მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი
მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი (იტალ. Maria Carolina di Borbone-Due Sicilie; დ. 29 ნოემბერი, 1820 — გ. 14 იანვარი, 1861) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. სიცილიისა და ნეაპოლის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის შუათანა ასული. მონტემოლინის გრაფინია როგორც კარლოს ლუის დე ბურბონის მეუღლე.
მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ნოემბერი, 1820 ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | ტრიესტი, ავსტრიის იმპერია |
ეროვნება | იტალიელები |
წოდება | მონტემოლინის გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | კარლოს ლუისი, მონტემოლინის გრაფი |
მშობლები |
მამა: ფრანჩესკო I, სიცილიის მეფე დედა: მარია ისაბელ ესპანელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია კაროლინა დაიბადა 1820 წლის 29 ნოემბერს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მისი მეორე ცოლის, მარია ისაბელ ესპანელის შუათანა ასული. 1850 წლის 10 ივლისს კასერტაში იგი დაქორწინდა ესპანეთის მეფე კარლ IV-ის შვილიშვილზე, მონტემოლინის გრაფ კარლოს ლუის დე ბურბონზე. წყვილს შვილები არ შეეძინა.
მარია კაროლინა და მისი ქმარი გარდაიცვალნენ 1861 წელს, ავსტრიის ქალაქ ტრიესტში, ტიფისაგან. 1861 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა კარლოს ლუისი, ამ ამბავმა კი დააჩქარა მარია კაროლინას გარდაცვალაბა, რომელიც მეორე დღესვე, 14 იანვარს გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. ისინი დაკრძალეს ქალაქ ტრიესტის წმინდა კარლო ბორომოს სახელობის იეზუიტურ მონასტერში.