Welcome to the Machine
„Welcome to the Machine“ — მეორე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1975 წლის ალბომზე Wish You Were Here.[1][2] იგი აღსანიშნავია სინთეზატორებისა და გიტარების დამუშავებული ჟღერადობით, ისევე როგორც ფირის ეფექტების გამოყენებით.
„Welcome to the Machine“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Wish You Were Here | ||||
გამოსვლის თარიღი | 15 სექტემბერი 1975 | |||
ჩაიწერა | 1975 წლის იანვარი-ივლისი, ები-როუდის სტუდიები (ლონდონი). | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, არტ როკი | |||
ხანგრძლივობა | 7:31 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest, EMI (ბრიტანეთი) Columbia, Capitol (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
Wish You Were Here – სიმღერები | ||||
|
თემა
რედაქტირებასიმღერა აღწერს ჯგუფის ურთიერთობას მუსიკალურ ინდუსტრიასთან, რომელიც წარმოადგენს ფულის მანქანას და არა მხატვრული გამოხატულების მაგალითს. სიუჟეტში საუბარია დამწყებ მუსიკოსზე, რომელიც მუსიკალური ინდუსტრიის, „მანქანის“ ნაწილად იქცევა. ტექსტი მსმენელს უამბობს პერსონაჟის წარსულის შესახებ - „You bought a guitar to punish your ma, you didn't like school, and you know you're nobody's fool“(„დედაშენის ჯიბრზე იყიდე გიტარა / ვინ მოგატყუებდა, სკოლაც არ გიყვარდა“) . ბიჭუნას პირადი ალუზიები იმსხვრევა სტრიქონებით „What did you dream, it's alright we told you what to dream“ („რა გესიზმრა? / კარგი, ჩვენ თავად გითხარით, რა გესიზმრებოდა“).
„Welcome to the Machine“ ასევე არის ჩვენსა და მათ შორის დაპირისპირებაზე და ზოგადად იმათზე, ვინც ჩართულია მასობრივი ინფორმაციის გავრცელების პროცესში. ერთადერთხელ, როდესაც გამოვიყენეთ ფირის სიჩქარის ცვლილება, რათა ვოკალისტისთვის დახმარება გაგვეწია, იყო „The Machine Song“-ის ერთ-ერთი სტრიქონი. ეს ტაქტი ვერ ვიმღერე, იმის გამო, რომ მაღალ რეგისტრში იყო მოქცეული, ამიტომ ჩანაწერი ნახევარი ტონით დავწიეთ და ძირითად ფირზე ჩავსვით.
სიმღერის ბოლოს ჟღერს აღფრთოვანებული ხმები და ხმაური (უკანასკნელი ეფექტია ნაბიჯის მსგავსი ხმა, რომელიც ოდნავ მოგუდულად ისმის), რაზეც უოტერსი ამბობდა:
ეს ჩავსვით, რათა გვეჩვენებინა სრული სიცარიელე, რომელიც ცხოვრების ასეთ წესს ახლავს - ზეიმებს, ადამიანთა შეკრებებს, რომლებიც სვამენ და საუბრობენ. ჩემთვის ეს ნიშნავს რეალური კონტაქტებისა და ადამიანთა შორის ნამდვილი გრძნობების სიმწირეს.
ჩაწერა
რედაქტირებასიმღერა აგებული იქნა სინთეზატორ EMS VCS 3-ის პულსაციაზე, რომელსაც მიჰყვება განმეორებადი ექო. ორიგინალურ გრამფირფიტაზე სიმღერა მიჰყვება კომპოზიციის „Shine On You Crazy Diamond“ პირველ ხუთ ნაწილს და ასრულებს ფირფიტის პირველ მხარეს. CD ფორმატში, განსაკუთრებით 1997 და 2000 წლის გამოცემებზე იგი გადადის „Have a Cigar“-ზე, ალბომის შემდეგ კომპოზიციაზე, რომელიც სინამდვილეში გრამფირფიტის მეორე მხარეს იწყებს. ეს გადასვლა აშშ გამოცემაში რამდენიმე წამით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბრიტანულ გამოცემაში. დევიდ გილმორი ამბობდა, რომ სიმღერის ერთი სტრიქონის შესრულება მისთვის რთული იყო: „ამ ტონალობამდე ხმას ვერ ვწევდი და ამიტომ ჩანაწერი ნახევარი ტონით დავწიეთ“[3]. მან იმღერა სიმღერის ყველა დანარჩენი სტრიქონი, ხოლო ვოკალის დონე აწეული იქნა, რათა სიმღერის მთლიან ტონალობასთან ჰარმონიაში ყოფილიყო.
