიდან ოდნავ მოშორებით. 1990-იანი წლებიდან სანტოს-დიუმონტის ზომების გაზრდა დაიწყო, რაც სცილდებოდა მის სპეციალიზაციას — ბრაზილიის შიდა რეისებზე ფრენებს. თუმცა, 2004 წელს აეროპორტმა თავისი ძირითადი სპეციალიზაცია დაიბრუნდა და აქცენტი კვლავ შიდა ფრენებზე აიღო. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მგზავრთა ტერმინალის განახლება-გაფართოება, რათა მგზავრებს მეტი კომფორტი და მოხერხებულობა შეექმნათ.[95]
- ჟაკარეპაგუის აეროპორტი: გამოიყენება საერთო ავიაციისათვის და მასპინძლობს ბრაზილიის აერო-კლუბს. მდებარეობს ბაიშადა-დე-ჟაპარეკაგუის რაიონში, რიო-დე-ჟანეიროს მუნიციპალურ საზღვრებში, ქალაქის ცენტრიდან 30 კმ-ში.
სამხედრო აეროპორტებს შორისაა:
- გალეანის საჰაერო ძალების ბაზა: ბრაზილიის საჰაერო ძალების ავიაბაზა.
- სანტა-კრუზის საჰაერო ძალების ბაზა: ბრაზილიის საჰაერო ძალების ავიაბაზა. წარსულში მას ბარტოლომეუ-დე-გუსმანის აეროპორტი ერქვა. იგი კომპანია Luftschiffbau Zeppelin-მა ააგო. დღეისათვის, ის ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჰაერო ძალების ავიაბაზაა.
- აფონსოსის საჰაერო ძალების ბაზა: ბრაზილიის ერთ-ერთი ისტორიული საჰაერო ძალების ავიაბაზა. აქ ასევე მდებარეობს საჰაერო ძალების უნივერსიტეტი და ატმოსფეროს მუზეუმი.
რიო-დე-ჟანეიროს ნავსადგური ბრაზილიის მესამე ყველაზე გადატვირთული პორტია ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით. ამავე დროს, ის საზღვაო მგზავრობის ცენტრია. მდებარეობს გუანაბარის უბის დასავლეთ ნაპირზე და ემსახურება რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულუს, მინას-ჟერაისისა და ესპირიტუ-სანტუს შტატებს. ნავსადგურს მართავს Companhia Docas de Rio de Janeiro. მოიცავს ტერიტორიას მაუა-პიერიდან (აღმოსავლეთით) ჩრდილოეთისაკენ. პორტს გააჩნია თითქმის შვიდი ათას მეტრიანი უწყვეტი ნავმისადგომი და 883 მეტრიანი ტალღთსაჭრელი. Companhia Docas de Rio de Janeiro პირდაპირ მართავს გამბოის ნავმისადგომის ტვირთების გადაზიდვის ტერმინალს. მარცვლეულის ტერმინალს ორი 300 ტონიანი საწყობი გააჩნია. მთლიანი ტერმინალი 20 ათასამდე კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს.[96]
გამბოის ნავმისადგომთან ფუნქციონირებს შაქრის, ქაღალდის, რკინისა და ფოლადის პროდუქტების ტერმინალები. 2004 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ნავსადგურმა თითქმის შვიდი მილიონი ტონა ტვირთი გაატარა 1700 გემის საშუალებით. იმავე წელს, პორტმა გაატარა ორ მილიონ ტონაზე მეტი კონტეინერიზებული ტვირთი, 852 ტონა მარცვლეული, 1,8 მლნ ტონაზე მეტი რკინა და ფოლადი, ერთ მილიონ ტონაზე მეტი თხევადი ტვირთი, ხუთი ათას ტონაზე მეტი ქაღალდის საქონელი და 78 ათასი მანქანა. 2003 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ნავსადგურის საშუალებით, სულ 83 გემით გადაადგილდა 91 ათას ადამიანზე მეტი.[97]
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
რიო-დე-ჟანეიროში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარი საშუალებაა ავტობუსები. დაახლოებით 440 მუნიციპალური ავტობუსის ხაზი ყოველდღიურად ოთხ მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. ასევე ფუნქციონირებს საქალაქთაშორისო ხაზებიც. ბოლო წლებში, რიოს სატრანსპორტო პოლიტიკა ტრამვაისა და მეტროპოლიტენისკენაა მიმართული, რათა მოიხსნას მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობის პრობლემა.
