ფონსეკას პრემია
ფონსეკას პრიზი[1] (გალ. Premio Fonseca) — ყოველწლიური სამეცნიერო საგანმანათლებლო ჯილდო, რომელიც დაწესდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტისა და სანტიაგოს კონსორციუმის მიერ, პროგრამა ConCiencia-ს ეგიდით[2] და აჯილდოებს ისეთ კანდიდატებს, რომელთა ღვაწლი და დამსახურება გავლენას ახდენს მოსახლეობის ფართე წრეზე. კანდიდატებად მოიაზრებიან ასევე ის პირები, რომლებიც თავიანთი სამსახურის გამო გამოდიან საზოგადოებრივი მუშაკების რანგში და აღვივებენ ცოდნისადმი საერთო ინტერესს. ჯილდოს ეწოდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი დამაარსებლის, ალონსო III ფონსეკას(ინგლისური)ქართ. სახელი.
ფონსეკას პრემია | |
ჯილდო | განსაკუთრებული წვლილისთვის |
წარადგენს | სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ესპანეთი |
Premio Fonseca |
---|
პრემიის პირველი ლაურეატი 2008 წელს გახდა სტივენ ჰოკინგი.[3]
პრიზიორები
რედაქტირებაწელიწადი | მიმღები | ქვეყანა | დასაბუთება | |
---|---|---|---|---|
2008 წ | სტივენ ჰოკინგი[4][5][6][7] | გაერთიანებული სამეფო | „მისი განსაკუთრებული ოსტატობისთვის ფიზიკაში რთული ცნებების პოპულარიზაციისთვის სამყაროს ჩვენი ამჟამინდელი გაგების მიჯნაზე, უმაღლეს მეცნიერულ სრულყოფილებასთან შერწყმული და მეცნიერების საჯარო მინიშნებისთვის მთელ მსოფლიოში.“ | |
2009 წ | ჯეიმზ ლავლოკი [8][9] | გაერთიანებული სამეფო | „მისი ლიდერობისა და ნოვატორული ხასიათისთვის მიმდინარე ეკოლოგიური ცნობიერების შექმნაში, რომლის საჯარო საერთაშორისო მიმთითებელია და საზოგადოების წევრებთან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონცეფციების გაზიარებისთვის; ყოველივე ზემოთაღნიშნული შერწყმულია სანიმუშო თავისუფლებასთან, დამოუკიდებელ აზროვნებასთან, გამორჩეულ ბრწყინვალებასა და ნიჭთან, რამაც შესაძლებელი გახადა განსაკუთრებული შედეგების მიღწევა სამეცნიერო ცოდნის სხვადასხვა დარგში“. | |
2010 წელი | დევიდ ატენბორო [10][11][12] | გაერთიანებული სამეფო | „მისი პიონერული როლისთვის ველური ბუნების გავრცელებაში, რაც მან მისაწვდომი გახადა უზარმაზარი აუდიტორიისთვის ორიგინალური ხედვით, რომელიც იყო რეალური შემობრუნება ბუნების პოპულარიზაციაში სატელევიზიო მაუწყებლობის საშუალებით და გახდა საერთაშორისო საჯარო მაგალითი სამეცნიერო კომუნიკაციისთვის." | |
2011 წელი | როჯერ პენროუზი [13] | გაერთიანებული სამეფო | „სამეცნიერო კომუნიკაციაში მისი გამორჩეული უნარების გამო, მკითხველს აყენებს ცოდნის ცენტრში ფართო მრავალპროფილურ დიაპაზონში, სამყაროს გაგებიდან ადამიანის გონების საიდუმლოებამდე, იგივე შემოქმედებითი და ალტერნატიული გზით, რაც ახასიათებს მის ბრწყინვალე სამეცნიერო ტრაექტორიას." |
ცნობილია, რომ პრემიის ლაურეატებად მოიაზრებოდნენ ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და ფრიმენ დაისონი.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fonseca Prize
- ↑ ConCiencia Program
- ↑ Fonseca Prize 2008
- ↑ Stephen Hawking personal site
- ↑ O premio Fonseca, un trofeo querido no despacho de Hawking (14 March 2018).
- ↑ Stephen Hawking mantiña un vínculo especial con Galicia desde que recibiu o premio Fonseca da USC en 2008 | CRTVG.
- ↑ Stephen Hawking viajará a Santiago este año para recoger el Premio Fonseca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-04. ციტირების თარიღი: 2022-06-10.
- ↑ Fonseca Prize 2009
- ↑ El científico británico James Lovelock, galardonado con el II Premio Fonseca de comunicación de la ciencia (26 May 2009).
- ↑ Fonseca Prize 2010
- ↑ O conselleiro de Educación asistiu á entrega do premio Fonseca 2010 ao naturista Sir David Attenborough - Xunta de Galicia.
- ↑ Attenborough recibe el premio Fonseca por su forma.
- ↑ Fonseca Prize 2011
- ↑ Neil Armstrong y el premio Fonseca (21 July 2019).