რიტმი
რედაქტირება„Welcome to the Machine“ არის ჯგუფის კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც ბუნდოვანი რიტმი ახლავს. სიმღერის შესავალი 6/8 თვლით სრულდება, შემდეგ 4/4-ით იცვლება (პირველი სტროფი). სტრიქონს „It's alright we know where you've been“ ახლავს 7/8 ტიპის რიტმი. აკორდების ცვლილებას სტრიქონზე „so, welcome to the machine...“ ახლავს 2/4 და არა 4/4 ტიპის რიტმი. მეორე სტროფზე შენარჩუნებულია 4/4 ტიპის რიტმი.
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებაჯერალდ სკარფის მიერ შექმნილი იქნა სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გამოიყენებოდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh დროს. იგი იწყება გიგანტური მექანიკური მხეცის გამოჩენით, რომელიც ტრიცერატოპსისა და ჯავშანგამტარის მსგავსია. არსება ნელი ტემპით მოძრაობს ქალაქის აპოკალიპტურ ნანგვრევებზე. ქალაქი იქცევა ვირთხებად. დიდი მილები სისხლით ივსება. მხეცი ანადგურებს ადამიანს და სისხლის ოკეანე ავსებს ეკრანს. რჩება მხოლოდ ერთი შენობა. იგი ცაში ადის და ოვალურ ფორმაში ქრება.
საკონცერტო შესრულება
რედაქტირებასიმღერა ცოცხლად პირველად მხოლოდ ტურნეში In the Flesh შესრულდა. გილმორი და უოტერსი ვოკალს ერთად ასრულებდნენ, თუმცა იყო გამოსვლები, როდესაც გილმორი მარტო მღეროდა, უოტერსის ბეკ-ვოკალით. 1977 წლის გამოსვლებზე დევიდი აკუსტიკურ ნაწილს ასრულებდა Fender Stratocaster-ზე, ხოლო უოტერსი უკრავდა Ovation-ის აკუსტიკურ გიტარაზე. სნოუი უაიტი, დამატებითი გიტარისტი, ბას-გიტარის პარტიებს უკრავდა.
სიმღერის საკონცერტო შესრულება უფრო რთული იყო, ვინაიდან აუცილებელი იყო ვიდეორიგთან ერთად მუსიკის სინქრონულად შესრულება. ამიტომ ჯგუფის წევრები ატარებდნენ ყურსასმენებს და უსმენდნენ მეტრონომის რითმს, რაც ნიშნავდა, რომ იმპროვიზაციისათვის დრო არ რჩებოდა. ჯგუფი სიმღერას კვლავ ასრულებდა 1987/88/89 წლების ტურნეში, სადაც ტიმ რენუიკი უკრავდა წამყვან პარტიას, ხოლო გილმორი - 12-სიმიან გიტარაზე. ამ შემთხვევაში პროექციასთან მკაცრ სინქრონიზაციას ადგილი არ ჰქონია და გილმორი ყოველთვის იხედებოდა მრგვალ ეკრანზე, რომელიც სცენაზე ეკიდა.
როჯერ უოტერსი სიმღერას ასრულებდა 1984/1985 წლების ტურნეში, ისევე როგორც 1987 წლის ტურნეს ფარგლებში, სადაც მელ კოლინზის მიერ შესრულებული საქსოფონის პარტია გამოჩნდა. ეს გამოსვლები ეკრანზე გამოსახულებასთან სინქრონიზაციით გამოირჩეოდა. ეს საკონცერტო ვერსიები განსხვავდებოდა ალბომის ვერსიისგან. სიმღერა ასევე სრულდებოდა 1999-2002 წლების ტურნეს In the Flesh ფარგლებში, სადაც ეკრანზე მხოლოდ ანიმაციური რგოლის შეჩერებული კადრები ჩნდებოდა. ეს ვერსია შეტანილია DVD და CD გამოცემაში In the Flesh – Live. როჯერმა სიმღერა აგრეთვე დააბრუნა 2017 წლის ტურნესთვის Us + Them.
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი, სინთეზატორი, მუსიკის და ტექსტის ავტორობა
- დევიდ გილმორი — 6 და 12 სიმიანი გიტარები, წამყვანი ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — EMS VCS 3, სინთეზატორი ARP String Ensemble, მინიმუგი
- ნიკ მეისონი — ტიმპანი, თეფშები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Gary Cooper, Wish You Were Here songbook — 1975, The Pink Floyd Fan Club.