რიო-დე-ჟანეიროს ბოტანიკური ბაღი
რიო-დე-ჟანეიროს ბოტანიკური ბაღი (პორტ. Jardim Botânico do Rio de Janeiro) — ბოტანიკური ბაღი რიო-დე-ჟანეიროში, ჟარდიმ-ბოტანიკუს რაიონში, სამხრეთის ზონაში.
რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
მუზეუმის ფანტანი და პალმების ქუჩა | |
ქვეყანა | ბრაზილია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | vi |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
ნომერი | 1100 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1100 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბაღში წარმოდგენილია ბრაზილიური და უცხოური ფლორის მრავალსახეობა. დაახლოებით 6 500 ჯიში (ზოგიერთი საფრთხის ქვეშ მყოფიც) 54 ჰექტარ ფართობზეა გადანაწილებული, მოქმედებს რამდენიმე მწვანე სახლიც. ბაღში ასევე განთავსებულია ისტორიული, ხელოვნებისა და არქეოლოგიურ მნიშვნელობის მონუმენტები. ასევე დიდი მნიშვნელობას ატარებს კვლევითი ცენტრი, რომელშიც ფუნქციონირებს ბოტანიკაზე სპეციალიზებული ყველაზე სრულყოფილი ბიბლიოთეკა მთელს ბრაზილიაში, სადაც 32 000 ტომი ინახება.
ბოტანიკური ბაღი 1808 წელს პორტუგალიის მეფე ჟუან VI-მ დააარსა. თავდაპირველად აქ სხვადასხვა მცენარის აკლიმატიზაცია მიმდინარეობდა, საჯაროდ კი 1822 წელს გაიხსნა. ამჟამად, ღიაა ყოველდღე, დღის განმავლობაში, გარდა 25 დეკემბრისა და 1 იანვრისა.
140 ჰექტარიანი პარკი გადაჭიმულია კორკოვადოს მთის დაბლა, ქრისტეს ქანდაკების მარჯვენა მკლავის ქვეშ. ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა 6 500 სახეობას შორისაა 900 პალმის ხე. შესასვლელიდან ბაღებამდე მიამართება 750 მეტრიანი ქუჩა, რომლის გასწვრივაც დარგულია 134 პალმა. კულტივირებულია პარკის მხოლოდ 40%, დანარჩენ ნაწილში ვრცელდება ატლანტიკური ტყე, რომელიც კორკოვადოს ფერდობებისაკენ მიიწევს. ბოტანიკურ ბაღს სახელმწიფო იცავს, 1992 წელს კი იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გააფორმა.
2012 წელს, იუნესკომ ბაღი რიო-დე-ჟანეიროს სხვა, მიმდებარე ლანდშაფტთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.