პედრუ III
პედრუ III (დ. 5 ივლისი, 1717, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 25 მაისი, 1786, სინტრა, პორტუგალია) — გაერთიანებული პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვის მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1777–1786 წლებში. მეფე ჟუან V-ისა და მარია ანა ავსტრიელის შვილი. 1760 წელს ცოლად შეირთო საკუთარი ძმის ჟუზე I-ის შვილი, მომავალი დედოფალი მარია I. ქორწინება იყო ნებადართული რომის პაპის მიერ რადგან ჟუზე I-ს არ ჰყავდა მამრობითი სქესის მემკვიდრე. პორტუგალიის მეფეების ოფიციალურ ჩამონათვალში პედრუ III არ მოიხსენიება, თუმცა მას თავისი რიგითი ნომერი აქვს, რომელიც მიჰყვება პორტუგალიის მეფეების ნუმერაციას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Sousa, António Caetano de. História genealógica da Casa Real portuguesa (in Portuguese). VIII. Lisbon: Silviana.