როგორ შევხვდი დედათქვენს

როგორ შევხვდი დედათქვენს (ინგლ. How I Met Your Mother (შემოკლებით ინგლ. HIMYM)) — ამერიკული კომედიური ტელესერიალი, რომელიც გადიოდა CBS-ზე, 2005 წლის 19 სექტემბრიდან, 2014 წლის 31 მარტამდე. გადაღებული 208 სერიიდან, მას ჰყავდა მხოლოდ ოთხი რეჟისორი : პამელა ფრიმანი (196 სერიის), რობ გრინბერგი (7 სერიის), მიშელ შეა (4 სერიის) და ნილ პატრიკ ჰარისი (1 სერიის).

როგორ შევხვდი დედათქვენს
ჟანრი
რეჟისორი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი ჯონ სუიჰარტი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 9
სერია 208
წარმოება
ხანგრძლივობა 22 წუთი
კომპანია 20th Century fox Television
დისტრიბუტორი 20th Television
ეთერში 19 სექტემბერი, 2005 (2005-09-19) — 31 მარტი, 2014 (2014-03-31)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

შექმნის ისტორია

რედაქტირება

სერიალი შექმნილია კრეგ ტომასისა და კარტერ ბაის მიერ, რომლებმაც ასევე დააფუძნეს ეს შოუ, პირველად მათ წარადგინეს ტელესივრცეში. ისინი არიან მთავარი პროდიუსერები და სცენარის ავტორები. ამ სერიალის გადაღება დაიწყეს მაშინ, როდესაც ისინი მეგობრობდნენ და ცხოვრობდნენ ნიუ იორკში.

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

სერიები დაფუძნებულია მთავარ პერსონაჟზე, ტედ მოსბიზე (Ted Mosby) და მის მეგობრების გუნდზე, მანჰენტენში. ტედი, თავის გოგონას და ბიჭს, 2030 წელს, უხსნის თუ როგორ შეხვდა მათ დედას.

პერსონაჟების დახასიათება

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
  • ტედ მოსბი, სერიალის მთავარი გმირი, პროფესიით არქიტექტორი და შემდგომში კოლეჯის პროფესორი. სერიალში ტედის როლს ჯოშ რედნორი ასრულებს. იგი თავის ვაჟსა და ქალიშვილს მთელი სერიალის განმავლობაში მოუთხრობს, თუ როგორ გაიცნო მათი დედა, თუმცა რეალურად ეს უფრო მისი ზრდასრულობის ამბებია. სიუჟეტის თხრობა იწყება 2005 წლიდან, როდესაც ტედი თავისი კოლეჯის დროინდელ წყვილ მეგობრებთან, მარშალ ერიკსენთან და ლილი ოლდრინთან ერთად ცხოვრობს მანჰეტენზე. მას თავის ოჯახთან არ აქვს ახლო ურთიერთობა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იგებს, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ. ტედი წარმოშობით ოჰაიოდანაა, თუმცა შემდგომში თავის მეგობრებთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც იგი ნამდვილ სიყვარულს ეძებს. იგი მარშალთან, ლილისთან და თავის კიდევ ერთ მეგობართან, მექალთანე ბარნი სტინსონთან ერთად ყოველ საღამოს დადის „მაკლარენსის ბარში“, სადაც სიყვარულის ძიებაში გადააწყდება რობინ შერბაცკის, რომელიც მაშინვე შეუყვარდა, თუმცა რობინს არ სურს სერიოზული ურთიერთობები, ამიტომაც ისინი მთელი სიუჟეტის მანძილზე შორდებიან და შემდეგ ისევ ერთად არიან. დაშორების პერიოდებში ტედს რომანი ჰქონდა არაერთ ქალთან, მათ შორის რამდენიმე სერიოზული. თავდაპირველად იგი თავისი მეგობრის, სტიუარტის ქორწილში შეხვდა კონდიტერ ვიქტორიას, რომელიც შემდგომში ტედს შორდება და გერმანიაში მიდის სასწავლებლად. ხანგრძლივი ძიების შემდეგ იგი კიდევ ერთ სერიოზულ ურთიერთობას იწყებს თავის ექიმ სტელასთან, რომელმაც იგი ქორწილის დღეს მიატოვა. იმავდროულად, პერიოდულად იკვეთება მონაკვეთები, თუ როგორ გაიცნო ტედმა თავისი მეუღლე, მაგრამ იგი მხოლოდ სიუჟეტის ბოლოს ჟანს, მანამდე კი იგი მას მხოლოდ როგორც „დედათქვენს“ ისე მოიხსენიებს შვილებთან თხრობისას. ტედი თავის მეუღლეს, ტრეისი მაკკონელს თავისი ცხოვრების სიყვარულის, რობინ შერბაცკისა და მეგობრის, ბარნი სტინსონის ქორწილში შეხვდა, სადაც ტრეისი გიტარაზე უკრავდა. ისინი მალევე დაახლოვდნენ, დაქორწინდნენ და ორი შვილიც შეეძინათ, მაგრამ როგორც ბოლოს ირკვევა ტრეისი გარდაიცვალა და ტედი ამ ამბის თხრობას შვილებს მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ უყვება იმ იმედით, რომ ისინი გაუგებენ რატომ სურს კვლავ უკვე განქორწინებულ რობინთან ყოფნა.
  • მარშალ ერიკსენი, ტედ მოსბის საუკეთესო მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიალში მის როლს ჯეისონ სიგელი ასრულებს. მარშალი წარმოშობით ნორვეგიელი, თუმცა მინესოტაში დაბადებული და აღზრდილი კაცია, რომელიც ნიუ-იორკში კოლეჯის დამთავრების შემდეგ გადავიდა. იგი რომანტიკოსი და მეოცნებეა, რომელმაც თავისი მთელი ცხოვრების სიყვარული — ლილი ოლდრინი, კოლეჯის პირველ დღეს გაიცნო, როცა მან მარშალს გაფუჭებული რადიოს შეკეთება სთხოვა. ამის შემდეგ მარშალი, ლილი და ტედი ათი წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ ჯერ კოლეჯში, შემდეგ კი მანჰეტენზე, სადაც დაუმეგობრდნენ ბარნი სტინსონსა და რობინ შერბაცკის. იგი პროფესიით იურისტია და გარემოს დაცვაზე ოცნებობს, თუმცა ფინანსური ფაქტორების გამო იძულებულია უზარმაზარ კორპორაციაში იმუშავოს. მან ლილის ორჯერ სთხოვა ხელი და ორჯერვე თანხმობა მიიღო, მაგრამ პირველ ჯერზე ლილიმ თავისი ოცნებების ასრულება მოისურვა, მარშალს დაშორდა და სან-ფრანცისკოში გადავიდა ხატვის სასწავლად, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა და მარშალს შეურიგდა, რის შემდეგაც დაქორწინდნენ და ბავშვებიც გააჩინეს.
  • რობინ შერბაცკი, ტედ მოსბის ცხოვრების სიყვარული და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიალში მის როლს კობი სმულდერსი ასრულებს. რობინი დაიბადა და აღიზარდა კანადაში, სადაც იგი ჯერ მამის ზეწოლის ქვეშ იყო, რომელსაც მისი ბიჭად აღზრდა სურდა, შემდეგ კი თინეიჯერი პოპ-ვარსკვლავი გახდა. საბოლოოდ რობინი ჟურნალისტი გახდა და ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც ტელე-წამყვანად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ტედ მოსბი და დაუახლოვდა მის მეგობრებს. მთელი სიუჟეტის მანძილზე, რობინს ტედი უყვარს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობები არ სურს, რის გამოც ხშირად შორდება და ურიგდება მას. მასთან დაშორების პერიოდში იგი ჯერ არგენტინაში, შემდეგ კი იაპონიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ კვლავ უკან დაბრუნდა. საბოლოოდ რობინი ტედის მეგობარ ბარნი სტინსონს დაუმეგობრდა, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და მალევე განქორწინდა.
  • ბარნი სტინსონი, ტედ მოსბის მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიალში მის როლს ნილ პატრიკ ჰარისი ასრულებს, რომელიც ამ სერიალის ერთ-ერთი იდეის ავტორიცაა. როგორც მან განაცხადა ბარნის პროტოტიპი ჯონ ბელუში იყო. ბარნი მექალთანე, მდიდარი ამერიკელი კაცია, რომელიც დიდ კორპორაციაში მუშაობს და გიჟდება ქალებსა და კოსტიუმებზე. მისი ხასიათი სოციოპათისაკენ იხრება და გამუდმებით ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას. არის მეტად აზარტული და ცდილობს ყველა ქალთან დაწოლას, გამონაკლისი არც მისი საუკეთესო მეგობრები: ლილი და რობინი არიან. იგი ეფლირტავება ტედის დედასა და დასაც. მას ახლო ურთიერთობა აქვს თავის შავკანიან, გეი ნახევარ-ძმასთან. ბარნიმ არ იცის ვინაა მისი ნამდვილი მამა და ცდილობს მისი ვინაობის გარკვევას, ასევე ხანში შესულ დედას ატყუებდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა, რომლებიც რეალურად დაქირავებული მსახიობები იყვნენ. საბოლოოდ მას რობინ შერბაცკი შეუყვარდა, რომელზეც სერიალის ბოლო სეზონში ქორწინებდა, თუმცა ქორწინება მეტად უიღბლო აღმოჩნდა და მალევე განქორწინებით დასრულდა.
  • ლილი ოლდრინი, ტედ მოსბის მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. დაბადებით ნიუ-იორკელი გოგონა, რომელიც აღიზარდა ფემინისტი დედისა და გამომგონებელი მამის ოჯახში. მან ტედი და მარშალი კოლეჯის პირველ დღეს გაიცნო, როდესაც მარშალს გაფუჭებული რადიოს შეკეთება სთხოვა, რის შემდეგაც იგი შეუყვარდა და მასთან და ტედთან ერთად ცხოვრობდა მანჰეტენზე, რა დროსაც იგი საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობდა. ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ მარშალმა მას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო, მაგრამ ლილის თავისი სამხატვრო ოცნების ასრულება მოუნდა, რის გამოც დაშორდა მარშალს და სან-ფრანცისკოში გადასახლდა ფერწერის შესასწავლად. სამ თვეში იგი უკან დაბრუნდა და მარშალს შეურიგდა, რის შემდეგაც ისინი მალევე დაქორწინდნენ და ახალი სახლიც იყიდეს, სადაც ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ შვილებთან ერთად.
  • ტრეისი მაკკონელი, ტედ მოსბის ერთადერთი მეუღლე, რომელთან შეხვედრის ისტორიასაც ეძღვნება მთელი სერიალი. ტრეისი მხოლოდ მერვე სეზონის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა მისი პერსონაჟი აქტიურად მხოლოდ მეცხრე სეზონში შემოდის, სადაც იგი რობინისა და ბარნის ქორწილში დაქირავებულ მუსიკალურ ბენდში უკრავს გიტარაზე. ტედი და ტრეისი ძალიან მალე დაახლოვდნენ და დაქორწინდნენ, მაგრამ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ბედნიერებიც იყვნენ. ქორწინებაში ტრეისიმ ორი შვილი გააჩინა: პენი და ლუკი. როგორც სერიალის ბოლო სერიაში ირკვევა, ტრეისი 2024 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაქვრივებულმა ტედმა შვიდი წელი მარტოობაში გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო რობინთან დაახლოვებაზე კვლავ ფიქრი.