მეტროპოლიტენი
რიო-დე-ჟანეიროს მეტროპოლიტენს ორი ხაზი აქვს, 42 და 32 კილომეტიანი. სამომავლოდ იგეგმება მესამე ხაზის აშენება ნიტეროიდან სან-გონსალუსკენ, რა დროსაც გაიჭრება მიწისქვეშა გვირაბი გუანაბარის უბის ქვეშ, რაც შეავსებს ამჟამინდელ საბორნე მომსახურებას.[98] მეტრო რიოს ყველაზე უსაფრთხო და სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფორმაა.[99] ორივე ხაზი ქალაქს კვირის შვიდივე დღეს ემსახურება. პირველი ხაზი მიემართება იპანემაში მდებარე გენერალ-ოსორიოდან ტიჟუკაში მდებარე სეანს-პენიასკენ. მეორე ხაზს კი პირველ ხაზთან ათი სადგური აქვს საერთო და მიემართება ბოტაფოგოდან ჩრდილოეთ რიოსკენ, პავუნამდე. ორშაბათიდან შაბათამდე მეტრო დილის 05:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე მუშაობს, შაბათ კვირასა და დასვენების დღეებში კი დილის 07:00-დან ღამის 11:00-მდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სადგურებზე, თუმცა მგზავრობა ასევე შესაძლებელია სპეციალურ ბარათებზე თანხის ჩატვირთვით. ასევე, მგზავრებს მეტროს ბილეთების შეძენა ავტობუსებშიც შეუძლიათ. არსებობს მეტროსა და ავტობუსის ბილეთის გაერთიანების რამდენიმე შესაძლებლობა. მათ შორის, ასეთი მგზავრობაში მხოლოდ ერთხელ გამოყენებისათვის საჭიროა დამატებითი გადასახადი.[100][101]
მიწისზედა მატარებლის სერვისი SuperVia რიო-დე-ჟანეიროს აგლომერაციის დანარჩენ ადგილებთან აკავშირებს.[102]
ავტობუსები
ავტობუსით მგზავრობის ფასი ზომიერია და 2,75 რეალი ღირს. არაკონდიცირებულ ავტობუსებში ფასი R$ 2,75-ია,[103] კონდიცირებულში კი R$ 2,85 – R$ 5,40.[104] სისტემა შედარებით უსაფრთხოა დღისით, ვიდრე ღამით.[105] სისტემით სარგებლობისათვის აუცილებელია სპეციალური ელექტრონული ბარათი.
ასევე არსებობს სხვა სახის ადგილობრივი ავტობუსები, რომელთაც „Frescão“-ს უწოდებენ. ეს ავტობუსები რამდენიმე გზაზე მოძრაობს, მათ შორის მთავარია ცენტრალური ზონიდან ბოტაფოგოსაკენ; კოპაკაბბანიდან და იპანემიდან ლებლონისკენ, ასევე საერთაშორისო აეროპორტიდან ბარასკენ, პლაჟის გზის გავლით. მათში დამონტაჟებულია კონდიცირება და ჰაერის ტემპერატურა 22 °C (72 °F)-ს შეადგენს, შესაბამისად, ამ უფრო კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა შედარებით ძვირი — R$ 6,00 - R$ 12,00 ღირს.[106] თუმცა, აღნიშნული ავტობუსები მხოლოდ შაბათ-კვირას მოძრაობს. ავტობუსები შედარებით ხშირი განრიგით დადიან დილისა და საღამოს პიკის საათებში.
2016 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის მიმდინარეობს სწრაფი ავტობუსების სისტემის მშენებლობა, რომელიც ბარა-და-ტიჟუკას ქალაქის მთავარ კვარტლებთან დააკავშირებს.
სხვა
რიოსათვის გეოგრაფიულად ყველაზე უახლოესი დობილი ქალაქია გუანაბარის უბის მეორე მხარეს მდებარე ნიტეროი. ნიტეროისა და მის შემოგარენში — სან-გონსალუსა და მარიკაში მცხოვრები მრავალი ადამიანი ყოველდღიურად მოძრაობს რიო-დე-ჟანეიროში, სასწავლად თუ სამუშაოდ. რიოს ცენტრსა და ნიტეროის რამდენიმე საბორნე მომსახურება აკავშირებს ერთმანეთთან.
