ნილ არმსტრონგი
ნილ არმსტრონგი (ინგლ. Neil Armstrong; დ. 5 აგვისტო, 1930, უაპაკონეტი, ოჰაიოს შტატი — გ. 25 აგვისტო, 2012) — ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. სპეციალობით ავიაციის ინჟინერი. ნილ არმსტრონგს აქვს აერონავტიკის ბაკალავრის და აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხი. 1972-1979 წლებში იყო აეროკოსმოსური კვლევების პროფესორი ცინცინატის უნივერსიტეტში.
ნილ არმსტრონგი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 5 აგვისტო, 1930 |
დაბ. ადგილი | უაპაკონეტი, ოჰაიო, აშშ |
გარდ. თარიღი | 25 აგვისტო, 2012 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ცინცინატი, ოჰაიო, აშშ |
ქვეყანა |
![]() |
სამხედრო წოდება | უმცროსი ლეიტენანტი |
ექსპედიცია | ჯემინი 8, აპოლო 11 |
ბიოგრაფია რედაქტირება
ადრეული წლები რედაქტირება
1947–1952 წლებში მსახურობდა საზღვაო ავიაცაში. განახორციელა 78 საბრძოლო გაფრენა კორეის ომში. 1962 წელს მიიღო ასტრონავტის სტატუსი. 1966 წლის მარტში იყო ხომალდის „ჯემინი 8“ მეთაური.
მთვარეზე გაფრენა რედაქტირება
1962 წელს არმსტრონგი შერჩეული იქნა NASA-ს მიერ. 1969 წელს ხელმძღვანელობდა მისიას „აპოლო 11“ ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად. „აპოლო 11“-მ დატოვა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა) 16 ივლისს 1969 წელს და 4 დღეში, 20 ივლისს დაეშვა მთვარის ზედაპირზე, ე. წ. „სიმშვიდის ზღვაზე“ მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ტელევიზიით. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოდის ხაზზე: „ ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა...“
21 ივლისს 1969 წ დილას არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამს UTC და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს იძახის ისტორიულ სიტყვას:
- „That's one small step for man, one giant leap for mankind.“[1]
- „ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“
15 წუთის შემდეგ მას უერთდება ედვინ ალდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავს აშშ-ს სახელმწიფო დროშას. შემდეგ გააგრძელეს მთვარის გარშემო ტრიალი მესამე ასტრონავტ მაიკლ კოლინთან ერთად. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი არჩეული იქნა პირველ კაცად, რომელსაც მთვარეზე უნდა გაევლო, რადგან იგი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არა სამხედრო როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე გაატარა 2 ს და 31 წ, გაიარა 250 მ. დედამიწაზე დაბრუნდნენ 24 ივლისს, თან წამოიღეს რამდენიმე ქვის ნატეხი შესასწავლად.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ლინგვისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არმსტრონგმა გამოტოვა არტიკლი „a“ ფრაზაში: „one small step for a man“. Pallab Ghosh (3 ივნისი, 2009). „Armstrong's 'poetic' slip on Moon“ (html). სამეცნიერო კორესპონდენცია (ინგლისური). გაერთიანებული სამეფო: BBC. BBC News. p. 1. 8081817. ციტირების თარიღი: 2009-06-4. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)