პიტ სიგერი
პიტ „პიტ“ სიგერი (დ. 3 მაისი, 1919, მანჰეტენი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ — გ. 27 იანვარი, 2014, იქვე) — ამერიკელი ფოლკ-მომღერალი და სოციალური აქტივისტი. 1950-იანებში, ჯგუფ The Weavers-ის შემადგენლობაში, ჰქონდა მრავალი ჰიტური ჩანაწერი, მათ შორის — ლიდ ბელის „Goodnight, Irene“-ის ვერსია, რომელიც 1950 წელს ჩარტების სათავეებში 13 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ჯგუფის წევრები ჯოზეფ მაკ-კართის პერიოდში შავ სიაში მოხვდნენ. 1960-იანებში სიფერი დაბრუნდა საპროტესტო სიმღერებით, რომლებიც ეხებოდა ბირთვულ განიარაღებას, სამოქალაქო უფლებებს, კონტრკულტურას და ეკოლოგიას.
პიტ სიგერი | |
---|---|
პიტ სიგერი 2007 წელს. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | პიტერ სიგერი |
დაბ. თარიღი | 3 მაისი, 1919 |
დაბ. ადგილი | მანჰეტენი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
გარდ. თარიღი | 27 იანვარი, 2014 (94 წლის) |
გარდ. ადგილი | მანჰეტენი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აქტიური | 1939–2014 |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | peteseeger.org |
პიტ სიგერი ვიკისაწყობში |
მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია „Where Have All the Flowers Gone?“, „If I Had a Hammer (The Hammer Song)“ და Turn! Turn! Turn!, ჩაწერილი მრავალი სხვა შემსრულებლის მიერ.
სიგერი აგრეთვე იყო ერთ-ერთი პირველი ფოლკ-მომღერალი, რომელმაც პოპულარობა მოუპოვა სპირიჩუელს „We Shall Overcome“.