ტედ მოსბი
ტედ მოსბი (ინგლ. Ted Mosby), დაბადების სახელია თეოდორ ეველინ მოსბი (ინგლ. Theodore Evelyn Mosby) — გამოგონილი პერსონაჟი და მთავარი მოქმედი გმირი ამერიკული ტელესერიალისა „როგორ შევხვდი დედათქვენს“, სადაც მის როლს ასრულებს ჯოშ რედნორი. მისი მომავლის ვერსიას ახმოვანებს ბობ სეგეტი, სადაც იგი თავის შვილებს 2030 წელს უყვება თუ როგორ შეხვდა მათ დედას.
ტედ მოსბი | |
---|---|
ჯოშ რედნორი 2013 წელს | |
პირველი გამოჩენა | „პილოტი“ |
ბოლო გამოჩენა | „უკანასკნელად სამუდამოდ“ |
შემქმნელი |
კარტერ ბაისი კრეგ ტომასი |
მსახიობი | ჯოშ რედნორი |
ახმოვანებს | ბობ სეგეტი |
ინფორმაცია | |
სქესი | მამრობითი |
დაბ. თარიღი | 25 აპრილი, 1978, ოჰაიო, აშშ |
ასაკი |
27 წლის (I სეზონში) 35 წლის (IX სეზონში) |
ოჯახი |
ვირჯინია მოსბი (დედა) ალფრედ მოსბი (მამა) ჰეთერ მოსბი (და) კლინტი (მამინაცვალი) |
მეუღლე(ები) |
ტრეისი მაკკონელი (ქ. 2020 - გარდ. 2024) |
შვილები |
პენი მოსბი ლუკ მოსბი |
ნათესავები |
ჯიმი მოსბი (ბიძაშვილი) ტრეისი მოსბი (ბიძაშვილი) ჩერითი (ბიძაშვილი) |
ეროვნება | ამერიკელები |
პერსონაჟის ბიოგრაფია
რედაქტირებატედ მოსბი არის სერიალის ცენტრალური ფიგურა. იგი დაიბადა 1978 წლის 25 აპრილს შეიკერ-ჰაიგში, ოჰაიოს შტატში, ამერიკაში. მისი მშობლები არიან ვირჯინია და ალფრედ მოსბები, რომელთაც მის გარდა კიდევ ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ.
სკოლის დამთავრების შემდეგ ტედი სწავლის გასაგრძელებლად წავიდა უესლიანის უნივერსიტეტში, კონექტიკუტის შტატში, სადაც იგი არქიტექტურას შეისწავლიდა. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მან თავისი საუკეთესო მეგობარი — მარშალ ერიკსენი, რომელმაც მალევე დაიწყო ურთიერთობა თავის კურსელ ლილი ოლდრინთან. მარშალსა და ლილის მთელი დარჩენილი ცხოვრება უყვარდათ ერთმანეთი და ტედიც ყოველთვის მათთან ერთად იყო. კონექტიკუტიდან ტედი სწავლის გასაგრძელებლად ნიუ-იორკში გადასახლდა და კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც იგი მანჰეტენზე დასახლდა ლილისა და მარშალთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ტედი მეტად რომანტიკული ბუნებისაა, რის გამოც გამუდმებით ეძებს თავის მეორე ნახევარს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მას ერთ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელსაც კარენი ერქვა. მიუხედავად იმისა, რომ კარენი რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი იყო და არაერთხელ უღალატა ტედს, იგი მას მაინც აძლევდა შანსს. მასთან საბოლოოდ ლილიმ დააშორა.
სწავლის დასრულების შემდეგ, ტედმა ლილისა და მარშალთან ერთად განაგრძო ცხოვრება, სადაც იგი თავისი ბინის ქვეშ მდებარე „მაკლარენსის“ ბარში ყოველ საღამოს დადიოდა. მაკლარენსში მათ გაიცნეს გოლიათის ნაციონალური ბანკის ერთ-ერთი მმართველი ბარნი სტინსონი, რომელიც მექალთანეა და ყველანაირად ცდილობს მარშალისა და ტედის ჩათრევას ამ საქმეში. მას შემდეგ, რაც მარშალი და ლილი დაინიშნენ, ტედმაც დაიწყო ქორწინებაზე ფიქრი და დახმარება ბარნის სთხოვა, რომელთან ერთადაც მაკლარენსში გაიცნო კანადელი რეპორტიორი რობინ შერბაცკი, რითაც იწყება მისი სასიყვარულო თავგადასავლები და სერიალის თხრობაც.