რიო-დე-ჟანეიროს მთელს ბრაზილიასა და სამხრეთ ამერიკაში უძველესი ელექტრო-ტრამვაის სისტემა გააჩნია,[107] რომელსაც დღეს უფრო მეტად ტურისტები იყენებენ, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლები. სანტა-ტერეზას ტრამვაის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალებაა ქალაქში გადასაადგილებლად. ტრამვაის სადგური მუნიციპალური თეატრის სიახლოვეს მდებარეობს. მატარებელი ყოველ ნახევარ საათში, დილის 6:00-დან საღამოს 11:00-მდე გადაადგილდება. ბილეთის ფასი მხოლოდ BR$0,60 (US$0,35)-ია და მგზავრი მას ასვლისთანავე, სპეციალური ბარიერის გავლისას იღებს. სანტა-ტერეზას ელექტრო-ტრამვაიმ რიოში ფუნქციონირება 1891 წელს დაიწყო და ცხენებით მოძრავი ტრამვაი ჩაანაცვლა. შესაბამისად, გაფართოვდა გზაც. ტრამვაის მატარებლები ბრაზილიაშია წარმოებული; ვაგონში, მოწყობილია გადაჯვარედინებული გრძელ სკამები და ხელის ჩასაჭიდი ფეხზე მდგომ მგზავრთათვის.[108] მას შემდეგ, რაც 2011 წლის 28 აგვისტოს, ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შვიდი ადამიანის სიცხოცხე იმსხვერპლა,[109] ტრამვაის მომსახურება გაუმჯობესების მიზნით შეწყდა და გაიხსნება 2014 წელს, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისათვის. მიუხედავად ამისა, მაინც ფუნქციონირებს ორი ხაზი — სანტა-ტერეზადან ცენტრალური ზონისკენ.
ცენტრალურ ზონაში გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, პრეფექტურამ დაიწყო მეტროტრამის სისტემის პროექტი. მას ხუთი ხაზი ექნება დაცენტრალურ ბიზნეს-რაიონს სანტუს-დუმონტის აეროპორტთან და კიდევ რამდენიმე ადგილთან დააკავშირებს.[110]
ავტოტრანსპორტი
რიო-დე-ჟანეიროში, ისევე როგორც ბრაზილიის სხვა დიდ ქალაქებში, მანქანით მოძრაობა საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არაა, რაც გადატვირთული მოძრაობითაა განპირობებული. ქალაქს რამდენიმე ჩქაროსნული ავტოსტრადა ემსახურება, მათ შორის Linha Vermelha, Linha Amarela, Avenida Brasil, Avenida das Américas და Avenida Infante Dom Henrique.[111] 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის, ქალაქში გაიხსნება ორი ახალი ჩქაროსნული ავტოსტრადა, სადაც იმოძრავებს სწრაფი ავტობუსების სისტემა (BRT): TransOlimpica და TransCarioca.
გზატკეცილები
ბრაზილიაში, შიდა ტრანსპორტირების ძირითადი საშუალებაა ავტომაგისტრალები. გრძელი მანძილის ავტობუსების ტერმინალი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ კვარტალ სანტო-კრისტოში მდებარეობს. რიოდან გზები ყველა მეზობელი შტატის მიმართულებით მიემართება. ზოგიერთი გზები კერძო საწარმოებს ეკუთვნით. გზატკეცილების ხარისხი უფრო და უფრო უმჯობესდება, მაგრამ მნიშვნელოვნად იზრდება მათი სარგებლობის გადასახადი.
ველოტრასები
ქალაქს 160 კმ ველოტრასა გააჩნია. მათი უმრავლესობა პლაჟების გასწვრივ მიემართება. ველოტრასის 6 კილომეტრიანო მონაკვეთი სერავს ტიჟუკის ეროვნულ პარკს.[112]
ადამიანური განვითარება
ადამიანური განვითარება რიოში დიდადაა დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე, რაც ქალაქის სივრცით სეგრეგაციასა და სოციოეკონომიკურ უთანასწორობას ნათლად წარმოაჩენს. 2000 წელს, რიოს ზოგიერთ კვარტალს ადამიანის განვითარების ინდექსის ბევრად მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე მსოფლიოს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანას.
