მორენა ბაკარინი
მორენა ბაკარინი (ინგლ. Morena Baccarin; დ. 2 ივნისი, 1979 წელი) ბრაზილიელ-ამერიკელი მსახიობია. იგი ცნობილია ინაარა სერას როლით სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში "Firefly". იგი მონაწილეობდა ფილმში "Serenity". გარდა ამისა, მან მოიპოვა საერთაშორისო დიდება, სუპერგმირის ფილმში "Deadpool". 2011 წელს მან მიიღო ემის ჯილდო დრამატულ სერიალ Homeland - ში შესრულებული როლისთვის, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი.
ადრეული წლები
რედაქტირებაბაკარინი დაიბადა 1979 წლის 2 ივნისს. რიო-დე-ჟანეიროში. მისი დაბადების სახელი არის მორენა სილვა დე ვაზ სეტტა ბაკარინი. იგი მსახიობ ვერა სეტტასა და ჟურნალისტ ფერნანდო ბაქარინს შეეძინათ. 7 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად ნიუ–იორკში გადავიდა.
ბაკარინი დადიოდა 41-ე საჯარო სკოლაში და ნიუ იორკის კოლაბორაციული სწავლების სკოლაში, სადაც მორენა და კლერ დეინსი კლასელები იყვნენ. შემდგომში მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა ფილმში Homeland.
მოგვიანებით ბაკარინი სწავლობდა Fiorello H. LaGuardia- ს მუსიკისა და ხელოვნების სკოლაში, მანამ სანამ ჯულიარდის სკოლაში თეატრალურ პროგრამაში შევიდოდა (1996–2000).
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2011 წლის ნოემბერში, ბაკარინმა იქორწინა ოსტინ ჩიკზე. ოსტინი არის ამერიკელი კინოპროდიუსერი და რეჟისორი. მათი ვაჟი, ჯულიუსი, რომელიც 2013 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა. 2015 წლის ივლისში ჩიკმა განქორწინება მოითხოვა, რადგან ისინი ერთმანეთს ვერ უგებდნენ. 2016 წლის 18 მარტს მათი განქორწინება ოფიციალური გახდა.
2015 წლის სექტემბერში ბაქარინმა განქორწინების იურიდიულ დეკლარაციაში თქვა, რომ იგი აპირებს დაქორწინებას ბენ მაკკენზეზე, რომელიც სერიალ Gotham - ში მთავარ როლს ასრულებს. მან ასევე თქვა რომ, მუცლით მის შვილს ატარებდა.
წყვილს ჰყავს ქალიშვილი, რომელიც დაიბადა 2016 წლის 2 მარტს. ბაკარინმა და მაკკენზიმ ნიშნობა 2016 წლის ნოემბერში ჩაატარეს. 2017 წლის 2 ივნისს, მათ იქორწინეს ნიუ იორკში.
კარიერა
რედაქტირებაბაკარინმა პირველი კინოროლი მიიღო იმპროვიზირებულ მოდის მსოფლიო კომედიაში "Perfume", 2001 წელს. ამას მოჰყვა მთავარი როლი ფილმში - Way Off-Broadway (2001).
2002 წელს, იგი მონაწილეობდა სამეცნიერო ფანტასტიკურ დრამაში - Firefly, რომელიც ბაკარინის პირველი სატელევიზიო სერიალი იყო. 2005 წელს მან ითამაშა ინარა სერას როლი ფილმში - Serenity.
2003-2004 წლებში იგი გამოჩნდა მეგი ჯონსის როლში სერიალ Still Life - ის ექვს ეპიზოდში. 2004 წელს, იგი გამოჩნდა სატელევიზიო სერიალში - It’s Always Sunny , ტრანსსექსუალი ქალის როლში. 2005 წლის თებერვალში ბაკარინმა მიიღო ხმოვანი როლი ანიმაციურ სერიალში - Justice League Unlimited.
შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა სერიალ The O.C - ის 3 ეპიზოდში. 2006 წელს იგი გამოჩნდა კომედიურ სერიალში - How I Met Your Mother.
2007 წელს მან ითამაშა ფილმებში: Las Vegas, Heartland და Sands of Oblivion.
2009 წლის მაისში ბაკარინმა იმონაწილევა სატელევიზიო სატირაში - Our House. 2011 წელს ბაკარინი შეუერთდა შოუტაიმის სატელევიზიო დრამას "Homeland", რისთვისაც 2013 წლის 18 ივლისს იგი ნომინირებული იყო დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის, 2013 წლის ემის პრემიაზე.
მორენამ ასევე გაახმოვანა ანიმაციები: "Son of Batman", "Batman: Bad Blood"...
ბაქარინი მელისა მაკარტის გვერდით გამოჩნდა 2015 წლის კომედიურ ფილმში - Spy, აგენტი კარენ უოკერის როლში. 2016 წელს ბაკარინი რაიან რეინოლდთან ერთად მონაწილეობდა ფილმში - Deadpool. 2018 წელს ბაკარინმა გაიმეორა თავის როლი ფილმ Deadpool- ის გაგრძელებაში, სახელწოდებით Deadpool 2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაhttps://marriedbiography.com/morena-baccarin-biography/#Who_is_Morena_Baccarin
https://wikiblog.org/morena-baccarin/#Bio