ურთიერთობები სხვა პერსონაჟებთან
რედაქტირებარობინ შერბაცკი
რედაქტირებასერიალის პირველივე სერიაში, ტედი რობინს მაკლარენსის ბარში შეხვდა. შეხვედრიდან მალევე ტედმა იგი რესტორანში წაიყვანა, საიდანაც მისთვის ლურჯი ფრანგული ტუბა მოიპარა (სერიალის ერთ-ერთი სიმბოლო ყვითელ ქოლგასთან ერთად) და რობინს აჩუქა, მაგრამ იგი მეტად იმპულსურად მოიქცა და პირველივე პაემანზე გამოუტყდა სიყვარულში. რობინი, რომელიც სერიოზულ ურთიერთობებს უფრთხოდა უარი თქვა ტედის შეყვარებულობაზე, თუმცა იგი მასა და მის მეგობრებს საოცრად დაუახლოვდა და სულ მალე იგი მათი სამეგობროს განუყრელ ნაწილად იქცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტედმა გაიმარჯვა და რობინი მისი შეყვარებული გახდა, მაგრამ ისინი სეზონის ბოლოსვე დაშორდნენ, რადგან აღმოჩინეს, რომ ტედს ქორწინება და შვილები სურდა, რობინს კი კარიერა და მოგზაურობა. ამის შემდეგ ისინი მეგობრებად დარჩნენ, თუმცა მათ შორის რომანტიულმა ურთიერთობამ ცოტა ხნით კვლავ გაიღვიძა მეოთხე და მეშვიდე სეზონებში.
ტედმა ვერასოდეს მოახერხა რობინზე დაქორწინება, რადგანაც რობინს არ სურდა სერიოზული ურთიერთობები, მაგრამ იგი ძალიან გაბრაზდა, როდესაც მან რომანი გააბა ბარნისთან. მას სურს, რომ იგი ბედნიერი იყოს, მაგრამ იმავდროულად ვერ ეგუება მის სხვასთან ყოფნას. რობინისა და ბარნის ქორწილის დღეს ორივე მათგანი პანიკაში ვარდება და გაქცევას ცდილობს, მაგრამ მათი მეგობრებ ახერხებენ სიტუაციის გამოსწორებას. ბოლო სეზონში, ქორწილის წინ პანიკაში ჩავარდნილი რობინი ტედს გრძნობებში გამოუტყდა და გაქცევა შესთავაზა, მაგრამ ტედმა უარი თქვა მეგობრის ქორწილის ჩაშლაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ რობინის ქორწილში შეხვდა ტედი თავის მეუღლე ტრეისის, რომელიც საქორწინო მუსიკალურ ბენდში უკრავდა გიტარაზე. ამით მთავრდება სერიალი, სადაც მომავლის ტედი 2030 წელს თავისი და ტრეისის შვილებს მოუთხრობს ამ ამბებს. 2030 წლისთვის ტრეისი უკვე ექვსი წლის გარდაცვლილი იყო, რის გამოც ტედს მისი შვილები მოუწოდებენ რობინთან ყოფნას, რომელიც უკვე განქორწინებული იყო ბარნისთან. სერიალი მთავრდება იმით, როგორც იწყება: მწვანე ბლუზაში გამოწყობილი რობინი იხედება ფანჯრიდან, სადაც ხედავს ტედს, რომელსაც ხელში მისთვის მოპარული ლურჯი ფრანგული ტუბა უკავია.