სოციალური საკითხები
რიო-დე-ჟანეიროში მდიდრებსა და ღარიბებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი უთანასწორობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მსოფლიოს უმთავრეს მეტროპოლიებს შორის იკავებს ადგილს, მისი მოსახელობის 1/5 საგარეუბნო ტიპის დასახლებებში, ე. წ. ფაველებში ცხოვრობს, სადაც საბინაო ფონდი არ რეგულირდება.[113] ფაველებში მოსახლეობის 15% ღატაკია.[114] ამ პრობლემის გადასაწყვეტად, გატარდა რამდენიმე სამთავრობო პროგრამა, რაც ფაველებიდან მოსახლეობის სოციალურ საცხოვრებლებში გადაყვანას ითვალისწინებდა, მაგალითად სიდადე-დე-დეუსში.
კრიმინალი
რიო-დე-ჟანეიროში კრიმინალის მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მკვლელობების, ძირითადად სან-კრისტოვანში, გრანდე-ტიჟუკაში, კოპაკაბანასა და ლემეში.[115] 2010 წელს მუნიციპალურ არეალში 1 764 მკვლელობა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.[116] თუმცა, მკვლელობათა რიცხვი მეტროპოლიურ არეალსა და მთლიანად შტატში მაინც იმატებს. ფედერალური მთავრობის კვლევების[117] თანახმად, მუნიციპალიტეტი 206-ე ადგილზეა ბრაზილიის ძალადობით გამორჩეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. 1978—2000 წლებში, რიოში სულ 49 900 ადამიანი იქნა მოკლული.[118] ქუჩური ბრძოლები მოიცავს შეტაკებებსა პოლიციასა და ნარკომოვაჭრეებს შორის, ასევე ხშირია შემთხვევები, რომ ამ უკანასკნელთა მხარეს არიან კორუმპირებული პოლიციელებიც. 2007 წელს, პოლიციამ რიო-დე-ჟანეიროს შტატში სავარაუდოდ 1 330 ადამიანი მოკლა,[119] რაც 2006 წლის მაჩვენებელზე 25%-ით მეტია (1 063 ადამიანი). შედარებისათვის, 2006 წელს, მთელი აშშ-ის მასშტაბით პოლიციამ სულ 347 ადამიანი მოკლა.[120][121]
2008 წელს, რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორმა სერჟიო კაბრალ ფილიომ სამშვიდობო პოლიციის ერთეულების (PPU) პროგრამა წამოიწყო, რომლის მიზანიც ნარკომოვაჭრეების მიერ კონტროლირებად არეალებში წესრიგის დამყარებაა. პროგრამა წარმატებულად მიიჩნევა.[122] ანტონიო გაროტინიოს ადმინისტრაციის დროს, ფაველებში კრიმინალური საკითხების მოგვარება ევალებოდა სპეციალური ზონების პოლიციის ჯგუფსა (GPAE) და პოლიციის გაერთიანების პროგრამას, მანამდე კი პოლიციის რეფორმები გუბერნატორმა ლეონელ ბრიზოლამ დაიწყო.
ბოლო ხანებში, როდესაც რიო-დე-ჟანეირო აქტიურად ემზადება 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისათვის, განსაკუთრებით გააქტიურდა კრიმინალთან ბრძოლა. იგი 2010 წლის 25 ნოემბერს დაიწყო, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ერთობლივი ძალებით. ბანდიტების წინააღმდეგ ოპერაცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქალაქის სხვადასხვა არეალში გაშენებულ ქოხმახების დასახლებებში წესრიგის დამყარებას.[123] შედეგად, ამ არეალებზე, რომელთა შორის კომპლექსო-დუ-ალემანიცაა, ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა.
ცნობილი ადამიანები რიო-დე-ჟანეიროდან
ბრაზილიაში, ადამიანებს, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროში დაიბადნენ, კარიოკებს უწოდებენ. მათ მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ბრაზილიის (და მსოფლიოს) ისტორიაში, კულტურაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და ა. შ., განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რიო ქვეყნის ფედერალური დედაქალაქი და ბრაზილიის ზრდა-განვითარებისა და ინოვაციების მთავარი კვანძი იყო. რიოში დაბადებულ სახელგანთქმულ ადამიანთა შორის არიან:
|
|
საერთაშორისო ურთიერთობები
დაძმობილებული ქალაქები
რიო-დე-ჟანეირო დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[124][125][126][127][128][129][130][131][132][133][134][135][136][137][138][139][140]
რესურსები ინტერნეტში
- Rio de Janeiro, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Images of Rio—Hundreds of images from the 1920s to the present დაარქივებული 2005-12-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ Rio de Janeiro Travel Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-13. ციტირების თარიღი: 2011-04-15.
