კორკოვადო
კორკოვადო (პორტ. Corcovado - „კუზიანი“) — მთა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ცენტრალურ ნაწილში. მთა გრანიტითაა ნაგები და მისი სიმაღლე 710 მეტრია. მდებარეობს ტიჟუკის ტყეში, რომელიც ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული.
რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბრაზილია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | vi |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
ნომერი | 1100 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1100 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მიუხედავად იმისა, რომ კორკოვადო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, იგი რიო-დე-ჟანეიროს საკმაოდ გარე რაიონებიდანაც კი მოჩანს. ეს მთა მთელ მსოფლიოში ცნობილია მასზე მდგარი ქრისტეს 32 მეტრიანი ქანდაკებით, რომელიც აქ 1931 წელს აღმართეს.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაქრისტეს ქანდაკებას, როგორც კორკოვადოს მთავარ ღირსშესანიშნაობას, ყოველწლიურად 300 000 ტურისტი სტუმრობს. აქედან რიოს ულამაზესი ხედი იშლება, მოჩანს შაქრისთავა მთა, როდრიგო-დე-ფრეიტასის ლაგუნა, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟები, მარაკანას სტადიონი და რიოს ფაველები (უღარიბესი რაიონები).