სეზონების მიმოხილვა

რედაქტირება
სეზონი სერიები პრემიერის თარიღი ფინალის თარიღი
1 22 2005 წლის 19 სექტემბერი 2006 წლის 15 მაისი
2 22 2006 წლის 18 სექტემბერი 2007 წლის 14 მაისი
3 20 2007 წლის 24 სექტემბერი 2008 წლის 19 მაისი
4 24 2008 წლის 22 სექტემბერი 2009 წლის 18 მაისი
5 24 2009 წლის 21 სექტემბერი 2010 წლის 24 მაისი
6 24 2010 წლის 20 სექტემბერი 2011 წლის 16 მაისი
7 24 2011 წლის 19 სექტემბერი 2012 წლის 14 მაისი
8 24 2012 წლის 24 სექტემბერი 2013 წლის 13 მაისი
9 24 2013 წლის 23 სექტემბერი 2014 წლის 31 მარტი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პირველი სეზონი

რედაქტირება

2030 წელს, ტედ მოსბი (სადაც მსახიობ ჯოშ რედნორის ნაცვლად ბობ საგეტის ხმა ისმის) თავის ქალიშვილ პენისა და ვაჟს, ლუკასს უყვება ისტორიას, თუ როგორ შეხვდა მათ დედას, ისტორია კი ძალიან შორიდან, 2005 წლიდან იწყება.

პირველი სერია იწყება 2005 წლის 19 სექტემბერს, სადაც ვითარება ხდება ნიუ-იორკში, კერძოდ კი მანჰეტენზე მცხოვრებ 27 წლის არქიტექტორ ტედ მოსბისა და მისი კოლეჯის ორ საუკეთესო მეგობართან: მარშალ ერიკსენსა და ლილი ოლდრინთან, რომლებიც იმავდროულად შეყვარებულები არიან და ტედთან ერთად ცხოვრობენ. ამ პერიოდისათვის მარშალი სამართლის სტუდენტია, ხოლო ლილი საბავშვო ბაღის მასწავლებელი, რომლის ოცნებაა, რომ გახდეს მხატვარი. ლილი და მარშალი ცხრა წლის მანძილზე ცხოვრობენ ერთად და საბოლოოდ, სერიალის პირველ სერიაში მარშალი მას ცოლობას სთხოვს, რაზეც ლილი დასთანხმდა. სწორედ ამის შემდეგ იწყებს ტედი დაოჯახებაზე სერიოზულ ფიქრს და ცდილობს მარშალის მსგავსად იპოვნოს თავისი იდეალური მეორე ნახევარი. ტედი დახმარებას თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარ ბარნი სტინსონს სთხოვს, რომელიც გამოუსწორებელი მექალთანეა და „დიდი გოლიათის ნაციონალურ ბანკში“ მუშაობს მაღალ თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ ხშირად ბარნი, თავისი უღირსი ქმედებების გამო ზიზღს იწვევს ტედში, თუმცა იგი მაინც მის მეგობრად რჩება. ბარნის, ტედს, მარშალსა და ლილის ტრადიცია აქვთ, რომ ყოველდღიურად იკრიბებიან მათი სახლის ქვეშ მდებარე „მაკლარენსის“ პატარა ბარში, სადაც სვამენ და საუბრობენ, ბარნკი კი ამ დროს ახალ ქალებთან დასაახლოვებლად იყენებს. იგი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ქალი საწოლში შეიტყუოს. ამისათვის იგი იყენებს ფოკუსებს, ცრუ ისტორიებს, ტყუილ პირადობის მოწმობებსა და ხანდახან ტედის სახელსაც კი, თუმცა წარმატების მიღწევისა და ქალთან ერთი ღამის გატარების შემდეგ იგი მისდამი ინტერესს კარგავს და უკვალოდ ქრება.

მარშალისა და ლილის ნიშნობით მოხიბლული ტედი მაკლარენსში იწყებს თავისი მეორე ნახევრის ძებნას, სადაც მოულოდნელად შენიშნა ლამაზი გარეგნობის კანადელი რეპორტიორი რობინ შერბაცკი, რომელიც მაშინვე შეუყვარდა და პაემანზე დაპატიჟა. იგი რობინს სიყვარულში პირველივე პაემანზე გამოუტყდა, რაც მათი დაშორების მიზეზად იქცა, რადგან რობინს არ სურს სერიოზული ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, რობინი მალევე დაუახლოვდა ლილის, რომლის გზითაც იგი მალევე გახდა ამ სამეგობროს განუყოფელი ნაწილი. „მომავლის ტედის“ მონათხრობი ცხადყოფს, რომ რობინი არაა ტედის მეუღლე, რადგან ისიც და მისი შვილებიც, თხრობისას მას „დეიდა რობინს“ უწოდებენ.

