Is This the Life We Really Want?

როჯერ უოტერსის ალბომი

Is This the Life We Really Want?ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის მეოთხე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2017 წლის 2 ივნისს [2][3][4] და არის მისი პირველი როკ-ალბომი 1992 წლის Amused to Death-ის [5], ისევე, როგორც პირველი სტუდიური ნამუშევარი Ça Ira-ს შემდეგ.

Is This the Life We Really Want?
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 2 ივნისი 2017
ჩაიწერა 2010-2017
სტუდია United Recording
Five Star Recording
Electric Lady Studios
Wack Formula Studio
ჟანრი
ხანგრძლივობა 54:06
ლეიბლი Columbia Records
პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია
Roger Waters: The Wall
(2015)
Is This the Life We Really Want?
(2017)
Igor Stravinsky's The Soldier's Tale
(2018)
სინგლები ალბომიდან Is This the Life We Really Want?
  1. „Smell the Roses“
    გამოცემის თარიღი: 20 აპრილი 2017
  2. „Déjà Vu“
    გამოცემის თარიღი: 8 მაისი 2017
  3. „The Last Refugee“
    გამოცემის თარიღი: 19 მაისი 2017
  4. „Wait for Her“
    გამოცემის თარიღი: 19 ივლისი 2017

წარმოშობა

რედაქტირება

ალბომი იწერებოდა 2010-2017 წლებში. ტურნეს In the Flesh პერიოდში არსებობდა ვარაუდი, რომ მუსიკოსი მუშაობდა ახალ ალბომზე. საკონცერტო პროგრამაში გამოჩნდა ახალი სიმღერები „Each Small Candle“[6] და „Flickering Flame“. მოგვიანებით როჯერმა გამოსცა სინგლი To Kill the Child/Leaving Beirut, ორი ახალი სიმღერით.

უფრო გვიანდელ პერიოდში პრესასთან საუბარში როჯერმა ახსენა ალბომის სამუშაო სახელწოდება Heartland[7]. გარკვეული დროის შემდეგ იგი საუბრობდა ერთდროულად ორ ალბომზე მუშაობის შესახებ.

უკვე 2010-იანი წლების პერიოდში როჯერი ხშირად ახსენებდა მომავალი ალბომის თემას - ირლანდიელ მოხუცს, რომლის შვილიშვილი იღვიძებს ღამის კოშმარის შემდეგ და ბაბუამისს ეკითხება, თუ რატომ კლავენ ადამიანები ბავშვებს[7]. ამავე დროს, არსებობდა ამ ამბის რადიოდადგმის სახით ადაპტირების გეგმა, თუმცა, უკვე 2017 წლის ინტერვიუებში როჯერი ამბობდა, რომ პროექტი გადაიდო, თუმცა გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, მაინც დასრულებულიყო. Rolling Stone-ის ამ წლის ერთ-ერთ გამოცემაში მითითებული იყო, რომ ჩაწერა დაიწყო 2010 წელს.

სიმღერების დეტალები

რედაქტირება

Rolling Stone-თან ინტერვიუში საუბარი იყო, რომ ალბომში შევიდოდა უკვე ცნობილი სამი სიმღერა - „Crystal Clear Brooks“[nb 1], „Safe and Sound“ და „Lay Down Jerusalem (If I Had Been God)“. უკანასკნელი პირველად შესრულდა ევროპარლამენტში, ბრიუსელში, 2014 წელს. აგრეთვე შესრულდა ორჯერ, 2015 წელს. სიმღერის სახელწოდება ალბომისთვის შეიცვალა „Deja Vu“-თი. „Safe and Sound“ ალბომში შევიდა, როგორც „Broken Bones“.

ჟურნალ Mojo-ს 2017 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია სიმღერაზე „Smell The Roses“. უოტერსის თქმით, მასში ბეტერსის ცნობილი თბოელექტროსადგური (გამოსახული ალბომ Animals-ის გარეკანზე) წარმოდგენილია, როგორც ტყვიაწამლის საწყობი. უოტერსს ინტერვიუში მოჰყავს სტრიქონები სიმღერიდან: „This is a room where they make the explosive / Where they put your name on the bomb / Here's where they bury the "buts' and the "ifs" and erase words like right and wrong“ (ქართ. ეს ოთახია, რომელშიც ასაფეთქებელს ამზადებენ, შენს სახელს ყუმბარას აწერენ, სადაც ასამარებენ ყოველ „მაგრამ“-ს და „თუ“-ს და გავიწყებენ, როგორ არჩევ კარგს და ცუდს“).

