რიო-დე-ჟანეირო-გალეანის საერთაშორისო აეროპორტი
რიო-დე-ჟანეირო-გალეანის ანტონიო კარლოს ჟობიმის საერთაშორისო აეროპორტი (პორტ. Aeroporto Internacional do Rio de Janeiro/Galeão – Antônio Carlos Jobim) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მთავარი აეროპორტი. სახელი ეწოდა გალეანის პლაჟისგან, რომელიც თავდაპირველ მგზავრთა ტერმინალის პირდაპირ მდებარეობს. 1999 წლის 5 იანვარს, აეროპორტს ასევე ეწოდა ბრაზილიელი მუსიკოსის — ანტონიო კარლოს ჟობიმის სახელი. გელეონი მოხსენიებულია მის კომპოზიციაში „Samba do avião“.
რიო-დე-ჟანეირო-გალეანის საერთაშორისო აეროპორტი Aeroporto Internacional do Rio de Janeiro/Galeão – Antônio Carlos Jobim
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო/სამხედრო | |
მფლობელი | ბრაზილია | |
ოპერატორი | Infraero | |
ემსახურება | რიო-დე-ჟაენირო | |
ადგილმდებარეობა | რიო-დე-ჟაენირო | |
სიმაღლე ზდ | 9 | |
კოორდინატები | 22°48′36″ ს. გ. 43°14′37″ დ. გ. / 22.81000° ს. გ. 43.24361° დ. გ. | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||
ნომერი | ზომები | საფარი |
4000 | ბეტონი | |
3180 | ასფალტი |
აეროპორტი უმსხვილესია მთელს ბრაზილიაში და მას სამთავრობო უწყება Infraero მართავს.
ისტორია
რედაქტირებააეროპორტის ისტორია 1923 წლის 10 მაისს იწყება, როდესაც გელეანის პლაჟის სიახლოვეს, კუნძულ გოვრენადორზე საზღვაო ავიაციის სკოლა დაარსდა. 1941 წლის 22 მაისს, როდესაც ბრაზილიის საჰაერო ძალების სამინისტრო შეიქმნა, სკოლა გალეონის საჰაერო ძალების ბაზად გადაკეთდა; აშენდა ტერმინალი და საწყობები, გაფართოვდა ასაფრენი ბილიკი. ეს შენობები დღესაც არსებობს და გალეანის საჰაერო ძალების ბაზა კვლავაც აქტიურია. როდესაც 1942 წლის 22 აგვისტოს ბრაზილიამ ღერძ ბერლინი-რომი-ტოკიოს ომი გამოუცხადა, აეროდრომის გამოყენება ინტენსიურად დაიწყეს მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ოპერაციების ჩასატარებლად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Airport information for SBGL დაარქივებული 2012-10-08 საიტზე Wayback Machine.
- Airport information for SBGL at Great Circle Mapper
- Current weather for SBGL at NOAA/NWS დაარქივებული 2012-06-16 საიტზე Wayback Machine.
- Accident history for GIG at Aviation Safety Network დაარქივებული 2012-05-15 საიტზე Wayback Machine.
- Rio de Janeiro/Galeão International Airport Photo Archive at airliners.net
- Official website from INFRAERO