ტრეისი მაკკონელ-მოსბი
რედაქტირებატედი და ტრეისი ერთმანეთს 2013 წელს შეხვდნენ ბარნისა და რობინის ქორწილში, რითაც დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. ტედამდე ტრეისის ლილი შეხვდა, რომელიც ქორწილში მასთან ერთად ჩავიდა მატარებლით. იმავე საქორწინო გზაზე შეხვდა მარშალსაც, რომელიც ტრეისიმ ქორწილში თავისი მანქანით ჩაიყვანა. ამის შემდეგ იგი რობინს შეხვდა, რომელიც ქორწილიდან გასაქცევად მიდოდა, მაგრამ მან გადააფიქრებინა. მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდა იგი ტედს, რა დროსაც მათ აღმოაჩინეს, რომ აბსოლუტურად საერთო ინტერესები ჰქონდათ და მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთი. აღსანიშნავია, რომ ტედს მასთან შეხება მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ისე, რომ არ იცოდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც წმინდა პატრიკის სახელობის დღესასწაულიდან ტედმა შემთხვევით ტრეისის ყვითელი ქოლგა წაიღო, ასევე მაშინ, როდესაც ტედი ტრეისის თანამესახლე სინდის ხვდებოდა. ტედი სინდისთან სახლშიც ავიდა, რა დროსაც ტრეისიც იქ იყო, მაგრამ ამ დროს აბაზანაში იყო და მისი გამოსვლიდას მხოლოდ მისი ფეხის ქუსლი გამოაჩინეს ინტრიგისთვის. რობინისა და ბარნის ქორწილის მეორე დღეს შედგა მათი პირველი პაემანი. პირველი პაემნიდან ორ წელიწადში ტედი და ტრეისი დაინიშნენ და თავიანთი უზარმაზარი ქორწილის დაგეგმვა დაიწყეს. სწორედ ამის გამო, მათი ქორწილის დაგეგმვა რამდენიმე წელს გაიწელა, რა დროსაც 2015 წელს ტრეისიმ თავისი პირველი შვილი, პენი მოსბი გააჩინა. 2017 წელს მან მეორე ბავშვი გააჩინა — ლუკას მოსბი. ტედისა და ტრეისის ქორწილი მხოლოდ 2020 წელს შედგა, რის შემდეგაც ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ, მანამ, სანამ 2024 წელს ტრეისი მოულოდნელად არ გარდაიცვლებოდა უცნობი დაავადებით. ალტერნატიული დასასრულით, ტედი ამის შემდეგ კიდევ მრავალი წელი ცოცხლობს და 2030 წელს თავის შვილებს უყვება თუ როგორ შეხვდა მათ დედას.
მარშალ ერიკსენი
რედაქტირებამარშალ ერიკსენი ტედის საუკეთესო მეგობარია. მათი საოცარი და მრავალწლიანი მეგობრობა სერიალის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ისინი ძალიან იშვიათად კამათობენ და აკავშირებთ უამრავი საერთო ინტერესი, რომელთაგან მთავარია ფილმი ვარსკვლავური ომები, რომელსაც ხშირად უყურებენ ერთად. მათ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნეს, სადაც ერთმანეთის ოთახის მეზობლები იყვნენ. იმ დროისათვის, როდესაც ტედი თავის შვილებთან იწყებს ამბის თხრობას, მარშალთან უკვე 34 წლიანი მეგობრობა აკავშირებს. მარშალს ყოველთვის სჯეროდა, რომ ტედი და რობინი ერთად იქნებოდნენ, რის გამოც ყოველთვის ამხნევებდა მას. მან ტედთან ფსონიც კი დადო, რომ მისი მეუღლე ლილი და რობინი ერთდროულად იქნებოდნენ ორსულად. საპასუხოდ, ტედმა მარშალს გადაატანინა ის უმძიმესი დეპრესიული სამი თვე, როდესაც ლილის დროებით დაშორდა.
ბარნი სტინსონი
რედაქტირებაბარნი სტინსონი ტედის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, რომელმაც იგი 2001 წელს, მაკლარენსის ბარის საპირფარეშოში გაიცნო. მექალთანე ბარნიმ პირველივე შეხვედრისას განუცხადა ტედს, რომ იგი აპირებს „ცხოვრება ასწავლოს“ მას. ბარნი მრავალფეროვანი ხერხებით ცდილობს ახალ-ახალ გოგონებთან დაწოლასა და ამ საქმეში ტედის ჩათრევას. მიუხედავად ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებისა, ტედი და ბარნი მაინც კარგი მეგობრები არიან. ბარნი მთელი სერიალის მანძილზე ჯიუტად ამტკიცებს, რომ ტედის საუკეთესო მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტედმა არაერთხელ განუცხადა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი მარშალია. ტედსა და ბარნის მცირეხნიანი განშორება ჰქონდათ, მას შემდეგ, რაც ბარნიმ რობინთან გაატარა ღამე, თუმცა საბოლოოდ მაინც შერიგდნენ, რადგან ბარნი ტედთან მიმავალ გზაზე ავტოკატასტროფაში მოყვა. ტედი ცდილობს დაარწმუნოს იგი, რომ არ სწყინს მისი რობინთან ურთიერთობა და ამის გამო იგი მათ ქორწილში მეჯვარეობას დასთანხმდა. ტედი ასევე დაესწრო 2020 წელს ბარნის ერთადერთი ქალიშვილის დაბადებას.