რობინთან განცდილი მარცხის შემდეგ, ტედმა ახალი ურთიერთობა დაიწყო კონდიტერ ვიქტორიასთან, რომელიც თავისი მეგობრის, სტიუარტისა და კლაუდიას ქორწილში გაიცნო. ვიქტორიასთან დაწყებულმა ურთიერთობამ რობინი აეჭვიანა, რამაც იგი მიახვედრა, რომ ტედი უყვარდა, ამიტომაც ფარული და უწყინარი გზებით ცდილობდა მათ დაშორებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი ყველანაირად ცდილობდა ვიქტორია ტედთან დაშორებაში დაერწმუნებინა. მიუხედავად კარგი ურთიერთობისა, ვიქტორია სასწავლებლად წავიდა გერმანიაში. ამის მიუხედავად მან და ტედმა, გარკვეული დროით შეინარჩუნეს ურთიერთობა, იგი მას გერმანიიდან კექსებსაც უგზავნიდა, მაგრამ ერთხელაც ვიქტორიამ ტედს აღარ დაურეკა. ამაზე გაბრაზებული ტედი ღამით რობინთან ავიდა და მასთან დაწოლა დააპირა, რა დროსაც რობინს მოატყუა, რომ იგი ვიქტორიას დაშორდა. იმავე ღამეს ვიქტორიამ ტედს დაურეკა, რა დროსაც ზარს რობინმა უპასუხა და ყველაფერი გაირკვა. ამის გამო ტედი რობინსაც დაშორდა და ვიქტორიასაც, მაგრამ რობინს წყენამ მალე გადაურა და ტედს შეურიგდა.

ამ მოვლენების პარალელურად, ლილი იწყებს იმაში გარკვევას, რომ მარშალთან ურთიერთობის გამო ხელიდან გაუშვა თავისი შესაძლებლობა — გამხდარიყო მხატვარი. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე იგი მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ვიქტორია სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წავიდა. ამის გამო, ლილი დაშორდა მარშალს და სან-ფრანცისკოში გადავიდა, სადაც სამხატვრო კოლეჯში ჩააბარა. პირველი სეზონი სწორედ მაშინ სრულდება, როდესაც რობინთან შერიგებისა და ღამის გათევის შემდეგ ტედი სახლში ბრუნდება და კიბეზე ჩამომჯდარი მარშალი ხვდება, რომელსაც ხელში ლილის ნიშნობის ბეჭედი ეჭირა.

მეორე სეზონი

რედაქტირება

მეორე სეზონის დასაწყისში ტედი და რობინი წყვილად გვევლინება, ხოლო მარშალი ლილისთან დაშორების გამო დეპრესიაშია. იგი ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს ლილის გარეშე, თუმცა მრავალი ემოციური კრახის შემდეგ დახმარებას ბარნის სთხოვს, რომელიც მარშალს ასწავლის კარგად ჩაცმასა და ქალებთან ურთიერთობას, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც მარშალი რომელიმე ქალს უახლოვდება, ბარნი მას კვლავ აშორებს. რადგანაც ტედი უკვე სასიყვარულო ურთიერთობაში იყო, ბარნის ახალი „მეორე პილოტი“ გახდა, ანუ იგი მას ეხმარებოდა ქალებთან „დაახლოვებაში“. ბარნი ყველანაირად ცდილობს მისთვის ფლირტის ხელოვნების სწავლებას, მაგრამ მარშალს უმეტესად არაფერი გამოსდის. მარშალი ქალებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ საბოლოოდ მოიპოვა ერთი ბარისტას ნომერი. მოგვიანებით, ლილიმ გააცნობიერა, რომ მისგან კარგი მხატვარი არ გამოვა, რის გამოც ნიუ-იორკში დაბრუნდა. თავდაპირველად ლილი და მარშალი არ შერიგებულან, რადგან მარშალი ერთ გოგონასთან იყო ურთიერთობაში, რომელსაც მათ სამეგობროში „შეშლილ თვალებიანს“ უწოდებდნენ, რის გამოც ლილის ძალიან პატარა, არაკომფორტულ ბინაში უხდებოდა ცხოვრება. საბოლოოდ მარშალი „შეშლილ თვალებიან“ გოგონას დაშორდა და ლილის შეურიგდა. იმავდროულად ტედმა რობინი თავის მშობლებს გააცნო, რა დროსაც შემთხვევით გაიგო, რომ ისინი ერთი წლის გაშორებულები იყვნენ, ორივეს სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა და ბებიამისიც გარდაცვლილიყო.

ამ პერიოდში, რობინმა უარი განაცხადა მათთან ერთად სავაჭრო ცენტრში წასვლაზე, რის გამოც მარშალმა გამოთქვა ეჭვი, რომ უარის მიზეზი ის იყო, რომ იგი ჯერ კიდევ კანადაში ცხოვრებისას დაქორწინდა სავაჭრო ცენტრში. ამის საწინააღმდეგოდ, ბარნიმ განაცხადა, რომ რობინი არა გათხოვილი, არამედ პორნო-ვარსკვლავი იყო. ამის გამო მარშალმა და ბარნიმ სანაძლეო დადეს, რის მიხედვითაც გამარჯვებული დამარცხებულს სილას გააწნიდა, თავიანთ „სილის გაწვნის მსაჯად“ კი ლილი აირჩიეს. როგორც შემდგომში გაირკვა, რობინი არც გათხოვილი იყო და არც პორნო-ვარსკვლავი, არამედ იგი თინეიჯერობისას კანადაში პოპ-ვარსკვლავი იყო „რობინ სპარკლსის“ სახელით და მისი ყველაზე ცნობილი ჰიტი იყო „მოდი წავიდეთ სავაჭრო ცენტრში“. ბარნიმ მარშალს სილა ნაადრევად გააწნა, რის გამოც იგი ლილიმ დასაჯა და მარშალმა მისთვის ხუთი სილის გაწვნის უფლება მიიღო ნებისმიერ დროს. მისი ხუთი სილიდან, მარშალმა მეორე სეზონში მხოლოდ ორი გამოიყენა. იმავდროულად გაირკვა, რომ ბარნის შავკანიანი გეი ნახევარ-ძმა ჰყავდა. ბარნის ძმამ, ჯეიმზმა არ იცოდა მამის ვინაობა, თუმცა ბარნის დედა ატყუებდა, რომ მამამისი ცნობილი ტელე-წამყვანი ბობ ბარკერი იყო. ამის გამო ბარნი კალიფორნიაში წავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო გადაცემა „სწორ ფასში“, რომლის წამყვანიც იყო ბობ ბარკერი. მისი აზრით იგი ამ დროს მამას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მან გადაცემის კონკურსში გაიმარჯვა კიდეც და მოგებული პრიზი ლილისა და მარშალს აჩუქა, როგორც ნაადრევი საქორწინო საჩუქარი.