სიმღერების ოფიციალური სია გამოცხადდა 2017 წლის 20 აპრილს.[8] იმავე დღეს გამოქვეყნდა სიმღერა „Smell The Roses“.

სიმღერა „Crystal Clear Brooks“ ალბომში არ არის შეტანილი.

„Wait for Her“-ის ტექსტი უოტერსმა დაწერა უცნობი ავტორის ლექსის თარგმანის შთაგონებით (რომელიც, თავის მხრივ, მაჰმუდ დარვიშს ეკუთვნის)[9].

პრომოკამპანია

რედაქტირება

2017 წლის 16 თებერვალს მუსიკოსის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ნახევარწუთიანი ნაწყვეტი ალბომიდან და თავად ალბომის სახელწოდება, რომელიც ვიდეოშ გამოჩნდა. კიდევ ერთი ნაწყვეტი გამოქვეყნდა 3 მარტს. 20 მარტს გამოქვეყნდა სიმღერის „Déjà Vu“ ნაწყვეტი.

პირველი სრული სიმღერა, გამოქვეყნებული ალბომიდან, იყო „Smell The Roses“[10], რომელიც ხელმისაწვდომი 20 აპრილს გახდა. „Déjà Vu“-ს სრული ვერსია ქსელში 7 მაისს გამოქვეყნდა[11]. 8 მაისს როჯერმა და მისმა მუსიკოსებმა სიმღერა შეასრულეს ცოცხლად The Late Show with Stephen Colbert-ში[12].

19 მაისს გამოქვეყნდა სიმღერის „The Last Refugee“ ოფიციალური მუსიკალური ვიდეო, გადაღებული რეჟისორ შონ ევანზის მიერ. მისი სიუჟეტი აღწერს ქალს, რომელიც გაძევებულია მშობლიური მხარიდან და ლტოლვილია[13].

კრიტიკოსების შეფასებები

რედაქტირება
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic73/100[14]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic     [15]
Consequence of SoundB[16]
Drowned in Sound8/10[17]
Exclaim!7/10[18]
The Independent     [19]
The Observer     [20]
Pitchfork6.9/10[21]
Rolling Stone     [22]
Sputnikmusic4.1/5[23]

სტივენ თომას ერლეუაინი საკუთარ მიმოხილვაში წერდა: „რა თქმა უნდა, Is This The Life We Really Want?-ს აკლია The Wall-ის პირდაპირი თხრობა ან მელოდიურობა, მაგრამ იგი არ არის ისეთივე მთვლემარე, როგორც The Final Cut და თუკი სიმღერები საინტერესო არ არის, მიუხედავად ამისა, ქმნიან ხანგრძლივ სუიტას, რომელიც უწყვეტი პიესის სახით კარგია“[18].

Metacritic-ზე, რომლის საშუალო რეიტინგი ასი კრიტიკოსის მიმოხილვის მიხედვით ითვლება, ალბომის შეფასება 73 ქულიანია, რაც 15 მიმოხილვას ეფუძნება - ძირითადად კეთილგანწყობილ შეფასებებს.[14] Rolling Stone: „მუსიკა წარმოადგენს ფუნდამენტალური პოსტ-Dark Side Of The Moon-ისეულ ფლოიდს, მაგრამ სხვა მიმართულებით არის წაყვანილი: პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი პროგრესული როკის სიდიადეს, მულტიინსტრუმენტალისტ ჯონათან უილსონის მცირე დოზის ფსიქოდელიას, Lucius-ის ალტერნატიული რიტმ-ენდ-ბლუზის ბეკ-ვოკალებს აერთიანებს.“[22]

Drowned in Sound წერდა, რომ ალბომი არის „ხანგრძლივი, მიმოფანტული ეპიკური ნაშრომი, რომელიც დროში გაწელილია, მაგრამ იმდენად სავსეა იდეებით და ჩახლართულობებით, რომ ადვილად გიზიდავს“.[17] Consequence of Sound აღნიშნავდა, რომ „ალბომი უბრალოდ არის უოტერსის სოლო ნამუშევრებიდან ყველაზე მარტივი - გადმონთხევა იმ ანტიფაშისტური, ანტიიმპერიალისტური, ანტიგაუმაძღრობის იდეების, რომლებსაც გამოხატავს პინკ ფლოიდის პერიოდიდან მოყოლებული.“[16] Pitchfork: „ალბომის მრავალი მუსიკალური ციტირება პინკ ფლოიდის წარსულიდან უნდა ნიშნავდეს, რომ უოტერსი კმაყოფილია გავლილი გზით. რაც უფრო მეტად მიიღებთ იმას, რომ მისი ნამყო არეკლილია აწმყოში, მით უფრო მოგხიბლავთ ეს ალბომი[21].“