- ↑ R.L. Forstall, R.P. Greene, and J.B. Pick, "Which are the largest? Why published populations for major world urban areas vary so greatly", City Futures Conference, (University of Illinois at Chicago, July 2004) – Table 5 (p.34)
- ↑ City Population agglomeration list. City Population. Retrieved July 30, 2009.
- ↑ Rio 2016. Rio 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2010-03-14.
- ↑ Posição ocupada pelos 100 maiores municípios em relação ao Produto Interno Bruto. Instituto Brasileiro de Geografia e Estatística (IBGE) (December 16, 2008). ციტირების თარიღი: December 16, 2008.
- ↑ The 150 richest cities in the world by GDP in 2005. City Mayors Statistics (March 11, 2007). ციტირების თარიღი: September 8, 2008.
- ↑ Assessoria de Comunicação e Imprensa. Universidade Estadual de Campinas (Unicamp) (June 17, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 17, 2008. ციტირების თარიღი: September 8, 2008.
- ↑ „BBC SPORT | Olympics | Rio to stage 2016 Olympic Games“. BBC News. 2009-10-02. ციტირების თარიღი: 2009-10-04.
- ↑ „Rio de Janeiro quer sediar somente a final da Copa 2014“. Terra Networks. March 26, 2010.
- ↑ Where is Rio de Janeiro?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2012-06-11.
- ↑ Rio de Janeiro — History.com Articles, Video, Pictures and Facts
- ↑ Rio de Janeiro Destination Guide დაარქივებული 2009-02-07 საიტზე Wayback Machine. from The Weather Channel. Retrieved December 2, 2007.
- ↑ Rio de Janeiro Weather Forecast & Climate - Weather In Rio de Janeiro, Brazil
- ↑ (პორტუგალიური) „Hail falls in Rio de Janeiro's West Zone and Baixada Fluminense“. Globo News. 2012-03-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-02. ციტირების თარიღი: 15 March 2012.
- ↑ (პორტუგალიური) Snowfall in Rio de Janeiro: Serra da Mantiqueira's part in Sul Fluminense. SkycraperCity forum (2007-07-07). ციტირების თარიღი: 15 March 2012.
- ↑ (პორტუგალიური) „Tornado is responsible for havoc in Nova Iguaçu, Rio de Janeiro“. Globo. 2011-01-20. ციტირების თარიღი: 11 April 2012.
- ↑ 17.0 17.1 (პორტუგალიური) „Tornado is responsible for havoc in Nova Iguaçu“. Gazeta do Povo. 2011-01-21. ციტირების თარიღი: 11 April 2012.
- ↑ Record lowest temperature since 7.3°C(45 °F) in 2000. ციტირების თარიღი: February 2012.
- ↑ Rio de Janeiro Climate Guide. ციტირების თარიღი: 2011.
- ↑ Weather Information for Rio De Janeiro (September 2011).
- ↑ Climatological Information for Rio de Janeiro, Brazil დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. – Hong Kong Observatory
- ↑ Jorge Couto, 1995, A Construção do Brasil, Lisbon: Cosmos.
- ↑ índios Rio. Bairrodocatete.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ History of Rio. Paralumun.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 27, 2008. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Real Portuguese Family in Rio. .folha.uol.com.br (January 1, 1970). ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ A África civiliza. Multirio.rj.gov.br. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Boone, Christopher G. 1995. Streetcars and Politics in Rio de Janeiro: Private Enterprise versus Municipal Government in Mass Transit Delivery, 1903–1920. Journal of Latin American Studies 27: 343–365.
- ↑ „Drugs and violence in Rio: The bottom line“. The Economist. October 22, 2009. ციტირების თარიღი: January 21, 2010.
- ↑ Juscelino Kubitschek and the city of Rio de Janeiro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-15. ციტირების თარიღი: 2012-06-12.