მეორე სეზონის ფინალში, ტედი ბარნის აცნობებს, რომ ის და რობინი განსხვავებული შეხედულებების გამო შორდებიან, რადგან რობინს არ სურდა ქორწინება და შვილები, თუმცა მათ ეს არავის უთხრეს, რადგან ლილისა და მარშალის საქორწინო ბედნიერება არ გაეფუჭებინათ. აღსანიშნავია, რომ მათი დაშორების მიზეზად შამპანურის ჭიქა იქცა, სადაც საქორწინო ბეჭედი ეგდო. ტედმა რობინი ერთად ყოფნის წლისთავის აღსანიშნავად იმ რესტორანში წაიყვანა, სადაც პირველ პაემანზე, შემდეგ კი ოფიციანტმა რობინს ეს ჭიქა მიუტანა, რასაც მათი ჩხუბი და დაშორება მოჰყვა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ჭიქა რობინისთვის კი არა, არამედ მათი გვერდით მჯდომი წყვილისთვის იყო განკუთვნილი და უბრალოდ ოფიციანტს აერია. საბოლოოდ სეზონი მთავრდება ლილისა და მარშალის ქორწილით, სადაც ტედი და რობინი ბარნის დაშორების ამბავს უყვებიან. აქ, უკანასკნელ ეპიზოდში ჩანს ბარნი, სადაც იგი ამბობს თავის საფირმო ფრაზას: „ეს იქნება ლეგენ... მოიცადეთ...“

მესამე სეზონი

რედაქტირება

მესამე სეზონი იწყება ისევ ბარნის გამოჩენას, სადაც იგი ასრულებს თავის საფირმო ფრაზას და ამბობს: „დარული“. როგორც აღმოჩნდა, დაშორების შემდეგ რობინი არგენტინაში წავიდა სამოგზაუროდ, სადაც თავის ახალ შეყვარებულ გაელთან ერთად დაბრუნდა, რომლის როლსაც ენრიკე იგლესიასი ასულებს. ტედი ბარნისთან ერთად ცდილობს შეეგუოს რობინის გაელთან ყოფნას. იმავდროულად, მარშალი და ლილი, როგორც ახლადდაქორწინებული წყვილი, გადაწყვეტენ ახალ სახლში გადასვლას, რომლის ფულიც არ აქვთ. მათ იმდენად მოეწონებათ ერთი სახლი, რომ მარშალი გადაწყვეტს თავისი მთელი ცხოვრების ოცნებაზე — გარემოს დაცვაზე თქვას უარი და ბარნისთან, დიდ კორპორაციაში იწყებს მუშაობას ადვოკატად. იმავდროულად ირკვევა, რომ ლილის საშინელი საკრედიტო ისტორია და ათასობით დოლარის ოდენობის ვალი აქვს, რომელიც წლების მანძილზე დააგროვა ახალი საკრედიტო ბარათებით ტანსაცმლის ყიდვისას. ყოველივე ეს რობინმა გაიგო, რომელიც აიძულებს ლილის, რომ ამ ამბის შესახებ მარშალს მოუყვეს. ყველაფრის მიუხედავად, მარშალის ახალი სამსახურის წყალობით მათ შეძლეს ლილის ვალების გასტუმრება და ახალი საოცნებო სახლის ყიდვა, რომელსაც, როგორც რობინმა აღმოაჩინა მეტად დახრილი იატაკი ჰქონდა, იმდენად დახრილი, რომ მასზე ნივთები ქვემოთ სრიალებდა. სწორედ ამ დროს, მადლიერების დღეზე მარშალმა ბარნის თავისი მესამე სილა გააწნა. ამ დროისათვის რობინი უკვე დაშორებული იყო გაელთან და კიდევ ერთ მამაკაცთან, რომელთან დაშორების მიზეზიც ასაკობრივი სხვაობა იყო.

მესამე სეზონის შუაში, ტედი შვილებს უყვება, რომ მათ დედას ყვითელი ქოლგის დამსახურებით შეხვდა. მან წმინდა პატრიკის დღესასწაულზე ყვითელი ქოლგა ღამის კლუბში იპოვნა და სახლში წაიღო, რომელიც მის მომავალ მეუღლეს ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. იმავე დღესასწაულზე, ახლადგაცნობილი ქალის გავლენით, კუდუსუნთან პეპლის ტატუ გაიკეთა, რომლის მოსაშორებლადაც ახალგაზრდა, ლამაზ ექიმთან დაიწყო სიარული, რომელსაც სტელა ერქვა. ტედს სტელა მაშინვე მოეწონა, მაგრამ მან შეხვედრაზე უცნობი მიზეზის გამო უარი უთხრა. სტელასთან განვლილი ათი სეანსის პერიოდში, ტედმა იგი შეხვედრაზე დაითანხმა და გაირკვა, რომ უარის მიზეზი ქალიშვილი იყო, რომელსაც სტელას ყოფილი ქმრისგან ჰყავდა. მათი ურთიერთობა „ორწუთიანი პაემნით“ დაიწყო. სტელა ტედს ეუბნებოდა, რომ მასთან შესახვედრი დრო არ ჰქონდა, რადგან გამუდმებით მუშაობდა და შესვენებისთვის მხოლოდ ორი წუთი ჰქონდა. ერთხელად, სწორედ ამ ორ წუთში სტელა წაიყვანა სადილზე, ესაუბრა, დაპატიჟა ყავაზე, ფილმზე და საბოლოოდ აკოცა კიდეც, რითაც სტელა მოიხიბლა. იმავდროულად ბარნი რობინთან დაწვა, რამაც განარისხა ტედი და გადაწყვიტა, რომ ბარნისთან აღარ ემეგობრა. ამ პერიოდში, უცნობი ქერათმიანი ქალი იწყებს დივერსიულ მოქმედებებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალები ბარნის აღარ ენდონ. როგორც შემდეგში გაირკვა, უცნობი დივერსანტი სტელას მდივარი ები (რომლის როლშიც ბრიტნი სპირსი გამოდიოდა) იყო, რომელმაც ერთი ღამე გაატარა ბარნისთან და შემდეგ იგი ბარნიმ მიატოვა.

სეზონის ფინალში ტედი ტაქსში ჯდება, რა დროსაც იგი ავტოკატასტროფაში ხვდება და საავადმყოფოში აწვენენ. მასთან მისასვლელ გზაზე ბარნი ავტობუსს შეეჯახა და უამრავი ტრავმა მიიღო. იგი ზუსტად იმ საავადმყოფოში დააწვინეს სადაც ტედი. ამის შემდეგ ტედი მიხვდა, რომ ბარნი ნამდვილად ზრუნავდა მასზე, რის გამოც საბოლოოდ შეურიგდა მას. ამის შემდეგ, ტედმა სტელას ხელი სთხოვა, რა დროსაც ბარნი მიხვდა, რომ რობინი უყვარდა.

მეოთხე სეზონი

რედაქტირება

მეოთხე სეზონის დასაწყისში სტელა ტედს ცოლობაზე თანხმობას ეუბნება, რის შემდეგაც რობინი იაპონიაში მიდის სამუშაოდ, მაგრამ ახალ ქვეყანას ვერაფრით შეეგუა, რის გამოც თანამდებობიდან მალევე გადადგა და უკან დაბრუნდა. რობინმა გააცნობიერა, თუ როგორ ენატრებოდა მეგობრები, რომელთაც იგი ტედის ქორწილში შეხვდა. საბოლოოდ სტელა ჯვრისწერამდე რამდენიმე წუთით ადრე შეურიგდა თავის ყოფილ ქმარს და მასთან ერთად გაიქცა, ტედს კი გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა. ამ დროს ბარნიმ რობინის გულის მოსაგებად დაიწყო ბრძოლა, რომელმაც უბინაობის გამო ტედთან ერთად დაიწყო ცხოვრება, თუმცა ამჯერად უკვე როგორც მეგობარმა. ამავდროულად მარშალმა ბარნისთან, გოლიათის ბანკში მაღალი თანამდებობა მიიღო და გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობის გამო ის და ლილი ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, რობინი კი მათ ოთახში შესახლდა.

ახალ სახლში გადასულმა მარშალმა და ლილიმ იმაზე დაიწყეს საუბარი, იყვნენ თუ არა მზად ბავშვების გასაჩენად. ამავდროულად, რობინის უმუშევრობის გამო, მის სამუშაო ვიზას ვადა გაუვიდა და კანადაში დეპორტაციის საფრთხის წინაშე დადგა. ამით ისარგებლა ბარნიმ და გადაწყვიტა მისი დახმარება. ბარნიმ მას ახალი რეზიუმე გაუკეთა, რის შემდეგაც რობინი მალევე აიყვანეს სამუშაოდ ახალი ამბების ტელე-წამყვანად, რომელიც დილის ოთხ საათზე იწყებოდა. ამ დროს აღმოჩნდება, რომ რობინს უამრავი მავნე ჩვევა აქვს, რაც ტედს აღიზიანებს. ამის გამო მათ შეთანხმება დადეს, რომ ყოველთვის, როდესაც ჩხუბის პირას იქნებოდნენ სექსით დაკავდებოდნენ. ყოველივე ამან დიდად გააღიზიანა ბარნი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მათი შეთანხმებისათვის ხელის შეშლას, მათ შორის, მათი სახლის დალაგებითაც კი. საბოლოოდ ტედი მიხვდა, რომ ბარნის რობინი უყვარდა, რის გამოც მასთან დადებული შეთანხმება გააუქმა.