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი - როჯერ უოტერსი, გარდა სიმღერის „Wait for Her“ (უოტერსი, მაჰმუდ დარვიში). უკანასკნელმა ინგლისურად თარგმნა უცნობი ავტორის ლექსი „კამა სუტრის გაკვეთილი“.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„When We Were Young“1:38
2.„Déjà Vu“4:27
3.„The Last Refugee“4:12
4.„Picture That“6:47
5.„Broken Bones“4:57
6.„Is This The Life We Really Want?“5:55
7.„Bird In A Gale“5:31
8.„The Most Beautiful Girl“6:09
9.„Smell the Roses“5:15
10.„Wait for Her“4:56
11.„Oceans Apart“1:07
12.„Part Of Me Died“3:12
საერთო ხანგრძლივობა:54:06

პერსონალი

რედაქტირება
მუსიკოსები
სტუდიური პერსონალი
  • ნაიჯელ გოდრიჩი – პროდიუსერი, ხმის მიქსი, სიმებიანების არანჟირება
  • სემ პეტს-დეივისი – ხმის ინჟინერი
  • რაბლ კაპური, უესლი საიდმანი, მონიკ ეველინი, გოშა უსოვი – ხმის ინჟინერის თანაშემწეები
  • დევიდ კემპბელი – სიმებიანების არანჟირება
  • ბობ ლუდვიგი – მასტერინგი
სხვა პერსონალი
  • შონ ევანზი, დენი კამაჯი, დენ იჩიმოტო – დიზაინი
ხმები
  • რეიჩელ ეგნიუ, ჯეინ ბარბი, ემა კლარკი, სელია დრამონდი, კეითი სომერსი და ინგრიდ შრამი – საუბრები
  • დონალდ ტრამპი - ხმა „Is This The Life We Really Want?“-ში[24][25][26]

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
იტალია (FIMI)[58] ოქრო 25 000*
პოლონეთი (ZPAV)[59] ოქრო 10 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)
 გაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

