What Do You Want from Me
What Do You Want from Me — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის სიმღერა ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომიდან The Division Bell[1][2]. მისი ავტორები არიან რიჩარდ რაიტი, დეივიდ გილმორი და გილმორის იმდროინდელი მეგობარი პოლი სემსონი, რომელზეც მუსიკოსმა შემდგომში იქორწინა. სიმღერის სოლოს ფრაგმენტები აღებულია გილმორის 1978 წლის ალბომიდან David Gilmour.
„What Do You Want from Me“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Division Bell | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი |
30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი) 5 აპრილი, 1994 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 1993 | |||
ჟანრი |
პროგრესული როკი ფანკ როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:21 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI (ინგლისი) Columbia Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, პოლი სემსონი | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი | |||
The Division Bell – სიმღერები | ||||
|
დეივიდ გილმორი: „ტექსტის დიდი ნაწილი შეიქმნა ჩემი და პოლის თანამშრომლობის შედეგად. ზოგიერთი გაჩნდა ჩვენს შორის ურთიერთგაგების დაკარგვის ჟამს.“
ნომერი სრულდებოდა 1994 წლის ტურნეს მსვლელობისას და გამოიცა შეზღუდული რაოდენობით გამოსულ სინგლზე, რომლის გარეკანზე გამოსახულია ბუ. ამ სინგლში შეტანილი ვერსია აღებულია ალბომიდან Pulse. ბუ აგრეთვე გამოყენებულია ალბომის სარეკლამო ტელერგოლში. 2016 წელს სიმღერა დაბრუნდა დეივიდ გილმორის ტურნეს პროგრამაში.
ჯგუფის მიერ სიმღერის საკონცერტო შესრულების ამსახველი ბუტლეგური ვიდეო შეტანილია DVD-ს Pulse დამატებით მასალებში.
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი - ფენდერ სტრატოკასტერი, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი - ორგანი, სინთეზატორი
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები
აგრეთვე
- ჯონ კერინი - დამატებითი სინთეზატორები
- გაი პრეტი - ბას გიტარა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1178. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.