შეთანხმების გაუქმებიდან მალევე ტედი თავისი კოლეჯის დროინდელ შეყვარებულ კარენს დაუბრუნდა, რომელმაც წარსულში არაერთხელ უღალატა მას, რის გამოც ლილისა და მარშალს სძულდათ იგი. საბოლოოდ ლილიმ ტედის საწოლში რობინის საყურე ჩააგდო, რომელიც კარენმა იპოვნა და ღალატის ბრალდებით დაშორდა ტედს. ამის შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ლილი წლების მანძილზე, დივერსიულად აშორებდა ტედს იმ გოგონებს, რომელთაც თვლიდა, რომ მისი შესაფერისები არ იყვნენ, მათ შორის რობინსაც კი. მიუხედავად მცირე განხეთქილებისა, მეგობრები მალევე შერიგდნენ და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ამის შემდეგ ბარნი რიგით მეორასე ქალთან გაატარებს ღამეს, რის შემდეგაც იგი ეჭვქვეშ აყენებს თავის განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებს, რის გამოც მისი რობინისადმი სიყვარული კიდევ უფრო გამძაფრდა. იმავდროულად ტედი სამსახურიდან მიდის და საკუთარ არქიტექტორულ კომპანიას, „Mosbius Desings“ აარსებს, რომლის ოფისიც მისივე სახლშია. სულ მალე რობინმა მის სიმპათიურ თანაშემწესთან გააბა რომანი, რაც მისი დათხოვნის მიზეზად იქცა. ტედს იმდენად ეშინოდა ბიზნესში წარუმატებლობის, რომ დიდი ხნის მანძილზე უარს აცხადებდა კლიენტების აყვანაზე. ამის გამო ბარნიმ იგი თავისთან აიყვანა სამუშაოდ და გოლიათის ბანკის სათაო ოფისის დაპროექტება დაავალა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა, რასაც მარშალი და ბარნი ტედს მთელი თვის მანძილზე უმალავდნენ.

ამის შემდეგ ტედი გადაწყვეტს სტელასა და მის ქმართან, ტონისთან შეხვედრას, სადაც ტონიმ მას სტელას დაკარგვის გამო უთანაგრძნო და ახალი სამსახური შესთავაზა, სადაც იგი არქიტექტურაზე ლექციებს წაიკითხავდა უნივერსიტეტში. თავდაპირველად მან ამაზე უარი თქვა, მაგრამ შემდეგ სტელასა და ტონის შეურიგდა და მათ წინადადებასაც დასთანხმდა.

სეზონის ბოლოს, რობინი ხვდება, რომ ბარნის მისდამი გრძნობები აქვს, რის გამოც იგი მას შანსს აძლევს და უარს ამბობს ბარნისთან სექსზე მანამ, სანამ ურთიერთობა აეწყობათ. ამაზე ბარნი დასთანხმდა და ისინი ერთად ცდილობენ წყვილად ჩამოყალიბებას. ამავდროულად ტედი მიხვდა, რომ როგორც არქიტექტორი იგი წარმატებას ვერ მიაღწევდა, რის გამოც გადაწყვიტა პროფესორი გამხდარიყო. სეზონი მთავრდება იმით, რომ ტედი პირველად შედის აუდიტორიაში და ლექციის წასაკითხად ემზადება, თუმცა როგორც აღმოჩნდა არასწორი საგნის აუდიტორიაში აღმოჩნდა. ბოლოს, თხრობისას „მომავლის ტედი“ შვილებს ეუბნება, რომ მათი დედა მაშინ სწორედ ამ აუდიტორიაში იყო.

მეხუთე სეზონი

რედაქტირება

მეხუთე სეზონის დასაწყისში ტედი უკვე პროფესორად მუშაობს უნივერსიტეტში, მაგრამ თავისი პირველი ლექციისას შეეშალა და შემთხვევით ეკონომიკის აუდიტორიაში შევიდა, სადაც იყო მისი მომავალი მეუღლე, თუმცა მან ვერ შეამჩნია. ბარნისა და რობინს მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა, რაც ლილის არ მოსწონდა, ამიტომაც მან ისინი აიძულა უფრო გაემყარებინათ თავიანთი ურთიერთობა. საბოლოოდ, მათ აღმოაჩინეს, რომ საერთოდ ვერ ეწყობოდნენ და მხოლოდ აუბედურებდნენ ერთმანეთს, რის გამოც მალევე დაშორდნენ. მათ კვლავ განაგრძეს მეგობრული ურთიერთობა და ბარნიც თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, სადაც ქალთა გულების მოსაგებად იგი ახალ-ახალ ისტორიებს იგონებდა საკუთარ თავზე. აღსანიშნავია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, ბარნი და რობინი სინანულს გამოთქვამენ დაშორების გამო.

ამავე პერიოდში, ტედს რომანი აქვს თავის სტუდენტ სინდისთან, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა ლესბოსელი და ტედის მომავალი მეუღლის ტანამოსახლე იყო. ამავდროულად, რობინს დილის ოთხსაათიან საინფორმაციო გადაცემაში თანა-წამყვანად დაუნიშნეს დონ ფრენკი, რომელიც თავიდან სძულდა, თუმცა შემდეგ შეუყვარდა და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. მათი ურთიერთობა საკმაოდ ჰარმონიული იყო, მაგრამ ისინი ბოლოს მაინც დაშორდნენ, რადგან ფრენკი ჩიკაგოში გადასახლდა ახალი სამუშაოს გამო, რობინმა კი ამ თანამდებობაზე უარი თქვა ნიუ-იორკში დარჩენის გამო. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ლილის მამა — მიკი ოლდრინი, რომელიც ბავშვობის შემდეგ აღარ უნახავს და მოულოდნელად დაბრუნდა მადილერების დღესასწაულზე. მარშალის ჩარევით ლილიმ და მიკიმ შეძლეს ურთიერთობის დალაგება. იმ მადლიერების დღის სადილზე, სადაც ლილი მამამისს შეურიგდა, მარშალმა ბარნის თავისი მოგებული მეოთხე სილა გააწნა. ამ ამბიდან სულ მალე გამოვიდა ახალი ფილმი, რომელიც როგორც ტედმა აღმოაჩინა გადაღებული იყო სტელას ქმრის, ტონის მიერ მათ სასიყვარულო სამკუთხედზე, თუმცა ტედი აბსოლუტურად ნეგატიურ და ტესპოტ კაცად იყო წარმოჩენილი. ფილმის სახელი იყო „საქორწინო პატარძალი“, სადაც ტონი გმირის როლში იყო, ტედი კი ბოროტის. ტედისათვის საუბედუროდ, ფილმი საოცრად პოპულარული გახდა, რაც მის აღშფოთებას იწვევს, რადგან ფილმში ყველაფერი საპირისპიროდ იყო გადმოცემული. ამაზე განაწყენებულმა ტედმა ახალი, დიდი სახლი იყიდა, რომელიც როგორც შემდგომში აღმოჩნდა მისი და მისი შვილების საცხოვრებელი სახლია, სადაც ხდება სიტუაციის თხრობა.

ლილი და მარშალი ჯერ კიდევ ორჭოფობენ შვილის გაჩენის საკითხზე. ამავდროულად, მათ სამეგობროს აქვს თამაში, რომელიც მათი ორეულების პოვნას ისახავს მიზნად. ამ დროისათვის სამი მათგანი (ლესბოსელი რობინი, ულვაშიანი მარშალი და სტრიპტიზიორი ლილი) უკვე ნაპოვნი ჰყავდათ, რა დროსაც მოულოდნელად წააწყდებიან ტედის ორეულს, რომელიც მექსიკელი მოჭიდავეა. ამ დროს ლილიმ განაცხადა, რომ ბავშვს მხოლოდ მაშინ გააჩენდა, როდესაც ბარნის ორეულსაც იპოვნიდნენ, რადგან ეს იქნებოდა ნიშანი, რომ ბავშვის გაჩენის დრო იყო.