- ↑ Cariocas and Municipal Autonomy. Rumoaocap.kit.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 23, 2011. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Carioca Dream and Autonomy. .sirkis.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2011. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-01. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
- ↑ "Reinventing Rio"[1] დაარქივებული 2011-06-17 საიტზე Wayback Machine. , Alan Riding, Sept. 2010, Smithsonian
- ↑ Bid Rio 2016. Rio2016.org.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 19, 2009. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
- ↑ CSA's steel mill is going to generate 18 thousand jobs in Rio de Janeiro's West Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-12. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
- ↑ [2010 IGBE Census (პორტუგალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2012-06-13. 2010 IGBE Census (პორტუგალიური)]
- ↑ 37.0 37.1 2010 IGBE Census (პორტუგალიური)
- ↑ (პორტუგალიური)The largest Brazilian cities - 2010 IBGE Census
- ↑ Tem índio no Rio. Paginas.terra.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 13, 2007. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
- ↑ Portuguese in Brazil and Rio. Blogluso-carioca.blogspot.com (July 29, 2006). ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Portuguese descent in the city of Rio de janeiro and Brazil. Presidencia.pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2011. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Brasil 500 anos. .ibge.gov.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 23, 2008. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
- ↑ Rio de Janeiro, uma cidade ... - Google Livros. Books.google.com.br. ციტირების თარიღი: 2011-09-15.
- ↑ Brasil 500 anos. .ibge.gov.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2008. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
- ↑ Agencia Brasil. (2011-03-11) Consulado do Japão no Rio disponibiliza telefone para prestar informações sobre o país | Agencia Brasil. Agenciabrasil.ebc.com.br. ციტირების თარიღი: 2011-09-15.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-22. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
- ↑ The Genomic Ancestry of Individuals from Different Geographical Regions of Brazil Is More Uniform Than Expected. Plos One. ციტირების თარიღი: 2011-09-15.
- ↑ Negros e pardos do Rio têm mais genes europeus do que imaginam, segundo estudo. Meionews.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2011-09-15.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-30. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
- ↑ Edward Eric Telles (2004). „Racial Classification“, Race in Another America: the significance of skin color in Brazil. Princeton University Press, გვ. 81–84. ISBN 0-691-11866-3.
- ↑ Barsa Planeta Ltda. Brasil.planetasaber.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2011. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Roraima heads in Irreligion percentage ranking, Rio de Janeiro state is in #2 Data from Fundação Getúlio Vargas.(პორტუგალიური)
- ↑ Piauí is the most Roman Catholic state in Brazil despite growth in Evangelicals, Pentecostals and other Protestants დაარქივებული 2013-05-08 საიტზე Wayback Machine. Data from FGV.(პორტუგალიური)
- ↑ Acre is the most Evangelical among Brazilian states, Rio de Janeiro is 15th დაარქივებული 2012-10-30 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- ↑ Minister Gilberto Carvalho apologized Brazilian evangelical bench[მკვდარი ბმული](პორტუგალიური)
- ↑ Evangelical congressman namecalls openly pro-choice and bi-curious/bisexual Brazilian Minister of Federal Politics for Women "sodominister" დაარქივებული 2012-03-20 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- ↑ Brazilian evangelical bench asks for demission of openly pro-choice Minister Eleonora Menicucci დაარქივებული 2013-06-03 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- ↑ Rio de Janeiro %28city%29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2012-06-15.
- ↑ Tourism in Rio. Portalemfoco.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2011. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Rio de Janeiro será a capital do petróleo entre os dias 13 e 16 de setembro - Agricultura |RuralBR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2012-06-15.
- ↑ Economy of Rio. Britannica.com. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ (2005) per capita income (PDF) (Portuguese), Rio de Janeiro, Brazil: IBGE. ISBN 85-240-3919-1. ციტირების თარიღი: July 21, 2009.
- ↑ Worldwide Cost of Living survey 2011 – Top 50 cities: Cost of living ranking. Mercer (July 12, 2011). ციტირების თარიღი: July 22, 2011.
- ↑ „SP é a 10ª cidade mais cara do mundo para estrangeiros; RJ é a 12ª“. UOL Noticias (Portuguese). July 12, 2011. ციტირების თარიღი: July 22, 2011.
- ↑ „Rio de Janeiro lidera lista de hotéis mais caros do País“. UOL Noticias (Portuguese). March 23, 2011. ციტირების თარიღი: July 22, 2011.
- ↑ Search results on the database
- ↑ Universidades no Rio de Janeiro
- ↑ Educational system in Rio. City-data.com. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-03. ციტირების თარიღი: 2012-06-16.
