ჰაუსი (ინგლ. House music) — ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ტერმინ ჰაუს მუსიკის წარმოშობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ეს ცნება შესაძლოა წარმომდგარიყო კლუბ The Warehouse-ის სახელწოდებისაგან, რომელიც 1970-იანი და 1980-იანი წლების მიჯნაზე ჩიკაგოელ თინეიჯერებს შორის იყო პოპულარული. პოპულარობით სარგებლობდა ერთ-ერთი რეზიდენტი დიჯეი — Frankie Knuckles, რომლის მუსიკა კლასიკური დისკოს, ევროპული სინთპოპის, ახალი ტალღის, ინდასტრიალისა და პანკის ერთგვარი ნაზავი იყო. მოგვიანებით, როცა დიჯეიმ თავისი მუსიკა ჩანაწერის სახით გამოუშვა, მას House, ანუ ქართულად ჰაუს მუსიკა (უხეშად, მუსიკა ჰაუსიდან) ეწოდა.

არსებობს ვარაუდი, რომ ტერმინ ჰაუსის ("House") წარმოშობა სიტყვის მნიშვნელობასვე (სახლი) უნდა უკავშირდებოდეს. წინათ ბევრი დიჯეი მუსიკას სახლში ქმნიდა და ისეთ მარტივ მოწყობილობებს გამოიყენებდა, როგორიცაა სინთეზატორი და დრამები, Roland TR-808, TR-909 და TB 303 "Bassline". მსგავსი მოწყობილობები ცნობილი გახდა "Acid Machines"-ის მეშვეობით, რომელთაც "acid house"-ის ბგერების შესაქმნელად გამოიყენებდნენ.