ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის
ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის | |||
---|---|---|---|
ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი | |||
მექსიკის გერბი | |||
თარიღი | 16 სექტემბერი 1810 — 27 სექტემბერი 1821 | ||
მდებარეობა | მექსიკა | ||
შედეგი | მექსიკის დამოუკიდებლობა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ვიკისაწყობში |
ომი მექსიკის დამოუკიდებლობისათვის (ესპ. Independencia de México) – შეიარაღებული კონფლიქტი მექსიკელ ხალხსა და ესპანელ დამპყრობლებს შორის.
ომის დაწყება
რედაქტირებააჯანყება დაიწყო 1810 წლის 16 სექტემბერს მექსიკის პატარა სოფელ დოლორესში. მისი მეთაური იყო მღვდელი მიგელ იდალგო. დასაწყისში აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ 1811 წელს მათი არმია ესპანელებმა გაანადგურეს. მიგელ იდალგო დააპატიმრეს და 30 ივლისს დახვრიტეს. 16 სექტემბერი მექსიკაში დამოუკიდებლობის დღეა, ხოლო მიგელ იდალგო ეროვნული გმირია.
ხოსე მორელოსი
რედაქტირებაიდალგოს გარდაცვალების შემდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ხოსე მორელოსი. მისი ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი ოახაკა და აკაპულკო. 1813 წელს მისი ინიციატივით შეიკრიბა ჩილპანსინგის კონგრესი და ხელი მოაწერეს პირველ ოფიციალურ დოკუმენტს დამოუკიდებლობის შესახებ. 1815 წელს მორელოსი ტყვედ ჩავარდა და იმავე წლის 22 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს.
დამოუკიდებლობა
რედაქტირება1815–1821 წწ. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები გადავიდნენ პარტიზანულ ომზე. 1821 წლის 27 სექტემბერს მეხიკოში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მექსიკამ მიიღო დამოუკიდებლობა. 1822 წლის 18 მაისს კი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი აგუსტინე იტურბიდე გამოაცხადეს მექსიკის იმპერატორად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Chieftains of Mexican Independence დაარქივებული 2007-08-16 საიტზე Wayback Machine.