- ↑ Rio de Janeiro is the main tourist destination in the South Hemisphere (January 29, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 27, 2010. ციტირების თარიღი: February 11, 2010.
- ↑ Boniface, Brian G.; Cooper, Christopher P. (2005) Worldwide destinations casebook: the geography of travel and tourism. Butterworth-Heinemann, გვ. 233–35. ISBN 0-7506-6440-1.
- ↑ [2]
- ↑ Piers Armstrong. Rio's novel history. Cco.cambridge.org. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Candido; Antonio. (1970) Vários escritos. São Paulo: Duas Cidades. p.18.
- ↑ Faraco, Carlos Emílio e Moura, Francisco Mato. Português Projetos. São Paulo: Editora Ática, 2009, p.227.
- ↑ Gledson, John. J. Machado de Assis, ficção e história. Rio de Janeiro: Paz e Terra, 1986, p.13.
- ↑ National Library of Rio de Janeiro. Rio-de-janeiro.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 30, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Official website – National Library of Rio. Bn.br (August 25, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 28, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Behague, Gerard. "Rap, Reggae, Rock, or Samba: The Local and the Global in Brazilian Popular Music (1985–1995)." Latin American music|Latin American Music Review 27, no. 1 (Spring/Summer 2006): 79–90
- ↑ Sansone, Livio. "The Localization of Global Funk in Bahia and Rio." In Brazilian Popular Music & Globalization, 135–60. London: Routledge, 2002.
- ↑ Music in the city. Georgemlima.blogspot.com (February 24, 2004). ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Behague, Gerard. "Globalization/Modernization: Rap, Reggae, Rock, or Samba: The Local and the Global in Brazilian Popular Music (1985–1995)" Latin American Music Review 27, no. 1 (Spring/Summer 2006): 79–90.
- ↑ Teatro Municipal do Rio. Rio-de-janeiro.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 6, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Michaelis, Vicki (October 2, 2009). „Rio De Janeiro to host 2016 Olympic Games“. USA Today. ციტირების თარიღი: October 2, 2009.
- ↑ 85.0 85.1 Rio de Janeiro, Brazil. Bid city profile and Fact sheet. GamesBids.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 9, 2008. ციტირების თარიღი: July 3, 2008.
- ↑ Brazil confirmed as 2014 hosts. FIFA.com (October 30, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 1, 2008. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
- ↑ Rio 2011 Military Games Presentation დაარქივებული 2011-08-25 საიტზე Wayback Machine. Rio 2011 Official Website. Retrieved on July 16, 2011.
- ↑ FIFA numbers. Project2010.co.za. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 23, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Botafogo vai administrar estádio olímpico do Engenhão. Correio Web. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 17, 2007. ციტირების თარიღი: August 28, 2007.
- ↑ Sports in the city of Rio. Studylanguages.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ New Year – Rio. Copacabana.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Cordão do Bola Preta in Rio. Carnaval.uol.com.br. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Brazilian Music: Roots 3. Maria-brazil.org. ციტირების თარიღი: May 6, 2009.[მკვდარი ბმული]
- ↑ International Airport of Rio de Janeiro. Infraero. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 23, 2008. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ National Airport of Rio de Janeiro. Infraero. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 21, 2008. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2012-06-21.
- ↑ Port of Rio de Janeiro. Worldportsource.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2012. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ O DIA Online — Linha 3 do metrô vai receber R$ 35 milhões da União. odia.terra.com.br (February 21, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 26, 2008. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
- ↑ Do G1, no Rio, com informações da TV Globo. Metro Rio – Transport. G1.globo.com. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Metro Rio. Metro Rio. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Metro Rio Integrações. Metro Rio. ციტირების თარიღი: August 10, 2011.
- ↑ SuperVia. SuperVia. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2011. ციტირების თარიღი: October 16, 2010.
- ↑ Passagem de ônibus sobe de R$ 2,50 para R$ 2,75 no Rio. G1 (January 2, 2012). ციტირების თარიღი: May 9, 2012.
- ↑ Novas tarifas de ônibus com ar condicionado e da integração ônibus-metrô. SMTR - Secretaria Municipal de Transportes (January 2, 2012). ციტირების თარიღი: May 9, 2012.
