ჯიმ ლედი
ჯეიმზ უილიამ ლედი[1] (დ. 17 იანვარი, 1948 — გ. 17 დეკემბერი, 2023) — ამერიკელი რადიოწამყვანი, პროდიუსერი და მწერალი. აშშ-ის რადიოში ერთ-ერთი უკანასკნელი თავისუფალი ფორმატის რადიოწამყვანებიდან.[2] ერთ-ერთი ვეტერანი წამყვანი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც KLOS-FM-ის თანამშრომელმა[3]. მისი კარიერა დაიწყო KNAC-ში მუშაობით, მოგვიანებით იგი KLOS-ზე გადავიდა, საიდანაც 2011 წელს გაუშვეს. იგი KMET-FM-ზე გადავიდა.
1987 წელს როჯერ უოტერსის მიწვევით ლედმა მონაწილეობა მიიღო ალბომის Radio K.A.O.S. ჩაწერაში, პერსონაჟის სახით, ისევე, როგორც უოტერსის 1987 წლის ტურნეში და ფილმში Radio KAOS EP. 1992 წელს გამოსულ Amused to Death-თან დაკავშირებით მან როჯერ უოტერსთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გამოვიდა ვიდეოდისკზე.
ლედი აგრეთვე მუშაობდა Sirius XM-ის წამყვანად[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ James William Ladd, Born 01/17/1948 in California | CaliforniaBirthIndex.org. ციტირების თარიღი: 2023-12-20
- ↑ Jim Ladd Beats Tribal Drum for FM Rock. The Los Angeles Times (May 27, 1991).
- ↑ Roderick, Kevin. (October 26, 2011) End of an era at KLOS: Jim Ladd out. LA Observed. ციტირების თარიღი: 2012-10-02.
- ↑ Rock Radio Pioneer Jim Ladd to Join SiriusXM – NEW YORK, Dec. 2, 2011 /PRNewswire/. Prnewswire.com. ციტირების თარიღი: 2012-10-02.