კრის დენისი (ინგლ. Chris Dennis, 1938—2013) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთ-ერთი ადრეული შემადგენლობის, Tea Set-ის ვოკალისტი. კოლექტივს იგი 1964 წელს შეუერთდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როგორც სამეფო საჰაერო ძალების წევრი, გაგზავნეს ბაჰრეინში. ამის შემდეგ ჯგუფის წამყვან ძალად იქცა სიდ ბარეტი.

კრისს ჰყავდა მეუღლე პამელა. იგი ცხოვრობდა ლანგეფნიში (ენგლსი, ჩრდილოეთი უელსი). ჯგუფიდან წასვლის შესახებ იყო ამბობდა - „არ ვნანობ. მე ვმონაწილეობდი მსოფლიოს უდიდესი როკ-ჯგუფის ჩამოყალიბებაში, ამან საშუალება მომცა, ჯიმი ჰენდრიქსის მსგავს მუსიკოსებს შევხვედროდი - ესეც საკმარისია“[1].

კრისი იხსენებდა, რომ სურეიში კონცერტამდე სიდი გამოჩნდა და ჯგუფს შესთავაზა ახალი სახელი, „Pink Floyd“. ბაჰრეინიდან დაბრუნების შემდეგ მას უკვე დახვდა The Piper At The Gates Of Dawn, რომელიც ჯგუფმა ახალი სახელით გამოსცა. იგი იხსენებდა, რომ ამ ალბომის ხელში აღებისას მხოლოდ სიამაყეს გრძნობდა, იმის გამო, რომ მათ ეს მოახერხეს[1]. კრისი აღიარებდა, რომ ამ ტიპის მუსიკა არ მოსწონდა, ამიტომ არ იყო დარწმუნებული, რომ მსგავს წარმატებას მასთან ერთად მიაღწევდნენ. გარდა ამისა, დენისი თავის ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში მასსა და როჯერ უოტერსს შორის უთანხმოებები არსებობდა. როჯერი, მისი თქმით, მადი უოტერსის მსგავს მუსიკას უსმენდა, ხოლო დენისი - ჩაკ ბერის ან საერთოდ, ენერგიულ კომპოზიციებს. თუმცა, იგი ნანობდა, რომ იმ პერიოდში ჯგუფის წევრებს ფოტოსურათებს დიდი რაოდენობით არ უღებდა[1].

1973 წლიდან დენისს კემბრიჯში საკუთარი სტუდია ჰქონდა. იგი მუშაობდა დეივ ბერის, ტონი ლეონარდის (The Glitter Band) და Shakin Stevens-ის წევრთა ჩანაწერებზე. ჰქონდა 20 გიტარისგან შემდგარი კრებული - აქედან სამი უკანასკნელ წლებში აუქციონზე გაიტანა[1].

ცხოვრების ბოლომდე მას ჰქონდა კონტაქტი ნიკ მეისონთან[1], რომელსაც წელიწადში რამდენიმეჯერ ესაუბრებოდა და როჯერ უოტერსთან, რომელსაც წელიწადში ერთხელ უკავშირდებოდა.

გარდაიცვალა 2013 წელს.

სქოლიო რედაქტირება