ბარნის ორეულის ძიებისას, თავად ბარნიმ გადაწყვიტა, რომ უცხოელ გოგონებთან დასაწოლად შენიღბულიყო, რამაც ლილისა და მარშალის დაბნევა გამოიწვია. ისინი რეალურად შეხვდნენ ბარნის ორეულ გინეკოლოგს, მაგრამ მათ იგი გადაცმული ბარნი ეგონათ, რის გამოც იძულებულნი გახდნენ ბარნი და გინეკოლოგი ერთმანეთისთვის შეეხვედრებინათ, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ იგი ნამდვილად სხვა ადამიანი იყო. ხანგრძლივი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, ლილიმ საბოლოოდ გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა და სეზონი მთავრდება იმით, რომ ლილი მარშალს ასეთ რამეს სთხოვს: „ჩადე ბავშვი ჩემს მუცელში“.

მეექვსე სეზონი

რედაქტირება

მეექვსე სეზონის დასაწყისში, ტედი კვლავ სინდისთან ერთადაა, რომელიც მართალია მისი მომავალი მეუღლის თანამოსახლეა, მაგრამ იქ ერთხელად ვერ შეხვდა. ამავდროულად ბარნიმ ტედი გოლიათის ბანკის ახალი შტაბის არქიტექტორად დაიქირავა. გოლიათის ბანკს სურს, რომ დაანგრიოს ნიუ-იორკში მდებარე ძველი, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასტუმრო და მის ადგილას თავისი სათაო ოფისი ააშენოს, რაც ტედს დაევალა, რომლის მთელი ცხოვრების ოცნება იყო, რომ ნიუ-იორკში ცათამბჯენი აეშენებინა. თუმცა, ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოდის მისი ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ზოი პირსონთან, რომელიც აქტივისტია და ისტორიული მნიშვნელობის სასტუმროს დანგრევას აპროტესტებს. მთელი სეზონის განმავლობაში ტედი დილემის წინაშეა: ააგოს ცათამბჯენი და დაანგრიოს სასტუმრო „არკადიანი“ თუ პირიქით, ხელი შეუშალოს მის დანგრევას და ზოისთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. საბოლოოდ მან მაინც ზოი აირჩია, თუმცა როგორც გაირკვა იგი მდიდარ კაცზე იყო დაქორწინებული, რომელსაც გემების სიყვარულის გამო მეტსახელად კაპიტანს ეძახდნენ (მის როლს კაილ მაკლაქლენი ასრულებს). ამის გამო ტედი ზოის დაშორდა, რის გამოც მან და გოლიათის ბანკმა გაიმარჯვეს სასამართლო პროცესზე, რომლითაც გადაწყდა სასტუმრო არკადიანის დანგრევა.

ლილი და მარშალი, რომლებმაც მეხუთე სეზონში განიზრახეს ბავშვის გაჩენა, სექსუალურ ცხოვრებას აგრძელებენ იმ იმედით, რომ ლილი დაორსულდება. დრო გადიოდა, ლილი კი ვერ ფეხმძიმდებოდა, რის გამოც მან შესამოწმებლად ბარნის ორეულ გინეკოლოგს მიმართა, რომელმაც განუცხადა, რომ დაორსულების პრობლემები ჰქონდა, რაც მათთვის დიდი დარტყმა იყო. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მარშალის მამაც, რაც მან ძალიან განიცადა. განადგურებულმა მარშალმა ყველაფერი მიატოვა, თუმცა მისი მეგობრები ყველანაირად ცდილობდნენ მის გამხნევებას. მარშალი ყველანაირად ცდილობდა მამის სიკვდილით გამოწვეული ტრავმის დავიწყებასა და ცხოვრების გაგრძელებას. სწორედ ამ პერიოდში მარშალი წამოვიდა გოლიათის ბანკიდან და თავისი ოცნების სამსახურში დაიწყო მუშაობა გარემოს დამცველ იურისტად. ამის გამო ზოიმ მარშალი დაიქირავა, როგორც ადვოკატი, რომელთან ერთადაც უშედეგო ბრძოლა წამოიწყო არკადიანის გადასარჩენად. სეზონის დასასრულისათვის ლილი გაიგებს, რომ ორსულადაა.

ბარნიმ თავის მეგობრებთან საბოლოოდ აღიარა, რომ ბობ ბარკერი არაა მისი ნამდვილი მამა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბარნის დედამ სახლის გაყიდვა გადაწყვიტა და ნივთების ჩალაგებისას ნოსტალგია მოეძალა. ბარნის დედამ, ლორეტამ მას ფურცელზე დაუწერა მისი ნამვილი მამის სახელი, თუმცა მან მისი გაგება არ ისურვა, რადგანაც არ უნდოდა იმ კაცის ვინაობის გარკვევა, რომელმაც ის და დედამისი მიატოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, მარშალის მამის დაკრძალვაზე ბარნიმ ლორეტას განუცხადა, რომ ბიოლოგიური მამის გაცნობა მაინც სურდა. საბოლოოდ მამამისი ჯერი უაიტკერი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ბავშვობა ახლოს იყო ბარნისთან და მას იგი უბრალოდ კეთილი ბიძია ეგონა. როგორც შემდგომში გაირკვა ჯერის სურდა მისთვის მამობის გაწევა და ლორეტაზე ქორწინება, თუმცა ლორეტამ ეს არ ისურვა და საბოლოოდ აუკრძალა კიდევაც ვაჟთან კონტაქტი. ბარნი მამასთან ურთიერთობის დალაგებას გადაწყვეტს, რა დროსაც გაიცნობს რობინის თანამშრომელ ნორას, რომლის მიმართაც გრძნობები გაუჩნდა. პირველი დაშორების შემდეგ ბარნი და ნორა სეზონის ბოლოს შერიგდნენ, რა დროსაც ბარნიმ ის ყავაზე დაპატიჟა.

რობინი დილის ოთხ საათზე მიმდინარე ახალ თოქ-შოუში იწყებს მუშაობას, რომელსაც ჰქვია „Come on, Get Up, New York!“, ანუ „მიდი, გაიღვიძე, ნიუ-იორკო!“, თუმცა საშინლად ატუანელი თანაწამყვანი მას იძულებულს ხდის, რომ სამსახურიდან წამოვიდეს. იგი მალევე პოულობს ახალ სამსახურს საინფორმაციო გადაცემა „World Wide News“-ში. ამ პერიოდში ბარნიმ მისი თინეიჯერობის დროინდელი, პოპ-ვარსკვლავ რობინ სპარკლსის კიდევ ერთი კლიპი აღმოაჩინა. სწორედ ამ პერიოდში რობინი ხვდება ერთ მამაკაცს, რომელსაც საიდუმლოდ ეტრფის და რომელიც პირველად მაშინ ნახა, როცა ტედთან ერთად იყო პაემანზე. „მომავლის ტედი“ ამ ამბავზე თხრობისას მიანიშნებს, რომ ამ კაცზე მოგვიანებით კიდევ უფრო მეტს გავიგებთ.

სეზონის ფინალში, ტედი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოისთან სურს დაბრუნება. რობინი და ბარნი ერთად ცდილობენ, რომ ტედს ეს გადაწყვეტილება გადააფქრებინონ, სადაც წარმატებას მიაღწიეს. მეექვსე სეზონის ფინალური სცენები ვითარდება ქორწილში, სადაც ტედი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ამ ქორწილში სიძე კი ბარნია.