ლილი ოლდრინი
რედაქტირებალილი ოლდრინი და ტედი უნივერსიტეტის პირველი დღიდან მოყოლებული საუკეთესო მეგობრები არიან. ის ტედთან და თავის ქმარ მარშალთან ერთად წლების მანძილზე ცხოვრობდა ერთ ბინაში. აღსანიშნავია, რომ ლილიმ ტედი შვიდ გოგოს დააშორა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თვლიდა ისინი მისი შესაფერისები არ იყვნენ. ამ გოგონების სიაში არიან რობინიც და უნივერსიტეტის დროინდელი კარენიც, რომელსაც ტედის საწოლში რობინის საყურე ჩაუგდო, კარენმა კი იფიქრა რომ ტედი მას ღალატობდა და მაშინვე დაშორდა.
ვიქტორია
რედაქტირებავიქტორია ტედს რობინთან პირველი დაშორების შემდეგ მალევე შეხვდა მისი მეგობრის, სტიუარტისა და კლაუდიას ქორწილში, სადაც ვიქტორიამ საქორწინო ტორტი გამოაცხო. მათ მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ვიქტორია გერმანიაში წავიდა კულინარიის შესასწავლად, რის გამოც მათი ურთიერთობა დისტანციური გახდა. ვიქტორიასა და ტედის ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, რაც ტედი დათვრა, შუა ღამისას რობინთან ავიდა და უთხრა, რომ ვიქტორიას დაშორდა. როდესაც ტედი ცოტა ხნით ოთახიდან გავიდა მას ვიქტორიამ დაურეკა, ტელეფონს კი რობინმა უპასუხა, რითაც ყველაფერი გაირკვა და ტედს ორივე მათგანი დაშორდა.
ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ, ვიქტორია გერმანიიდან დაბრუნდა თავის საქმროსთან ერთად, რომელიც როგორც შემდეგ მიხვდა საერთოდ არ მოსწონდა. ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ვიქტორიამ ტედს დაურეკა და უთხრა რომ იგი კვლავ უყვარდა, რის გამოც ისინი ქორწილიდან ერთად გაიქცნენ, მაგრამ რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ ტედის რობინთან მეგობრობის გამო.
სტელა ზინმანი
რედაქტირებატედი სტელას მას შემდეგ შეხვდა, რაც ბარში გაცნობილი გოგონას ზეგავლენით კუდუსუნზე პეპლის ტატუ გაიკეთა. ტატუს მოსაშორებლად იგი დერმატოლოდ სტელასთან მივიდა, რომელიც თავიდანვე ძალიან მოეწონა და ცდილობდა მის პაემანზე დაპატიჟებას, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდა. როგორც შემდეგში გაირკვა მას ხუთი წლის ქალიშვილი ჰყავდა, რის გამოც იკავებდა თავს კაცებთან შეხვედრისგან, მაგრამ „ორწუთიანი პაემნის“ შემდეგ ტედთან ურთიერთობა დაიწყო. მას შემდეგ რაც ტაქსიში მჯდომი ტედი ავარიაში მოყვა მოვლენები კიდევ უფრო დაჩქარდა და ისინი დაინიშნენ, თუმცა სტელამ იგი საკურთხეველთან მიატოვა თავისი ყოფილი ქმრის გამო.
