რიო-დე-ჟანეიროს მეტროპოლიტენი

რიო-დე-ჟანეიროს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა ბრაზილია
ქალაქი რიო-დე-ჟანეირო
გახსნის თარიღი 1979
ხაზის სიგრძე 58 კმ
სადგურთა რაოდენობა 41
ხაზთა რაოდენობა 3
მგზავრები დღეში 625 205 (2014)
მგზავრები წელიწადში ?
ხაზების სქემა

რიო-დე-ჟანეიროს მეტროპოლიტენი (პორტ. Metrô Rio) — მეტროპოლიტენის სისტემა რიო-დე-ჟანეიროში. სიდიდით მე-2 მეტროპოლიტენია ბრაზილიაში, (სან-პაულუს მეტროპოლიტენის შემდეგ.)

მეტროს სადგური კანტაგალუ

გაიხსნა 1979 წელს და შედგება სამი ხაზისგან: 1, 2 და 4. სამივე ხაზი ქალაქს კვირის შვიდივე დღეს ემსახურება. პირველი ხაზი მიემართება იპანემაში მდებარე გენერალ-ოსორიოდან ტიჟუკაში მდებარე სეანს-პენიასკენ. მეორე ხაზს კი პირველ ხაზთან ათი სადგური აქვს საერთო და მიემართება ბოტაფოგოდან ჩრდილოეთ რიოსკენ, პავუნამდე. ორშაბათიდან შაბათამდე მეტრო დილის 05:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე მუშაობს, შაბათ კვირასა და დასვენების დღეებში კი დილის 07:00-დან ღამის 11:00-მდე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სადგურებზე, თუმცა მგზავრობა ასევე შესაძლებელია სპეციალურ ბარათებზე თანხის ჩატვირთვით. ასევე, მგზავრებს მეტროს ბილეთების შეძენა ავტობუსებშიც შეუძლიათ. არსებობს მეტროსა და ავტობუსის ბილეთის გაერთიანების რამდენიმე შესაძლებლობა. მათ შორის, ასეთი მგზავრობაში მხოლოდ ერთხელ გამოყენებისათვის საჭიროა დამატებითი გადასახადი.

მოძრავი შემადგენლობა

რედაქტირება

მეტროს მატარებლები შედგება ერთსექციური ვაგონებისგან (მონობლოკებისგან), რომლებიც უჟანგავი ფოლადითაა დამზადებული. მატარებლები შედგება 6 ვაგონისგან. 1 ვაგონის მაქს. ტევადობა 351 მგზავრია (40 დასაჯდომი ადგილი). მთელი მატარებლის მაქს. ტევადობა 2 214 მგზავრია. ვაგონებში არის კონდიცირება.

მეტროს სისტემა შედგება სამი ხაზისგან:

  • 1 (ნარინჯისფერი): 16კმ, 20 სადგური.
  • 2 (მწვანე): 30,2კმ, 16 სადგური.
  • 4 (ყვითელი): 16 კმ, 30 სადგური.

რიოში ასევე არის მიწისზედა მატარებლის ქსელი: SuperVia, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს აგლომერაციის დანარჩენ ადგილებთან აკავშირებს.

  • სტატიაში გამოყენებულია მასალა სტატიიდან: რიო-დე-ჟანეირო
  • სტატიაში გამოყენებულია მასალა ჩეხური ვიკიპედიის სტატიიდან: Metro v Riu de Janeiru