მეშვიდე სეზონი

რედაქტირება

მეშვიდე სეზონი იწყება საქორწინო სამზადისით, სადაც ტედი ბარნის ეხმარება ქორწილისთვის მომზადებაში, რომლის პატარძლის ვინაობაც ამ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობია. იმ დროისათვის ლილის ორსულობა პროგრესირებს, ხოლო მარშალი ბედნიერია თავისი ახალი სამსახურით, სადაც იგი გარემოს დაცვაზე ზრუნავს. ბარნი ნორას დაშორდა და კარგ მეგობრად დაშორდა, პარალელურად კი რობინი მიხვდა, რომ ბარნისადმი გრძნობები კიდევ აქვს. ამ დროს რობინი თავდასხმისთვის გაასამართლეს და მოსამართლემ მას სავალდებულო ფსიქოლოგიური თერაპია დაუნიშნა. რობინმა თავის თერაპევტ კევინთან დაიწყო ახალი ურთიერთობა. იმავდროულად, მეტად აზარტული ბარნი მარშალს დაენიძლავა, თუმცა დამარცხდა და იძულებული გახდა თავის საყვარელ კოსტიუმზე ცისფერი, ყვითელ იხვებიანი ჰალსტუხი ეტარებინა, რომელიც საშინლად სძულდა. მარშალმა მას საშუალება მისცა იხვებიანი ჰალსტუხი მოეხსნა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კიდევ სამი სილის გაწვნის უფლებას დაუმატებდა. ბარნის იმდენად ეზიზღებოდა ეს ჰალსტუხი, რომ დაუფიქრებლად დასთანხმდა და იმწუთასვე მოიხსნა, მაგრამ იმავე მომენტში მარშალისაგან ორი სილა მიიღო, თუმცა მარშალს კიდევ ორი დარჩა.

ნიუ-იორკს ქარიშხალი აირინი მიუახლოვდა, რა დროსაც ლილიმ და მარშალმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთ ახლადდაბადებულ ვაჟთან ერთად ბარნის სახლისათვის შეეფარებინათ თავი, რომელიც მეტად გამძლე იყო. მათ ტედმა და რობინმაც მიბაძეს და იმ ღამით ყველა მეგობარი ბარნისთან დარჩა, რა დროსაც ბარნისა და რობინს ერთ საწოლში მოუწია დაძინება. იმ ღამით ორივეს განუახლდა ძველი გრძნობები, რის გამოც მათ შეთანხმება დადეს, რომ დაშორებოდნენ თავიანთ პარტნიორებს და ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა რობინმა პირობა არ შეასრულა და ბარნი კვლავ მარტო დარჩა. მადლიერების დღეზე რობინი ბარნის გამოუტყდა, რომ ორსულობისა და მშობიარობის შიში ჰქონდა, რის გამოც ბავშვის გაჩენას არასდროს აპირებდა. ზოგადად, რობინი ვერ იტანდა ბავშვებს, რაც სერიალის არაერთ მონაკვეთში ჩანს. იმავდროულად, რობინს მისმა ექიმმა აცნობა, რომ იგი ბავშვს ვერასდროს გააჩენდა. კევინი, რომელსაც ბევრი ბავშვის გაჩენა უნდოდა მაშინვე დაშორდა რობინს, რაც ტედს ძალიან გაუხარდა, რადგან მას რობინისადმი კვლავ ჰქონდა გრძნობები.

მარშალი და ლილი, რომელთაც ახლა უკვე ჩვილი ბავშვი ჰყავთ, გადაწყვეტენ, რომ ხმაურიან მანჰეტენზე მათი ადგილი არაა და ლონგ-აილენდზე გადასვლა მოისურვეს. ეს გადაწყვეტილება მათ მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ლილის ბებიამისმა ორ სართულიანი კერძო სახლი დაუტოვა ლონგ-აილენდზე. მათ სცადეს ამ სახლში ცხოვრება, მაგრამ მიხვდნენ, რომ გარეუბანში ცხოვრება მათთვის არაა და მალევე ნიუ-იორკის ბინაში დაბრუნდნენ. ტედმა მათ თავისი ახლად ნაყიდი სახლი დაუთმო, რადგან განაცხადა, რომ იქ რობინთან ერთად ვერასდროს შეძლებდა გადასვლას. იმავდროულად იგი რობინს სიყვარულში გამოუტყდა, რაზეც მათ სერიოზულად იჩხუბეს და შემდეგ რამდენიმე კვირა არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

რობინთან განცდილი მარცხის შემდეგ ბარნიმ სტრიპტიზიორ ქვინთან დაიწყო ურთიერთობა, რომელიც იმ სტიპტიზ-კლუბში გაიცნო, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. მეგობრებს არ მოსწონთ ბარნის არჩევანი, მაგრამ ის და ქვინი იმდენად შეეფერებიან ერთმანეთს, რომ დაშორებას არ აპირებენ და ყველანაირად ცდილობენ მათთვის თავის მოწონებას. საბოლოოდ ქვინი ბარნისთან გადავიდა საცხოვრებლად, ტედმა კი ქვინის ძველი ბინა იყიდა. ამ ამბიდან მალევე, ბარნი და მარშალი კაზინოში წავიდნენ სათამაშოდ, რა დროსაც მშობიარობა დაეწყო ლილის, რომელმაც ძლივს მოახერხა მარშალთან დაკავშირება. ბარნიმ და მარშალმა საბოლოოდ ლილის მშობიარობას მიუსწრეს და პატარა მარვინ უაითფორიტ ერიკსენის ხელში დაჭერაც მოახერხეს, რომელსაც სახელი მარშალის განსვენებული მამის პატივსაცემად დაარქვეს. პატარა მარვინის დაბადებამ აღადგინა ტედისა და რობინის მეგობრობა. სეზონის დასკვნით ნაწილში, ლილი და მარშალი ახალ ოჯახურ ცხოვრებას იწყებენ პატარა მარვინთან ერთად. ბარნიმ ქვინს აეროპორტში ექსტრავაგანტულად სთხოვა ხელი, ტედი კი თავის ყოფილ შეყვარებულ ვიქტორიას დაუკავშირდა, რომელიც უკვე დაბრუნდა ამერიკაში და თხოვდებოდა, მაგრამ თავისი გერმანელი საქმროთი უკმაყოფილო იყო. ამის გამო ვიქტორია ტედს გრძნობებში გამოუტყდა და პასუხადაც იგივე მიიღო, რის შემდეგაც ისინი ვიქტორიას ქორწილიდან ერთად გარბიან, საქმროს კი წერილს უტოვებენ. სეზონის ბოლო ნაწილში კვლავ ბარნის ქორწილი ჩანს, სადაც საბოლოოდ გამოაჩინეს მისი პატარძლის სახე, რომელიც რობინი იყო.

მერვე სეზონი

რედაქტირება

მერვე სეზონის დასაწყისში, ტედი რობინს სტუმრობს თავისი ქორწილის დღეს, რადგანაც ახსოვდა, თუ როგორ გაიქცნენ ის და ვიქტორია მისი ქორწილიდან ერთად. ის ზაფხული ტედმა ვიქტორიასთან გაატარა, ბარნიმ ქვინთან, რობინმა კი ნიკთან ერთად გაატარა. ამ სეზონის მეტსახელი „ოთხი წყვილის დაშლაა“, რადგანაც ყველა წყვილი შორდება ერთმანეთს. ვიქტორია ტედს რობინთან ურთიერთობის გამო დაშორდა, ბარნისა და ქვინის დაშორების მიზეზად ნდობის უქონლობა იქცა, რადგანაც ქორწილის წინ ორივემ თავისი საქორწინო კონტრაქტის გაფორმება მოითხოვა, რობინი კი ნიკს მისი გაუნათლებლობისა და მიუხვედრელობის გამო დაშორდა. ახლად დაშორებული ბარნი და რობინი ერთმანეთს კონცნიან, მაგრამ მიუხედავად ბარნის სურვილისა ერთად არ რჩებიან. ამის შემდეგ ბარნი ურთიერთობას იწყებს რობინის მოძულე კოლეგა პატრიციასთან, რომელსაც როგორც შემდგომში გამოიკვეთა მხოლოდ იმიტომ ხვდებოდა, რომ რობინს ეეჭვიანა და გრძნობებში გარკვეულიყო. დასკვნით სცენაში ბარნი რობინს ცოლობას სთხოვს და ისიც თანხმდება.