მათი ურთიერთობა ამ დრამის შემდეგ ნაწილობრივ კვლავ გაგრძელდა, მაგრამ უკვე სხვა კუთხით. სტელას მეუღლემ, ტონიმ ერთგვარი კომპენსაციის სახით ამ დროისათვის უმუშევარ ტედს კოლუმბიის უნივერიტეტში არქიტექტურის ლექტორად დააწყებინა მუშაობა, რითაც იგი ძალიან ბედნიერი იყო. ამ ამბიდან მალევე ტონიმ მათ სასიყვარულო სამკუთხედზე გადაიღო ფილმი, სახელად „საქორწინო პატარძალი“, სადაც ყველაფერი პირიქით იყო აღწერილი. ფილმში ტედი ბოროტ და დესპოტ კაცად გამოიყვანა, რომელსაც სურდა სტელას მითვისება და ისე ცუდად ეპყრობოდა მას, რომ ამის გამო გადაწყვიტა მისი მიტოვება, რაც ასე არ ყოფილა, მაგრამ ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
სტელა სერიალში უკანასკნელად მაშინ ჩანს, როდესაც მას ტონი მიატოვებს და შერიგებაში დახმარებას ტედს სთხოვს.
ზოი პირსონი
რედაქტირებაზოი პირსონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტედის ყოფილი შეყვარებულებიდან. მათ ერთმანეთთან ძლიერი გრძნობები აკავშირებდათ, მაგრამ ზოი დაქორწინებული იყო მდიდარ შუა ხნის კაცზე. ამავდროულად ზოი აწარმოებდა საპროტესტო აქციებს ტედის ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც სურდა ისტორიული მნიშვნელობის, მაგრამ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასტუმრო არკადიანის დანგრევა და მის ადგილზე ცათამბჯენის აგება. მათი დავა საბოლოოდ სასამართლომდეც კი მივიდა, სადაც ტედმა გაიმარჯვა და არკადიანი მაინც დაანგრიეს. ამის შემდეგ ზოიმ მიატოვა თავისი ქმარი და ტედთან ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ტედმა არკადიანი დაანგრია, რაც გახდა მათი დაშორების მიზეზი.
ლუკ და პენი მოსბები
რედაქტირებალუკ და პენი მოსბები არიან ტედისა და ტრეისის საერთო შვილები. პენი 2015 წელს დაიბადა, ხოლო ლუკასი 2017 წელს. სერიალი იწყება იმით, რომ 2030 წელს, დედის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ, ტედი მათ უყვება, თუ როგორ შეხვდა მათ დედას. საბოლოოდ, მოსმენილი ისტორიებიდან გამომდინარე, ისინი მიხვდნენ, რომ ტედს რობინი კვლავ უყვარდა, ამიტომაც მოსთხოვეს, რომ მასთან წასულიყო და გრძნობები გაემხილა.
აღსანიშნავია, რომ ლუკისა და პენის პერსონაჟებს ჰყავთ პროტოტიპები. ლუკის პროტოტიპი ვარსკვლავური ომების პერსონაჟი სკაივოკერია, რომელიც მონაწილეობს ფილმის სამივე ტრილოგიაში, რომელიც ტედისა და ტრეისის საყვარელი ფილმია. აღსანიშნავია, რომ პენის სახელი პირველად 2 სეზონის 15 სერიაში ფიგურირებს, რა დროსაც ტედი მეტროს მატარებელში პოულობს 1939 წლის დროინდელ მონეტას და მას „იღბლიან პენის“ უწოდებს. საყურადღებოა, რომ მან თავის ქალიშვილს სწორედ ამიტომ დაარქვა სახელი პენი, როგორც „მისთვის საამაყო რაღაცას“. ეს იმიტომ, რომ თუკი ტედი იმ მონეტას არ იპოვნიდა ტრეისის ვერ შეხვდებოდა, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ქალიშვილზე აქვს გადატანილი.
მომავლის ტედი
რედაქტირებამომავლის ტედი ეწოდება ტედ მოსბის, რომელიც უკვე დაქვრივებული, ორშვილიანი და ხანში შესულია. იგი 2030 წელს თავის შვილებს უყვება, თუ როგორ შეხვდა მათ დედას, მაგრამ თხრობისას მის სახეს არასდროს აჩვენებენ. აღსანიშნავია, რომ მომავლის ტედს არ თამაშობს ტედ მოსბის როლის შემსრულებელი ჯოშ რედნორი, არამედ მას ახმოვანებს მსახიობი ბობ სეგეტი.