- ↑ Bus – Transportion in Rio. Tripadvisor.com. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Nossas Linhas - Premium. Real Auto Ônibus. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2013. ციტირების თარიღი: May 9, 2012.
- ↑ Bonde de Santa Teresa - a set on Flickr
- ↑ Santa Tereza Tram הכטן7מריכטד7ג
- ↑ G1: Bombeiros confirmam cinco mortos em acidente com bonde no Rio. Retrieved May 09, 2012.
- ↑ Porto Maravilha - Projetos Especiais - Veículo Leve sobre Trilhos
- ↑ Driving in Rio de Janeiro. Rioholiday.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 24, 2009. ციტირების თარიღი: May 6, 2009.
- ↑ Getting around Rio de Janeiro. Worldtravelguide.net. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Barracos em expansão. Iets.org.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2010. ციტირების თარიღი: October 16, 2010.
- ↑ FGV: desigualdade entre favela e asfalto cai no Rio. Revistaepoca.globo.com (August 31, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2010. ციტირების თარიღი: October 16, 2010.
- ↑ North Zone of Rio and Violence. Noticias.bol.uol.com.br (October 24, 2007). ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Óbitos por Causas Externas 1996 a 2010 Portuguese. DATASUS. ციტირების თარიღი: 2012-06-05.
- ↑ Folha de S. Paulo website, "Número de homicídios cai no Brasil", published January 30, 2008, retrieved February 14, 2008. See the.xls file linked in the article.
- ↑ O Dia Online. odia.terra.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2011. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ O Dia Online. odia.terra.com.br (March 19, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2010. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Blog da Renajorp: Polícia do Rio mata 41 civis para cada policial morto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-24. ციტირების თარიღი: 2012-06-25.
- ↑ Needs password, UOL – área restrita.
- ↑ O sonho do Rio virtuoso: especialistas preveem onda de crescimento e R$ 90 milhões a mais (პორტუგალიური). Oglobo.globo.com (August 15, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2011. ციტირების თარიღი: October 16, 2010.
- ↑ Brazil police battle Rio de Janeiro gang violence. www.bbc.co.uk (November 24, 2010). ციტირების თარიღი: December 1, 2010.
- ↑ Sister cities. Radikal.com.tr. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Sister cities. Managua.gob.ni. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Sister cities. Eng.gov.spb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 24, 2009. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Sister cities
- ↑ Sister cities (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2013. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Sister cities. Atlantaga.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 20, 2009. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Sister cities (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2013. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-29. ციტირების თარიღი: 2012-06-25.
- ↑ Sister cities (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2013. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Sister cities (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2013. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2012-06-25.
- ↑ Sister cities (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2013. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Barcelona internacional — Ciutats agermanades Catalan. 2006–2009 Ajuntament de Barcelona. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2012. ციტირების თარიღი: July 13, 2009.
- ↑ Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid.
- ↑ Sister cities (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2009. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Sister cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2013. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
- ↑ Les pactes d'amitié et de coopération. Paris.fr (March 17, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 18, 2010. ციტირების თარიღი: June 14, 2010.
- ↑ Mapa Mundi de las ciudades hermanadas (ესპანური). www.munimadrid.es. ციტირების თარიღი: June 14, 2010.
- ↑ Lei nº 2.643/1998. Câmara Municipal do Rio de Janeiro. Página visitada em 26 de dezembro de 2008.
- ↑ Lei Municipal do Rio de Janeiro 4917 de 2008 – Wikisource (პორტუგალიური). Pt.wikisource.org. ციტირების თარიღი: June 14, 2010.
- ↑ Rio 2016. Rio 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2010. ციტირების თარიღი: June 14, 2010.
- ↑ Lei Municipal do Rio de Janeiro 3467 de 2002 – Wikisource (პორტუგალიური). Pt.wikisource.org. ციტირების თარიღი: June 14, 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2012-06-25.
- ↑ Lei Municipal do Rio de Janeiro 3152 de 2000 – Wikisource (პორტუგალიური). Pt.wikisource.org. ციტირების თარიღი: June 14, 2010.
- ↑ Leis sancionadas e vetos (21 de janeiro de 2008). Lei n.º 4.752/2008. Câmara Municipal do Rio de Janeiro. Página visitada em 26 de outubro de 2008.
- ↑ Cologne International: Rio de Janeiro is Cologne’s new twin city (ინგლისური). Cologne City Business News. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2016. ციტირების თარიღი: April 28, 2012.