შენიშვნები

რედაქტირება
  1. სიმღერის შესახებ როჯერი, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას ღაზის სექტორს და ისრაელის ნაწილს შორის, ამბობდა: „მართალია, ჩემს გრძნობებს გამოხატავს, ვფიქრობ, რომ ღაზელი ბავშვები ყველაფერს გაიღებდნენ ამქვეყნად მოვლინების, ადამიანის ძირითადი უფლებების ან ბროლისფერი-გამჭვირვალე წყლის ერთი ჭიქისთვის.“ სიმღერა პირველად შესრულდა ნიუპორტის ფოლკ-ფესტივალზე, 2015 წელს. ამისთვის როჯერი მიუჯდა ფორტეპიანოს, რაც მოხდა პირველად მის სოლო კარიერაში.
  1. ბლეკარდი, კეპ (1 ივნისი 2017). „Roger Waters – Is This The Life We Really Want?“. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: 5 ივნისი 2017.
  2. გროუ, კორი (16 თებერვალი 2017). „Hear Roger Waters Tease New 'Is This the Life We Really Want?' LP“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2017.
  3. კაუფმანი, ჯილ. Roger Waters Posts New Tease of First Solo Rock Album in 25 Years, 'Is This the Life We Really Want?'. billboard.com. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2017
  4. უიკსი, ამანდა (3 March 2017). „Roger Waters Previews New Album 'Is This The Life We Really Want?'. Radio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2017.
  5. „Roger Waters Recording First Rock Album in Over Two Decades“. Rolling Stone (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-13. ციტირების თარიღი: 2013-11-13.
  6. „The Concert Hall - A concert review of Roger Waters at The New World Music Theatre in Tinley Park, IL., ივლისი 8, 2000“. Entertainment Ave! (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2000. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 „Roger Waters Details War-Themed 'Radio Play' Project“. Rolling Stone (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-20. ციტირების თარიღი: 2015-09-18.
  8. „Roger Waters Reveals First Album In 24 Years: 'Is This The Life We Really Want?'. NPR.org (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-20.
  9. „Roger Waters Album 'Is This The Life We Really Want?' Set For Global Release This ივნისი“. Broadway World (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-20.[მკვდარი ბმული]
  10. „Hear Roger Waters Tap Seventies Pink Floyd Sound on 'Smell the Roses'. Rolling Stone (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-21. ციტირების თარიღი: 2017-04-21.
  11. „Listen to Roger Waters' 'Deja Vu,' Second Song From Upcoming Album“. Ultimate Classic Rock (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  12. „Watch Roger Waters Perform Plush, Orchestral 'Deja Vu' on 'Colbert'. Rolling Stone (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-09. ციტირების თარიღი: 2017-05-09.
  13. „See Roger Waters' Moving New 'Last Refugee' Video“. Rolling Stone (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-05-19.[მკვდარი ბმული]
  14. 14.0 14.1 Reviews and Tracks for Is This The Life We Really Want? by Roger Waters. Metacritic.
  15. ერლეუაინი, სტივენ თომას. Is This the Life We Really Want? - Roger Waters: Songs, Reviews, Credits. AllMusic. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2017
  16. 16.0 16.1 Roger Waters – Is This The Life We Really Want?. Consequence of Sound.
  17. 17.0 17.1 Album Review: Roger Waters - Is This the Life We Really Want?. Drowned in Sound. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-02. ციტირების თარიღი: 2017-06-03.
  18. 18.0 18.1 Roger Waters Is This the Life We Really Want?. Exclaim!.
  19. Album reviews: The Beatles - Sgt Pepper's 50th Anniversary, Alt J - Relaxer, Dan Auerbach - Waiting On A Song. The Independent.
  20. Roger Waters: Is This the Life We Really Want? review – protest prog. The Observer.
  21. 21.0 21.1 Roger Waters: Is This the Life We Really Want? Album Review. Pitchfork.
  22. 22.0 22.1 Review: Roger Waters' 'Is This The Life We Really Want?'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-02. ციტირების თარიღი: 2017-06-02.
  23. Review: Roger Waters - Is This the Life We Want?. Sputnikmusic.
  24. Roger Waters – Is This The Life We Really Want? - Consequence of Sound. 1 ივნისი 2017. Retrieved 14 ივნისი 2017.
  25. Roger Waters, ‘Is This The Life We Really Want?': Album Review - Ultimate Classic Rock. 31 მაისი 2017. Retrieved 14 ივნისი 2017.
  26. Roger Waters’ Is This the Life We Really Want? - Bearded Gentlemen Music. 5 ივნისი 2017. Retrieved 14 ივნისი 2017.
  27. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2017.
  28. "Roger Waters - Is This the Life We Really Want?" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 15 ივნისი 2017.
  29. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2017.
  30. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2017.
  31. „Roger Waters ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 13 ივნისი 2017.
  32. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201723 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 13 ივნისი 2017.
  33. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ივნისი 2017.
  34. „Dutchcharts.nl – Roger Waters – Is This the Life We Really Want?“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2017.
  35. "Roger Waters: Is This the Life We Really Want?" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2017.
  36. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 13 ივნისი 2017.
  37. "Offiziellecharts.de – Roger Waters – Is This the Life We Really Want?" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2017.
  38. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 22 ივნისი 2017.
  39. „ირლანდიის ალბომების ჩარტი: 9 ივნისი 2017“. Irish Recorded Music Association. ციტირების თარიღი: 10 ივნისი 2017.
  40. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2017.
  41. Top Album - Semanal (del 09 de Junio al 15 de Junio) Spanish. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-10. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2017.
  42. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2017.
  43. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2017.
  44. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 16 ივნისი 2017.
  45. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 18 ივნისი 2017.
  46. "20170609 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2017.
  47. 2017년 22주차 Album Chart Korean. Gaon. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2017.
  48. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ივნისი 2017.
  49. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2017.
  50. "Roger Waters – Is This the Life We Really Want?". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 14 ივნისი 2017.
  51. "20170609 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2017.
  52. „Roger Waters ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 13 ივნისი 2017.
  53. Jaaroverzichten Albums 2017. Ultratop. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2017.
  54. Rapports Annuels Albums 2017. Ultratop. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2017.
  55. Jaaroverzichten – Album 2017. Hung Medien. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2017.
  56. Top 100 Album-Jahrescharts გერმანული. GfK Entertainment. offiziellecharts.de. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2017.
  57. Schweizer Jahreshitparade 2017 – hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2017.
  58. Italian album certifications – Roger Waters – Is This the Life We Really Want? იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  59. Polish album certifications – Roger Waters – Is This the Life We Really Want? პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).