კარლოს ლუის დე ბურბონი

კარლოს ლუის დე ბურბონი (ესპ. Carlos Luis de Bourbón; დ. 31 იანვარი, 1818 — გ. 13 იანვარი, 1861) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის უმცროსი ვაჟის, მონილას გრაფ დონ კარლოსისა და მარია ფრანსისკა პორტუგალიელის უფროსი ვაჟი. ესპანეთის ინფანტი და მონტემოლინის გრაფი. ესპანეთის დე ფაქტო მეფე კარლ VI-ის სახელით. მას მეფედ მხოლოდ კარლისტები მიიჩნევდნენ, თუმცა მას რეალურად არ ჰქონდა ეს წოდება და არც არანაირი ძალაუფლება გააჩნდა. ცოლად ჰყავდა თავისი მამიდაშვილი მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია.

კარლოს ლუის დე ბურბონი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1818
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 13 იანვარი, 1861, (42 წლის)
ტრიესტი, ავსტრია
ეროვნება ესპანელები
წოდება მონტემოლინის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი
მშობლები მამა: კარლოსი, მონილას გრაფი
დედა: მარია ფრანსისკა პორტუგალიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლოს ლუისი დაიბადა 1818 წლის 31 იანვარს მადრიდში, ესპანეთში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უმცროსი ვაჟის, მონილას გრაფ დონ კარლოსისა და მისი პირველი მეუღლის, პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის შუათანა ასულ მარია ფრანსისკა პორტუგალიელის პირველი შვილი. 1845 წლიდან იგი წარმოადგენდა კარლისტების კანდიდატს ესპანეთის ტახტზე.

1850 წლის 10 ივლისს იგი დაქორწინდა თავის ღვიძლ მამიდაშვილზე, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მარია ისაბელ ესპანელის შუათანა ასულ მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელზე. წყვილს შვილები არ ჰყოლია.

1861 წლის 13 იანვარს, ავსტრიის ქალაქ ტრიესტში, 42 წლის ასაკში კარლოს ლუისი გარდაიცვალა. მისმა დაკარგვამ დიდი გავლენა იქონია მის ცოლზე, რომელიც ამავე წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. ისინი დაკრძალეს ტრიესტის წმინდა კარლო ბორომეოს სახელობის კათედრალში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Walther L. Bernecker, Horst Pietschmann: Geschichte Spaniens. Von der frühen Neuzeit bis zur Gegenwart. 4. Auflage. Kohlhammer, Stuttgart 2005, ISBN 3-17-018766-X.