ჟუან VI (პორტუგალია)

(გადამისამართდა გვერდიდან ჟუან VI)

ჟუან VI (პორტ. João VI; დ. 13 მაისი, 1767, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 10 მარტი, 1826, იქვე) — პორტუგალიის მეფე 1816–1826 წლებში. ბრაგანსის დინასტიიდან. 1799–1816 წლებში რეგენტი (სახელმწიფოს ფაქტობრივად მართავდა დედის მარიამ I-ის ავადმყოფობის გამო). აბსოლუტური მონარქიის მომხრე, მაგრამ იძულებული იყო ლიბერალებსა და აბსოლუტისტებს შორის მოქნილი პოლიტიკა გაეტარებინა. 1793 წელს შეუერთდა პირველ ანტიფრანგულ კოლაიციას. ნაპოლეონ I-ის ჯარების პორტუგალიაში შეჭრის (1807) შემდეგ ბრაზილიაში წავიდა. 1821 წელს დაბრუნდა ლისაბონში. იძულებული იყო ეცნო პორტუგალიის ლიბერალური კონსტიტუცია, ხოლო 1825 წელს - ბრაზილიის დამოუკიდებლობა.

ჟუან VI
João VI
პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი 1816
მმართ. დასასრული: 10 მარტი 1826
წინამორბედი: მარია I
მემკვიდრე: პედრუ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 მაისი 1767
დაბ. ადგილი: ლისაბონი
გარდ. თარიღი: 26 მარტი, 1826(1826-03-26)
გარდ. ადგილი: ლისაბონი
მეუღლე: კარლოტა ხოაკინა ესპანელი
შვილები: მარია ტერეზა, ბეირას პრინცესა
ანტონიო
მარია ისაბელი, ესპანეთის დედოფალი
პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი
მარია ფრანსისკა, მონილას გრაფინია
მიგელ I, პორტუგალიის მეფე
იზაბელ მარია
მარია
ანა მარია
დინასტია: ბრაგანსის დინასტია
მამა: პედრუ III
დედა: მარია I

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება