Obscured by Clouds

(გადამისამართდა გვერდიდან Obscured By Clouds)

Obscured by Clouds (ქართ. ღრუბლებით დაფარული) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი, რომელიც წარმოადგენს მუსიკას ფრანგული ფილმისათვის La Vallée. ფილმის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი. იგი კმაყოფილი იყო მისი ფილმისათვის ჯგუფის მიერ შექმნილი წინა ნამუშევრით, More და ამჯერადაც, ავანსის გადახდის შემდეგ, პინკ ფლოიდმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც შროდერმა ფილმში გამოიყენა.

Obscured by Clouds
სტუდიური ალბომი / საუნდტრეკული ალბომი
გამოცემის თარიღი 2 ივნისი, 1972[1]
ჩაიწერა 23–29 თებერვალი და 23 მარტი–6 აპრილი 1972
სტუდია Strawberry Studios, შატო დ'ერუვილი, ერუვილი, საფრანგეთი[2]
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 40:30
ლეიბლი Harvest
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Meddle
(1971)
Obscured by Clouds
(1972)
The Dark Side of the Moon
(1973)
პინკ ფლოიდის საუნდტრეკების — ქრონოლოგია
Zabriskie Point
(1970)
Obscured by Clouds
(1972)
Pink Floyd – The Wall
(1982)
სინგლები ალბომიდან Obscured by Clouds
  1. „Free Four“
    გამოცემის თარიღი: 10 ივლისი 1972 (აშშ)[3]
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic2/5 stars[4]
რობერტ კრისტგოუC[5]
The Daily Telegraph3/5 stars[6]
MusicHound1/5 stars[7]
The Rolling Stone Album Guide2/5 stars[8]

ამ პერიოდში ჯგუფი უკვე მუშაობდა ალბომზე The Dark Side of the Moon, მაგრამ მცირე პაუზა გააკეთა, რათა პარიზში ფილმისათვის მუსიკა დაეწერა. ამასთან დაკავშირებით ნიკ მეისონი იხსენებს:

 
„ალბომის More წარმატების შემდეგ, ბარბეტ შროდერის მორიგი ფილმის მუსიკაზე ვმუშაობდით. მის ახალ ფილმს La Valleé ერქვა და ჩვენ დროებით გადავსახლდით საფრანგეთში, რათა თებერვლის უკანასკნელი კვირის განმავლობაში მუსიკა ჩაგვეწერა. ჩაწერა იგივე მეთოდით მიმდინარეობდა, რომელიც More-ზე მუშაობისას გამოვიყენეთ. ჩვენ გვქონდა ფილმის არასრული ვერსია, ვიყენებდით წამმზომებს, რათა განსაკუთრებულ კადრებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ვიწერდით მუსიკალურ თემებს, რომლებიც ერთმანეთში გადადიოდა, რათა ფილმის საბოლოო ვერსიას მორგებოდა. ჩაწერის დრო საოცრად შეზღუდული იყო. სულ ორი კვირა მოგვცეს, რათა ჩაგვეწერა და უფრო ნაკლები - რათა ერთ მთლიან ალბომად გვექცია.[9]

ალბომის ჩაწერისას ჯგუფი თავისუფლად იყენებდა სტანდარტული როკ სიმღერების აგების მეთოდს, რის გამოც ალბომი უფრო ახლოს არის ჩვეულ როკ-მუსიკასთან, ვიდრე პინკ ფლოიდის ჩვეულ სტილთან.

Obscured by Clouds იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც გამოიყენეს სინთეზატორი VCS 3.

საკონცერტო შესრულებები

რედაქტირება

ჯგუფის 1973 წლის რამდენიმე კონცერტი იწყებოდა კომპოზიციების „Obscured by Clouds“ და „When You're In“ თემაზე იმპროვიზაციებით, რასაც სცენაზე ახლდა ბოლი და ფერადი შოუ.

„Childhood's End“ ასევე რამდენიმეჯერ შესრულდა კონცერტებზე. იგი პირველად დაუკრეს 1972 წლის 1 დეკემბერს და 1973 წლის მარტში. როგორც წესი, კომპოზიციას ასრულებდნენ ვრცელი ინსტრუმენტული პასაჟებით.

„Wot's... Uh, the Deal?“ პირველად შესრულდა დეივიდ გილმორის 2006 წლის სოლო-ტურის მსვლელობისას. ერთ-ერთი შესრულება შეტანილია DVD დისკზე Remember That Night, ხოლო ალბომის Live in Gdańsk გრამფირფიტის გამოცემაში შეტანილია მისი აუდიოჩანაწერი.

გარეკანი

რედაქტირება

ალბომის გარეკანის გაფორმებაში, წინა მხარისთვის Hipgnosis-ის მიერ შემუშავდა ბუნდოვანი გამოსახულება, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს კადრს ფილმიდან, რომელზეც მამაკაცი ხეზე დგას. გრამფირფიტის კონვერტის უკანა მხარეზე გამოტანილია კადრები ფილმიდან „ველი“. წინა მხარეს სხვადასხვა გამოცემაში ახლდა სტიკერი ალბომის და ჯგუფის სახელწოდებით.

ბარბეტ შროდერი, „ველის“ რეჟისორი, ხუმრობით ამბობდა, რომ ჯგუფის ყურადღება გადატანილი იყო შემდეგი ალბომის მომზადებაზე, ამიტომ არ სურდათ, რომ ალბომს ზედმეტი ყურადღება მიეზიდა.

1994 წელს გამოსული CD-ის გამოცემა გამდიდრებულია შესანიშნავი ილუსტრირებით - ფილმის მოკლე სიუჟეტით, კადრებით თავად ფილმიდან, სიმღერების ტექსტებით, ალბომის ანოტაციით. მიუხედავად მთავარი გამოსახულების მარტივი ხასიათისა, ეს გამოსახულება იყო ნიკ მეისონის ერთ-ერთ საყვარელი დიზაინი.

CD-ზე, 2011 წლის Discovery-ში და Pink Floyd Records-ის 2016 წლის ტირაჟში 1994 წლის გამოცემასთან შედარებით ფოტოსურათების რაოდენობა შემცირებულია.

აღსანიშნავია თურქული გამოცემა (1978, SIERRA ‎– LP 1780), რომლის გარეკანზე შეცდომით არის დაბეჭდილი ჯგუფ Queen-ის ფოტოსურათი.

სიმღერების სია

რედაქტირება
მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Obscured by Clouds“გილმორი, უოტერსიინსტრუმენტული3:03
2.„When You're In“გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონიინსტრუმენტული2:30
3.„Burning Bridges“რაიტი, უოტერსიგილმორი, რაიტი3:29
4.„The Gold It's in the...“გილმორი, უოტერსიგილმორი3:07
5.„Wot's... Uh the Deal?“გილმორი, უოტერსიგილმორი5:08
6.„Mudmen“რაიტი, გილმორიინსტრუმენტული4:20
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
7.„Childhood's End“გილმორიგილმორი4:31
8.„Free Four“უოტერსიუოტერსი4:15
9.„Stay“უოტერსი, რაიტირაიტი4:05
10.„Absolutely Curtains“გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონიინსტრუმენტული5:52

პერსონალი

რედაქტირება
პინკ ფლოიდი
სხვა პერსონალი
  • Hipgnosis – ალბომის გარეკანი
ჩარტი (1972) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (Kent Music Report)[10] 44
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[11] 32
დანიის ალბომები (Tracklisten)[12] 3
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[13] 3
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[14] 19
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[15] 6
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[16] 46

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[17] ვერცხლი 60 000^
აშშ (RIAA)[18] ოქრო 500 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  1. Povey, Glenn (2006). „Playing Different Tunes 1972–1973“, Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 168. ISBN 978-0-9554624-0-5. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2012. 
  2. Povey, Glenn (2006). „Playing Different Tunes 1972–1973“, Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 166. ISBN 978-0-9554624-0-5. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2012. 
  3. Free Four.
  4. ერლეუაინი, სტივენ თომას. Album review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2011.
  5. კრისტგოუ, რობერტ. Album: Pink Floyd: Obscured by Clouds. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2012.
  6. მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  7. Graff, Gary; Durchholz, Daniel (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  8. შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  9. Mason Nick; Inside Out: A personal History of Pink Floyd
  10. კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  11. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 4171." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. LP Top 10, ივლისი 3, 1972. ციტირების თარიღი: 30 მარტი 2016.
  13. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Obscured by Clouds“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Obscured by Clouds" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. British album certifications – Pink Floyd – Obscured by Clouds. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Obscured by Clouds ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  18. American album certifications – Pink Floyd – Obscured by Clouds. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH