მაიკლ კოლინზი
მაიკლ კოლინზი (ინგლ. Michael «Mike» Collins; დ. 31 ოქტომბერი, 1930, რომი, იტალიის სამეფო — გ. 28 აპრილი, 2021, ნეიპლზი, აშშ) — აშშ-ს ასტრონავტი მფრინავი, სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო აკადემია. 1963 წელს ჩაირიცხა ასტრონავტთა ჯგუფში. 1966 წლის 18-21 ივლისს ჯ. იანგთან ერთად იფრინა კოსმოსში კოსმოსური ხომალდ ჯემინი 10-ით, რომლის დროსაც ორჯერ გამოვიდა ღია კოსმოსში. 1969 წლის 16-24 ივლისს მონაწილეობდა კოსმოსურ ხომალდ აპოლო 11-ს ისტორიულ ფრენაში, რომლის დროსაც ნ. არმსტრონგი და ე. ოლდრინი პირველნი გავიდნენ მთვარეზე. 19-22 ივლისს იფრინა სელენოცენტრულ ორბიტაზე, მოახდინა მთვარის ნაკვეთურის განაპირაპირება (მთვარეზე დასაშვებად) და ხელახალი შეპირაპირება ხომალდთან.
მის სახელს ატარებს მთავრის უკანა მხარის კრატერი — კოლინზი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 581.