შაქრისთავა მთა

(გადამისამართდა გვერდიდან შაქრის მთა)

შაქრისთავა მთა (პორტ. Pão de Açúcar) — მთა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში. მდებარეობს გუანაბარის ყურის სანაპიროზე, პატარა ნახევარკუნძულზე, რომელიც ატლანტის ოკეანეშია შეჭრილი. მისი სიმაღლეა 396 მეტრი. მთის ეს სახელწოდება გამოწვეულია იმით, რომ მას ძალიან ამსგავსებდნენ შაქრის თავს (იმ ფორმას, რომელსაც ადრე რაფინირებულ შაქარს აძლევდნენ).

შაქრისთავა მთის ხედი ბოტაფოგოს პლაჟიდან

შაქრისთავა მთაზე მისვლა შესაძლებელია საბაგიროთი, რომელიც 1912 წელს ააშენეს (რეკონსტრუირებულ იქნა 2008 წელს). იგი გათვლილია 65 მგზავრზე და ყოველ 20 წუთში ერთხელ მოძრაობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება