მარია ფრანსისკა პორტუგალიელი
მარია ფრანსისკა პორტუგალიელი (პორტ. Maria Francisca de Bragança, ესპ. María Francisca de Portugal; დ. 22 აპრილი, 1800 — გ. 4 სექტემბერი, 1834) — ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის უფროსი ქალიშვილი. პორტუგალიის ინფანტა დაბადებით. მონილას გრაფინია როგორც დონ კარლოს ესპანელის მეუღლე და მისი სამი ვაჟის დედა.
მარია ფრანსისკა პორტუგალიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 აპრილი, 1800 ლისაბონი, პორტუგალია |
გარდაცვალების თარიღი |
4 სექტემბერი, 1834, (34 წლის) ალვერსტოუკი, დიდი ბრიტანეთი |
ეროვნება | პორტუგალიელები |
წოდება | მონილას გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | კარლოსი, მონილას გრაფი |
შვილ(ებ)ი |
კარლოსი, მონტემილონის გრაფი ხუანი, მონტისონის გრაფი ფერნანდო |
მშობლები |
მამა: ჟუან VI, პორტუგალიის მეფე დედა: კარლოტა ხოაკინა ესპანელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ფრანსისკა დაიბადა 1800 წლის 22 აპრილს ლისაბონში, პორტუგალიაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის უფროსი ქალიშვილი. 1816 წლის 22 სექტემბერს, იგი ცოლად გაჰყვა დედამისის, დედოფალ კარლოტას უმცროს ძმას, მონილას გრაფ დონ კარლოსს, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი:
- კარლოს ლუისი (1818-1861), მონტემილონის გრაფი, ცოლად შეირთო მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ხუან კარლოსი (1822-1887), მონტისონის გრაფი, ცოლად შეირთო მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე, რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა;
- ფერნანდო (1824-1861), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
1833 წელს მარია ფრანსისკა, მისი შვილები და ქმარი ესპანეთიდან გააძევეს, რადგანაც მის ქმარს პრეტენზია ჰქონდა ესპანეთის ტახტზე, რომელის მის ძმისშვილ ისაბელ II-ს ეკუთვნოდა. თავდაპირველად ისინი პორტუგალიაში გაემგზავრნენ, თუმცა მას შემდეგ რაც პორტუგალიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, მარია ფრანსისკა თავის ოჯახთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ალვერსტოუკში დასახლა. აქ იგი ნესტიან ჰავას ვერაფრით შეეგუა და მალევე მძიმედ დაავადდა, რის გამოც 1834 წლის 4 სექტემბერს, 34 წლის ასაკში მარია ფრანსისკა გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალებიდან სულ ოთხ წელიწადში, 1838 წელს დონ კარლოსმა ცოლად მარია ფრანსისკას ღვიძლი და, მარია ტერეზა პორტუგალიელი შეირთო, თუმცა მათ საერთო შვილები არ ჰყოლიათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jean-Charles Volkmann, Généalogie des rois et des princes, Edit. Jean-Paul Gisserot (1998).