მარშალი და ლილი ცდილობენ, რომ ერთდროულად იყვნენ მზრუნველი მშობლებიც და ამასთან ერთად სამეგობროშიც იმდენივე დრო გაატარონ როგორც ადრე, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან პატარა მარვინი იკავებდა თითქმის მთელ მათ დროს. ამის გამო ისინი ძიძის ძებნას იწყებენ, რომელიც ლილის მამა, მიკი გახდა. ამან ორივეს მისცა საშუალება, რომ მეგობრებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ. სწორედ ამ პერიოდში, ტედის ყოფილი შეყვარებულის, ზოის ყოფილი ქმარი — კაპიტანი უახლოვდება ლილის და სამსახურს სთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, მდიდარი კაპიტანი ხელოვნების ნიმუშების კოლექციას აგროვებდა, მაგრამ ხელოვნებაში ვერ ერკვეოდა, ამიტომაც ლილი, როგორც მხატვარი აიყვანა თავის კონსულტანტად, რომელიც რჩევებს აძლევდა თუ რომელი ნიმუშის ყიდვა შეიძლებოდა და რომლის არა. კაპიტანი შენაძენებით კმაყოფილი იყო, რამაც ლილის შემოსავალი გაუორმაგა. ლილიმ განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, რადგანაც ოცნება აიხდინა და სამუშაო ხელოვნების ინდუსტრიაში იშოვნა, რა დროსაც მარშალი გადაწყვეტს რომ კარიერაში წინ სვლის დროა და მოსამართლეობას მოისურვებს. პარალელურად კაპიტანმა ლილის ერთწლიანი სამუშაო შესთავაზა იტალიაში, რომელსაც იგი მარშალის ნებართვით დასთანხმდა, მაგრამ მარშალი, რომელიც უკვე მოსამართლედ იყო არჩეული ქვეყანას ვერ დატოვებდა. ბარნისა და რობინის ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ლილიმ მარშალის დედისაგან გაიგო მისი მოსამართლედ დანიშვნის შესახებ, რაც აშშ-ში დარჩენას მოითხოვდა.

ამ პერიოდში ტედი ახალ ურთიერთობას იწყებს ჟანეტთან, გოგონასთან, რომელიც მას ქუჩაში შემთხვევით დაეჯახა მანქანით. როგორც აღმოჩნდა, ჟანეტს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც იგი მას სასწრაფოდ დაშორდა. ტედი, როგორც სამეგობროში ერთადერთი მარტოხელა მელანქოლიას მიეცა. იგი ლილისთან კამათობდა იმის შესახებ, თუ მუსიკალური ბენდი დაექირავებინათ, თუ დიჯეი, რობინისა და ბარნის ქორწილისათვის. საბოლოოდ კამათი ლილიმ მოიგო და მათ მუსიკალური ბენდი დაიქირავეს, რომელშიც ტედის მომავალი ცოლი უკრავდა.

რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, რობინს სულ უფრო მეტად ეპარებოდა ეჭვი ბარნისთან ქორწინების სისწორეში. ამის გამო მან თავისი ემოციური მდგომარეობის შესახებ ტედს აცნობა. ტედმა თავი დამნაშავედ იგრძნო და განაცხადა, რომ მეორე ქორწილის ჩაშლა აღარ სურდა, რის გამოც ქორწილის შემდეგ ჩიკაგოში გადასახლდებოდა, რათა ბარნისა და რობინის ურთიერთობისათვის ხელი არ შეეშალა. სეზონის ბოლო სერიაში ჩანს ტედის მეუღლე, რომელიც ქორწილში ჩასასვლელად ყიდულობს მატარებლის ბილეთს და ხელში ზემოთ ხსენებული ყვითელი ქოლგა უჭირავს.

მეცხრე სეზონი

რედაქტირება

მთელი მეცხრე სეზონის სიუჟეტი ვითარდება ბარნისა და რობინის ქორწილამდე არსებული 56 საათის განმავლობაში.

მარშალი, რომელიც დედასთან იყო სტუმრად მინესოტაში, ფრენა გადაედო და უცნობ შავკანიან ქალთან ერთად მანქანით ცდილობს დროულად ჩაუსწროს ქორწილს. იმავდროულად, ქორწილამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მაგრამ ყველა ეპიზოდში ახალი პრობლემა ვლინდება. როგორც გაირკვა ლილი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ და მას და მარშალს მალე გოგონა შეეძინებოდათ. ასევე ამ დროს ირკვევა, რომ ტედის შვილები, რომლებიც მთელი სერიალის მანძილზე ჩანან პენი და ლუკას ჰქვიათ. აღსანიშნავია, რომ ტედის თხრობა მთელი 200 სერიის მანძილზე გრძელდება და მოიცავს უშუალოდ ცოლთან შეხვედრამდელ არსებულ რვა წელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ მთელი ამ წლების მანძილზე ჰქონდათ ერთმანეთთან კავშირი, მაგრამ ისე, რომ არც იცოდნენ ამის შესახებ. ამავე დროს იყენებს მარშალი ბარნისთან დარჩენილ ორ სილას. პირველი მაშინ გამოიყენა, როდესაც ბარნი საქორწინო სადილის რეპეტიციაზე არ მივიდა, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც მას ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე პანიკა დაეწყო.

ფინალურ 208-ე სერიაში ირკვევა, რომ სამწლიანი ქორწინების შემდეგ რობინი და ბარნი განქორწინდნენ. მარშალი საბოლოოდ მოსამართლე გახდა და ლილისთან სამი შვილი გაუჩნდა. ტედმა თავისი მეუღლე, ტრეისი რობინისა და ბარნის ქორწილში გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა, რასაც მალევე მათი ქორწინება და ბედნიერი თანაცხოვრება მოჰყვა, რა დროსაც ტედს ტრეისისთან ორი შვილი შეეძინა. როგორც ბოლო ეპიზოდში ირკვევა, ტრეისი 2024 წელს გარდაიცვალა უცნობი დაავადებით. ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ, 2030 წელს უყვება ტედი თავის შვილებს მთელ ამ ამბავს, თუ როგორ შეხვდა იგი ტრეისის. ისტორიის დასასრულს, შვილების მოთხოვნით ტედი გადაწყვეტს რობინს თავის გრძნობებში გამოუტყდეს. აღსანიშნავია, რომ პირველი სეზონის პირველი სერიისა და ბოლო სეზონის ბოლო სერია იწყება და მთავრდება ერთნაირად: მწვანე ბლუზაში გამოწყობილი რობინი იხედება ფანჯარაში და ხედავს ტედს, რომელსაც ხელში ლურჯი ფრანგული ტუბა უჭირავს, რომელიც იმ რესტორნიდან მოიპარა, სადაც პირველად იყვნენ პაემანზე.

ჯილდოები

რედაქტირება

სერიალი წარდგენილი იყო 28-ჯერ ემის დაჯილდოებაზე (ემის ჯილდო), სადაც 9-ჯერ გაიმარჯვეს. 2010 წელს, Alyson Hannigan-მა (ლილი ოლდრინის როლის შემსრულებელი) გაიმარჯვა People's Choice Award-ზე, საუკეთესო კომედიური ტელესერიალის შემსრულებელი ქალის ნომინაციაში. 2012 წელს კი, სერიალმა მოიგო People's Choice Award-ი, საუკეთესო კომედიური ტელესერიალის ნომინაციაში, ასევე ნილ პატრიკ ჰარისმა (ბარნი სტინსონის როლის შემსრულებელმა) მიიღო ჯილდო, საუკეთესო კომედიური ტელესერიალის შემსრულებელი კაცის ნომინაციაში.

დაჯილდოებები და ნომინაციები
დაჯილდოება მოგება ნომინაცია
ALMA Awards 1 2
Art Directors Guild 0 7
Casting Society of America 0 1
Critics' Choice Television

Awards

1 1
ემის ჯილდო 9 28
EWwy Awards 1 1
GLAAD Media Awards 0 1
ოქროს გლობუსი 0 2
People's Choice Awards 6 17
PRISM Awards 0 1
Satellite Awards 0 4
TCA Awards 0 2
Teen Choice Awards 0 4
Young Hollywood Awards 0 1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება