Oxygen480-mimetypes-signature.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს LukaSvanidze

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 25, 2020 წელი.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 38 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მის [[მომხმარებლის განხილვა:LukaSvanidze|ჩამსმელ რედაქტორს]]:
{{მუშავდება/შეტყობინება|LukaSvanidze|კუ-კლუქს-კლანი}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

Ku klux Klan არის ამერიკული თეთრი სუპერმასისტული სიძულვილით აღსავსე ჯგუფი, რომლის მთავარ სამიზნეს შავკანიანი ამერიკელები,ჰომოსექსუალები და კათოლიკეები წარმოადგენდნენ. იგი არსებობდა სამ ცაკლეულ ერაში, სხვადასხვა დროს შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში.

კუ კლუქს კლანი
KKK.svg
KKK.svg

KKK-Flag.svg
შეიქმნა 1865
ტიპი terrorist organization და პოლიტიკური ორგანიზაცია
მდებარეობა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
დამფუძნებელი (-ები) Nathan Bedford Forrest
შტატი პელსინვანია
შტატი პელსინვანია
ქვეყანა აშშ


კუ კლუქს კლანი, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ორგანიზებული დამნაშავეობა.რედაქტირება

XX საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში ითვლება დროის იმ პერიოდად, სადაც ყველაზე მკვეთრად გამოიხატა პოლიტიკურად მოტივირებული ორგანიზებული დანაშაული,

რომელსაც ადგილი ჰქონდა პლანეტის სხვადასხვა კუთხეში.

ყველაზე ცნობილი მაგალითები ამ სახის დანაშაულისა იყო: გერმანული ნაციზმი დასავლეთ ევროპაში, რომელიც იტალიური ფაშიზმის სპეციფიკურ სახესხვაობას წარმოადგენდა და მეორე, ბოლშევიზმი, რომელმაც თავი იჩინა აღმოსავლეთ ევროპაში. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც ამოძრავებდა პოლიტიკური მოტივები უფრო ადრეც, XIX საუკუნის ამერიკაში კუ კლუქს კლანის სახელით წარმოიშვა. კუ კლუქს კლანი არის ყველაზე ძველი დაჯგუფება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობის გრძელ ისტორიასთან. მართალია მათ ჩვეულ სამიზნეს წარმოადგენდა შავკანიანი ამერიკელები, მაგრამ ისინი ხშირად თავს ესხმოდნენ ებრაელებს, იმიგრანტებს, ჰომოსექსუალებს და კათოოლიკეებს. მიუხედავად იმისა, რომ კუ კლუქს კლანი იწყებს გაფართოებას, სხვადასხვა კლანების შექმნის მხრივ, რომელთაც იგივე პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდათ. თუმცა სკანდალებმა, შიდა განხეთქილებამ და სხვა ბევრმა მიზეზმა განაპირობა მათი გავლენის დასუსტება. დღესდღეისობით ზოგიერთი ოფიციალური და არაოფიციალური წყარო აშშ-ში იუწყება რომ 5 000-8 000-მდე კლანის წევრი გადანაწილებულია სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომლებიც იყენებენ კლანის სახელს.

სამი კლანი (ზოგადი მიმოხილვა)რედაქტირება

 
კუ-კლუქს-კლანი 1928 წელი პრაიდი პენსილვანია

პირველი კლანი -რედაქტირება

პირველი კლანი დაარსეს ქალაქ პულასკაში (შტატი:ტენესი) დაახლოებით 1865-1866 [1]წლებში კონფედერაციის არმიის ექვსმა ყოფილმა წევრმა. ეს იყო საძმოს ტიპის დაჯგუფება, რომლის მთავარი ინსპირაციის წყაროსაც წარმოადგენდა იმდროისთვის უკვე დაშლილად გამოცხადებული " მალტის შვილები". ამ უკანასკნელისგან მათ გადმოირს სხვადასხვა ცერემონია მთავარი პრინციპით "საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობის გასაძლიერებლად და კლანის წევრების გასართობად".თუმცა ეს იყო პრიმიტიული სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე. მსგავსი ჯგუფები წარმოიქმნა სამხრეთ ამერიკის სხვა შტატებშიც, რომლებმაც იგივე სახელი დაირქვეს და ამასთნავე მოქმედებდნენ იმავე მეთოდებით. კლანის ჯგუფები ძირითადად იყვნენ სამხრეთ ამერიკაში და მოქმედებდნენ, როგორც მეამბოხეები ამერიკის შეერთებული შტატების რეკოსნტრუქციის პერიოდში. ეს იყო საიდუმლო დაჯგუფება , რომელიც იჭერდა და ლინჩის წესით ასამართლებდა მონობიდან ახალ გათვისუფლებულ ადამიანებს(შავკანიანებს). მათი მოქმედების ძირითად ორიენტირს წარმოადგენდა თეთრი რასის უზენაესობის აღდგენა შავკანიანებზე, რესპუბლიკელებზე ძალადობით და მკვლელობით. 1870-1871 წლებში ფედერაციულმა ხელისუფლებამ გაატარა აღსრულებლის აქტი, რომლის შედეგადაც დაიწყო კლანის წევრთა სისხლის სამართლებრივი დევნა და მათი დანაშაულებების აღკვეთა.

პირველმა კლანმა ძირითადად შეძლო თავისი მიზნების განხორციელება . ძალადობითა და მკვლელობების მთელი სერიით მათ შეძლეს სერიოზულად შეერყიათ შავკანიანთა პოლიტიკური სტაბლიშმენტი. მეორე მხრივ, ამან გამოწივია საპასუხო აქტების შემუშავება ფედერალური ხელისუფლების მიერ.

პირველი კლანის წევრებმა დაიწყეს ნიღბების ტარება, რათა დაემალათ ვინაობა და უფრო მეტი"დრამა" მიეცათ თავიანთი ღამის რეიდებისთვის. ღმე იყო კლანის წევრებისთვის ის შერჩეული დრო, როდესაც ისინი ბევრ დაგეგმილ დანაშაულებებს სჩადიოდნენ. პატარა ქალაქებში, რომლებისთვისაც დიდი ქალაქებისგან განსხვავებით უფრო არის დამახასიათბელი მოქალაქეების ძლიერი სოციალიზაცია, ხშირად მსხვერპლი ხმით, ან სხვა მანერებით მაინც ცნობდა თვდასხმელს. კუ კლუქს კლანის ღამის რეიდერები ხშირად ამბობდნენ, რომ ისინი წარმოადგენდნენ კონფედერაციის არმიის აჩრდილებს და რომ მათი მიზანი იყო ცრუმორწმუნე შავკანიანების დაშინება. ზოგიერთი ახალგათავისუფლებული სვკანიან იამას მართლაც რომ სერიოზულად აღიქვამდა.

კუ კლუქს კლანის წევრები არბევდნენ შვკანიანებს მათ შორის "ლოიალური ლიგის" წევრებს და აშინებდნენ სამხრეთელ რესპუბლიკელებს. მათ გამოაცხადეს ნამდვილი ნადირობა შავკანიან პოლიტიკოსებზე, რომელთაც კლავდნენ ოჯახის წევრებთან ერთად.

კლანის სისასტიკე მიმართული იყო შავკანიანთა ხმების ჩასახშობად, ხოლო ძალადობა თავის პიკს აღწევდა საარჩევნო კამპანიების დროს. 1868 წელს, რამოდენიმე კვირის განმავლობაში,საპრეზიდენტო არჩევენების დროს მოკლეს და დაჭრეს 2 000 კაცზე მეტი (შტატი:ლუიზიანა). ორგანიზაციამ შეიწირა 200-ზე მეტი შავკანიანი რესპუბლიკელი, როდესაც დაიწყო მათი განადგურება და დევნა ტყეებშიც კი, სადაც მალევე აღმოაჩინეს 25-მდე ნახევრად დამარხული გვამი. ასე და ამგვარად, კუ კლუქს კლანმა აიძულა ხალხი მხარი დაეჭირა დემოკრატებისთვის.

1870-იან წლებში ისეთი ახალი პარამილიტარისტული ჯგუფები ჩნდება, როგორიცაა "თეთრი ლიგა" , "ჭიტელ პერანგიანები" და აგრძელებენ შვკანიან პოლიტიკურ ლიდერთა მკვლელობებს. ორივე ორგანიზაცია გამორჩეულად მისიწრაფვოდა რესპუბლიკელთა დასამხობად და პოლიტიკური ესტაბლიშმენტის შესაცვლელად, რათა მოეპოვებინათ კონტროლი პოლიტიკურ პროცესებზე.

კლანის ტრადიციები, რომლებსაც ასევე უწოდებდნენ "რეგალიებს" მალევე გაქრა, ხოლო თავად პირველი კუ კლუქს კლანი, როგორც ორგანიზაცია მთლიანად დაიშალა 1872 წელს..[2]

მეორე კლანი -რედაქტირება

1915 წელს დაარსდა მეორე კლანი ატლანტაში (შტატი:ჯორჯია). დაწყებული 1921 წლიდან მან გადაიღო თანამედროვე ბიზნესის ტიპის სისტემა, რომელიც გამოიხატებოდა ახალი წევრებისთვის ჩვეულებრივ, ხელფასის გადახდაში. შედეგად ჩამოყალიბდა საძმოს ტიპის ორგანიზაცია. ამასთნავე აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები, იმ პერიოდისთვის ყვაოდა. ორგანიზაციის ეროვნულმა შტაბმა იხილა დიდი მოგება კლანის ჩაცმულობის გაყიდვებით. იმის გამო, რომ ძირითადად აქცენტს აკეთებდნენ აშკარა სოციალურ პრობლემებზე, ისინი მალე გაჩდნენ ყველა შტატში და მოიპოვეს პოპულარობა ბევრ ქალაქში. მეორე კუ კლუქს კლანი ქადაგებდა "ას პროცენტიან ამერიკანიზმს". მოითხოვდა მკაცრი მორალისა და აკრძალვების მიღებით პოლიტიკის გაწმენდას არა ამერიკული ელემენტებისგან. მისი ოფიციალური რიტორიკა ორიენტირებული იყო საფრთხეზე, რომელიც მომდინარეობდა კათოლიკური ეკლესისიგან. კლანის რიგებში ძირითადად იყვნენ წარმოდგენილი თეთრკანიანი პროტესტანტები და ისინი უპირისპირდებოდნენ ებრაელებს, შავკანიანებს , კათოლიკეებს და სამხრეთ ევროპიდან ახლად იმიგრირებულ იტალიელებს.

 
ფილმი "ერის დაბადება" პლაკატი 1915 წელი

1915 წელს გამოვიდა ახალი ფილმი სახელად "ერის დაბადება" რომელიც ადიდებდა პირველ კლანს და მის საქმიანობას. მეორე კუ კლუქს კლანი დაარსა უილიამ ჯოზეფ სიმონსმა "ქარტიის" 15 წევრთან ერთად ატლანტასთან. მათ ძირითად საქმიანობის, დღის წესრიგს, შეადგენდა. ანტისაიმიგრაციო, ანტიკათოლიკური და ანტისემიტური პოლიტიკა, რომელიც იზრდებოდა სოციალურ დაძაბულობაში. ახლად დაბადებულმა ორგანიზაციამ აღადგინა პირველი კლანის დროინდელი "რელიგია" რომელიც ასევე ასახული იყო "ერის დაბადებაში"

მიზნები -რედაქტირება

მეორე კლანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული პარანოიით, რამეთუ იგი საშიშროებას ყოველი მიმართულებით ხედავდა. ამასთანავე მას სპეციფიკური რელიგიური ელფერი დაჰკრავდა. კლანის მთელი ენერგია მიმართული იყო "სისხლის" სადარაჯოზე. ისტორიკოსი, ქეითლინ ბლი ამბობს, რომ ორგანიზაციში წევრებს სურდათ თეთრკანიან ქალთა ინტერესების დაცვა. 1917 წელს სიმონსმაგამოაქვეყნა "უხილავი იმპერიის" (კუ კლუქს კლანის ორგანიზაცია) ჰამფლეტი, სადაც ნათლად იყო დაფიქსირებული კლანის მიზნები

1. "სისხლის" (ქვეყნის) სიწმინდისა და ქალთ უბიწოების დაცვა.

2. თეთრი რასის უზენაესობის შენარჩუნება

3. უმაღლესი სულიერი ფილოსოფიის დანერგვა და სწავლება ტრადიციული წესჩვეულებების მეშვეობით.

4. წმინდა ამერიკანიზმის იდეალების, პრინციპების, ინსიტუტების დაცვა და შენარჩუნება

მორალური საფრთხეები -რედაქტირება

რაც უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდებოდა გაზეთებში მორალური გახრწნილობების შესახებ ან მზარდი კრიმინალური დაჯგუფეფების შესახებ, კლანიც ამის საპასუხოდ, პარალელურად იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მეორეც, ორგანიზაციის გაძლიერება ასევე გამოიწვია ანტიპათიამ, რომელიც მიმართული იყო მზარდი კათოლიკური, ამერიკულ-ებრაული კულტურული ღირებულებების საწინააღმდეგოდ. 1920[3]-იან წლებში კლანს უკვე ჰქონდა საგრძნობი გავლენა მთელი ქვეყნის მაშტაბით

კუ კლუქს კლანის წევრებმა ფიცი დადეს რომ დაიცავდნენ ამერიკულ ღირებულებებს და ქრისტიანულ მორალს. ადგილობრივ დონეზე მათ პროტესტანტი მინისტრებიც კი ეხმარებოდნენ, თუმცა ზოგადად პროტესტანტები მათ ოფიციალურად მხარს არ უჭერდნენ. პირიქით, მას პირდაპირ გმობდნენ როგორც პროტესტანტულ ჟურნალებში, ისე სეკულარულ გაზეთებშიც კი.

მეორე კუ კლუქს კლანი იყო ფორმალური ფრატერნული ორგანიზაცია ერისა და სახელმწიფოს სტრუქტურით. მან თავის აპოგეას მიაღწია XX საუკუნის ოციან წლებში როდესაც ორგანიზაცია ითვლიდა 4-5 მილიონ წევრს, თუმცა შიდა გახლეჩილობამ, ლიდერების მიერ ჩადენილმა მრავალმა დანაშაულმა და ორგანიზაციის გარეთ დაპირისპირებებმა მაინც თავისი რეგრესი მოიტანა და 1930 წლისთვის ორგანიზაცისი წევრთა რაოდენობა 30 000-მდე შემცირდა. საბოლოო აკორდი , კი იყო 1940 წელი როდესაც ორგანიზაცია მთლიანად დაიშალა.

მესამე კლანი -რედაქტირება

სახელი "კუ კლუქს კლანი" გამოიყენებოდა იმ ადგილობრივი დაჯგუფების მიერ, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მოძრაობა "სამოქალაქო უფლებების" წევრებს და დესეგრეგაციის მომხრეებს განსაკუთრებით 1950-1960 წლებში. ამ პერიოდში ისინი კავშირებს ამყარებდნენ სამხრეთ ამერიკული პოლიციის დეპარტამენტებთან, და გუბერნატორის, ჯორჯ ვოლასის, ოფისთანაც კი როგორც ეს მოხდა ბირმინგემში (შტატი:ალაბამა). 1964 წელს კლანის უამრავი წევრი იქნა მხილებული სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე პირთა მკვლელობაში, ხოლო 1963 წელს ასევე ამხილეს იმ ბავშვთა მკვლელობაში, რომლებიც შეეწირნენ ბირმინგტონის ბაფტისტური ეკლესიის დაბომბვას. (დაბომბვა დაიგეგმა და განხორციელდა კლანისმიერ).

დღესდღეობით კლანს ახასიათებენ როგორც "დივერსიულ ან ტერორისტულ ორგანიზაციას". 1997 წლის აპრილში, FBI-ის აგენტებმა დააკავეს ორგანიზაცია " კუ კლუქს კლანის ნამდვილი რაინდების" წევრები, რომლებიც ცდილობდნენ ბუნებრივი გაზის ქარხნის აფეთქებას. 1999 წელს ჩარლსტონის საბჭომ მიიღო რეზოლუცია რომელიც აცხადებდა კუ კლუქს კლანს ტერორისტულ ორგანიზაციად.

1950-1960-იან წლებში ბევრმა დამოუკიდებელმა დაჯგუფებამ დაირქვა "კუ კლუქს კლანის" სახელი. მიუხედავად იმსია , რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მეორე კლანთან , გარდა ტერმინოლოგიისა და ჩაცმულობის სტილისა, რომელიც მათგან გადაიღეს. 1950 წლიდან კლანმა დაიწყო შვკანიანი მოსახლეობის დატერორება. ასე მაგალითად, ბირმინგამში შვკანიანთა სახლებს პირდაპირ აფეთქებდნენ. აფეთქებათა სერია იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქს მეტსახელად "ბომბინგამი" შეარქვეს. კუ კლუქს კლანმა ფარული კავსირები დაამყარა ახლად დანიშნულ პოლიციის კომისართან, ბულ კონორთან, რომელმაც კლანს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ამ პერიოდიდან, კრიმინალური დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებანი რჩებოდა დაუსჯელი. როდესაც ქალაქში ჩამოვიდნენ სამოქალაქო უფლებების დაცვის ორგანიზაციის "თავისუფლების მხედრების" წევრები, კონორმა კლანს მისცა საშვალება ისინი დაეხოცათ. ამ აქტის შემდგომ, ფედერალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქში ინტერვენცია მოეხდინა და დაემყარებინა წესრიგი

მესამე კლანის მსგავსად მისი წინამორბედი, პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალური დაჯგუფებისა, საკუთრი მიზნების მისაღწევად იყენებდა ფიზიკურ ძალადობას და დაშინებას. ხშირად კლავდნენ ადამინებს და თვს ესხმოდნენ ადმაინის უფლებათა დამცველებს. კუ კლუქს კლანი ძირითადად უწყობდა ტერაქტებს იმ ადამიანებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, თუმცა ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მათი მსხვერპლი სრულიად ნეიტრალურად განწყობილი, უდანაშაულო ადამინები გამხდარან.

კუ კლუქს კლანმა დაამყარა კავშირები სხვა დაჯგუფებებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რომელტაც იგივე პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდათ. 1979 წელს ჩღდილოეთ კაროლინაში, კლანმა და ამერიკის ნაცისტურმა პარტიამ მოკლა 5 კომუნისტი აქტივისტი. 1995 წელს ორგანიზაციამ კავშირი დაამყარა ახლად ჩამოყალიბებულ "stormfront"-თან, რომელიც ქადაგებდა თეთრკანიანთა ნაციონალიზმს, ნეონაციზმს რასიზმს და ანტისემიტიზმს.


პოლიტიკური როლირედაქტირება

თუ პირველი კლანის წევრთა სიას შეადგენდნენ ექსკლუზიურად დემოკრატები, მეორე კლანში იყვნენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები და ის წევრებიც, რომლებიც საერთოდ აპარტიულები იყვნენ. კლანი განსაკუთრებული სიმპათიით იყო გამსჭვალული ორივე პარტიის იმ წევრების მიმარტ, რომლებიც მხარს უჭერდნენ თავად კლანს. კონსესუსი გარკვეული აკრძალვების დაწესების თაობაზე საფუძველს უყრიდა რესპუბლიკელებისა და კლანის წევრების კოოპერაციას დასავლეთის შტატებში.

კლანს ჰყავდა უამრავი მიმდევარი ამერიკის შეერთებული შტატების ყოველი კუთხე-კუნჭულში, მაგრამ მათი გავლენა ყველაზე ძლიერად შეიგრძნობოდა სამხრეთისა და დასავლეთის შტატებში. მან თავის აპოგეას მიაღწია მაშინ, როდესაც თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 20% მიემხრო და გავრცელდა ახლა უკვე კანადაშიც სადაც ის დაუპირისპირდა კათოლიკეებს.

1924 წელს კალიფორნიის ქალაქ ანჰეამში, საბჭოს წევრებად აირჩიეს კუ კლუქს კლანში წევრები. ქალაქს ძირითადად მართავდა ფესვგამდგარი გერმანელ-ამერიკელი ელიტა. კლანი წარმოადგენდა პოლიტიკურად ორიენტირებულ დაჯგუფებას, რომელმაც დაგმო ეს ელიტა და გამოაცხადა, რომ ეს იყო ანტიდემოკრატიული და კორუმპირებული. ორგანიზაცია ცდილობდა შეექმნა ძველი, კომუნის ტიპის მოდელი. 1924 წელს ანჰეიმში მათ იოლად გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში, რის შემდეგაც მათ სამსახურებიდან მოხსნეს კათოლიკეები და მათ ნაცვლად დანიშნეს კლანის წევრები. ქალაქის ახალი საბჭო ცდილობდა მკაცრი პოლიციკა გაეტარებინა შავკანიანთა და კათოლიკეთა წინააღმდეგ. არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მათი ყრილობები და შეკრებები უფრო ფართო მასშტაბიანი გახდა. თუმცა მათი ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა . 1925 წელს მათმა ოპონენტებმა მოახერხეს არჩევნების გზით ხელისუფლების დაბრუნება, რის შემდეგაც კლანში წევრები გამოიხმეს ქალაქის საბჭოდან. ამ მოქმედების საბოლოო აკორდი იყო პრესის დახურვა, რომელიც თანამშრომლობდა კუ კლუქს კლანთნ და შემდეგ თავად ქალაქ ანჰეიმის კლანის დაშლა.

სამხრეთით, ერთპარტიულ რეგიონებში, კუ კლუქს კლანის მიმდევრები იყვნენ დემოკრატები. მათ ჰქონდათ ახლო კავშირი დემოკრატიული პარტიის ერთგულ პოლიციასთან. შერიფთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მას შემდეგ რაც აფრო-ამერიკელებს ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება, თეტრკანიანთათვის ერთადერთი პოლიტიკურ აქტივობად ითვლებოდა საქმიანობა დემოკრატთა პარტიაში.

ალაბამას შტატში ორგანიზაციის წევრები მხარს უჭერდნენ მკაცრი პოლიტიკის გატარებას, საჯარო სკოლის რეფორმირებებს, გზების რეკონსტრუქციასა და ნებისმიერ პოლიტიკურ ზომებს , რომელიც გამოიწვევდა თეთრკანიანთა დაბალი კლასის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 1925 წლისთვის ორგანიზაცია წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას, რომელთა ლიდერები: თომას ჰეფლინი, დევიდ გრეივსი და ჰიუგო ბლექი ცდილობდნენ გაეტარებინათ ისეთი პროფილის პოლიტიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე მიმართული იქნებოდა შავკანიანთა წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ამ უკანასკნელთა გავლენისგან რეგიონის გათვისუფლებას. 1926 წელს გრეივსი რომელიც იყო როგანიზაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ალაბამას გუბერნატორი გახდა. მან გაზარდა ფინანსები, რომელიც იხარჯებოდა განათლების გაუმჯობესებაზე. ასევე გაზარდა ფინანსები ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის და დაიწყო გზების ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია. წარმატებას მიაღწია ასევე ჰუგო ბლექმაც, რომელიც ფრაკლინ დელანო რუზველტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დანიშნა, ისე რომ არც კი იცოდა ბლექის კუ კლუქს კლანის აქტიური წევრობის შესახებ. ამის შემდეგ მან "მოასწრო" და გახდა სენატორი, სანამ გამოაშკარავებდნენ მის კავშირს კლანთან. მოგვიანებით კი მან თავად განაცხადა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია დატოვა.

 
1925. კუ- კლუქს-კლანი ჯვრის დაწვის ცერემონია ლონდონი 1925 წელი

დიდი დეპრესიის შემდეგ, ორგანიზაცია საგრძნობლად დასუსტდა და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ორგანიზაცია შენარჩუნებინათ, საბოლოოდ მაინც 1944 წელს მეორე კლანმა შეწყვიტა არსებობა.

ჯვრის დაწვის ცერემონიარედაქტირება

 
1920 წელი ქალი კლანსმენები

კუ კლუქს კლანის წევრები, განწყობილი სპეციფიკურ თეთრ ფორმებში, ხშირად აწყობდნენ ფართომაშტაბიან საჯარო აქტივობებს, განსაკუტრებულად კი-პარადებს და ჯვრის დაწვის ცერემონიებს. კლანის ფორმების გაყიდვით ისინი იღებდნენ ძირითად ფინანსურ შემოსავალს.

მეორე კლანმა დაიწყო ლათინური (რომაული) ჯვრების დაწვა, რაც სპეციფიკურ სიმბოლისტურ დატვირთვას ატარებდა და მიზნად ისახავდა შიშის დათესვას. ეს იყო კლანის ერთგვარი რელიგიური გზავნილი, პროცესი ჩვეულებრივ წარიმართებოდა მლოცველთა თანხლებით და ჰიმნის სიმღერით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა პირველი კლანის დროს.

ქალთა როლი მეორე კლანშირედაქტირება

1920[4] წელს კუ კლუქს კლანმა შექმნა ქალთა დანაყოფები, რომლებიც სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა შტატში. მათ საქმიანობას შეადგენდა პარადების გამართვა, ცეცხლოვანი ჯვრების ცერემონია, ლექციები, შეკრებები და ბოიკოტი იმ ბიზნესის წინააღმდეგ, რომელსაც წარმართავდნენ კათოლიკეები ან ებრაელები. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს ალკოჰოლური სასმელების აკრძალვას, რადგან თვლიდნენ რომ ის უარყოფითად აისახებოდა ქალთა და ბავშვდა ყოფიერებაზე. საჯარო სკოლებში ავრცელებდნენ ბიბლიას და პეტიციებს, რათა სამსახურიდან მეოხსნათ კათოლიკე მასწავლებლები. ამან საბოლოოდ გამოიღო თავისი შედეგი ტექსასის შტატში, სადაც კათოლიკეებს პედაგოგიურ სამსახურში აღარ ასაქმებდნენ.

კუ კლუქს კლანი XXI საუკუნეშირედაქტირება

დღესდღეობით კუ კლუქს კლანი არ წარმოადგენს მხოლოდ ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ ორგანიზებულ დამნაშვეობას. ის დაყოფილია უამრავ დაჯგუფებად რომელიც გვხვდება მთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში.გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დაყოფილია მრავალ პატარა ჯგუფებად, საკმაოდ რთულია კვლევის ჩატარება და მათ წევრთა რაოდენობის დასადგენად. თუმცა ცნობილია ,რომ მათი ძირითადი ნაწილი თავმოყრილია სამხრეტის შტატებში.

კლანმა დაიწყო საერთაშორისო დონეზე თეთრკანიანთა რეკრუტირება. მიუხედავად ამისა, მათ მხარდამჭერთა რიცხვმა რაღაც პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად დაიკლო. ეს აიხსნება მზარდი გლობალიზაციითა და მათი ისტორიით, რომელთანაც ასოცირდება ძალადობა, რასიზმი და ტერორიზმი. მათი პოლიტიკა მიმართულია იმიგრაციისა და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, ამათგანვე ისინი უწევენ პროპაგანდირებას ძალადობას ჰომოსექსუალთა მიმართ. დღესდღეობით კუ კლუქს კლანის ბევრმა ორგანიზაციამ განიცადა "ნაციფიკაცია" და დაიწყო გოოპერირება ნეონაცისტურ ორგანიზაციებთან

კლანი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშირედაქტირება

გარდა კანადისა ადა ამერიკის შეერთებული შტატებისა, სხვა ქვეყნებშიც იყო მცდელობა კუ კლუქს კლანის დაჯგუფებების შექმნისა. 90-იანი წლების ბოლოს, ავსტრალიაში, პიტერ კოლმანმა, რომელიც იყო ყოფილი წევრი პარტიისა- "ერთი ერი", შექმნა კლანთან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანიზაციები. ბოლო წლებში კლანმა მოახერხა ახალი წევრების რეკრუტირება სხვა პოლიტიკური პარტიებიდანაც. კლანმა გავრცელება ჰპოვა ასევე დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მის დამაარსებლად მოიხსენიება რობერტ რელფი

" კუ კლუქს კლანის ევვროპელი თეთრი რაინდები" შეიქმნა გერმანიაში. აღსანიშნავია რომ მასში გაწევრიანების მიუხედავად რამოდენიმე პოლიციელმა, შეინარჩუნა სამსახურეობრივი მდგომარეობა. მსგავსი კრიმინალური ორგანიზაცია ბრაზილიაში და ფიჯის კუნძულებზეც კი გავრცელდა.


  1. (1967) The present-day Ku Klux Klan movement : Report by the Committee on Un-American activities. Washington, DC: U. S. Government Printing Office. 
  2. Rory McVeigh, The Rise of the Ku Klux Klan: Right-Wing Movements and National Politics (2009).
  3. Kelly J. Baker, Gospel According to the Klan: The KKK's Appeal to Protestant America, 1915–1930 (2011), p. 248.
  4. Blee, Kathleen M. (2008). Women of the Klan: Racism and Gender in the 1920s. University of California Press. ISBN 978-0-520-94292-9. 



რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

==სქოლიო==